„მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით - საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს“

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსეთის ომბუდსმენს პასუხობს. მისი განცხადებით, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუმართავს არც ერთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს უფლებრივი დარღვევის შემთხვევების გამო. ნინო ლომჯარიას განცხადებით, ერთადერთი ინდივიდუალური შემთხვევა, რაც ამ ეტაპზე საქართველოს სახალხო დამცველის ცნობილი გახდა, ეხება სავარაუდოდ ჟურნალისტური საქმიანობის ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტს რუსული მედიასაშუალების რესპონდენტის მიმართ. 

 

„აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. მე პირადად ვესაუბრე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და აქტიურად ვაკვირდებით გამოძიების პროცესს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება და იკითხება ინციდენტში მონაწილე ყველა პირი. მიუხედავად რუსული ოკუპაციისა, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში არ მომხდარა რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა მიმართ ძალადობა მათი ეთნიკური ან ეროვნული ნიშნით. საქართველო ინარჩუნებს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს და არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომელიც ამ მოცემულობას ცვლის. აქტიური ანტისაოკუპაციო პროტესტის პარალელურად, რუსეთის მოქალაქეები მშვიდობიანად გადაადგილდებიან და თანაბრად სარგებლობენ ყველა სერვისით საქართველოს ტერიტორიაზე და არ ექმნებათ არანაირი დაბრკოლება. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი დაიცავს ყველა მოქალაქის უფლებას საქართველოს ტერიტორიაზე, განურჩევლად მათი მოქალაქეობისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა და მოახდენს რეაგირებას თითოეულ ინციდენტზე. აქვე აღვნიშნავ, რომ საქართველოს სახალხო დამცველსა და რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარს შორის არსებობს თანამშრომლობა და კომუნიკაცია ადამიანის უფლებების დაცვის საკითხების გარშემო, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიპლომატური ურთიერთობის არარსებობის პირობებში. ჩვენი მიზანია, რომ განვითარებული მოვლენები არ აისახოს მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებრივ მდგომარეობაზე როგორც საქართველოს, ასევე, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე და იმედს ვიტოვებ, რომ რუსეთის ფედერაციის ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი, ქ-ნი ტატიანა მოსკალკოვა, ასევე დაიცავს საქართველოს მოქალაქეთა უფლებებს რუსეთის ტერიტორიაზე და არ დაუშვებს მათ დისკრიმინაციას ეთნიკური თუ მოქალაქეობრივი ნიშნით“, - წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

 

რუსეთის ომბუდსმენი ტატიანა მოსკალკოვა საქართველოს სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას სთხოვს, დაეხმაროს საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვაში.





მსგავსი სიახლეები
„ევროსასამართლოს კონკრეტულმა სექციამ ჯერ გადაწყვეტილება მიიღო „რუსთავი 2“- ის საქმეზე, არსებითი შესწავლის გარეშე და შემდეგ რომელიღაც სტაფერმა, სავარაუდოდ, ქართველმა „გააპრავა“
საქართველოს გენერალური პროკურატურა იულია სუსლიაკის საქმესთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს
უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკი ქართველმა სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან „ვახტანგისი“ აზერბაიჯანის მიმართულებით გააბრუნეს
„სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი არის ერთი ტელევიზიის საკუთრების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს“
„სტრასბურმა ამ საქმის განხილვას მოანდომა ორ წელზე ოდნავ მეტი დრო! - სწრაფად განხილვის ახსნა მე არ მომისმენია და ანალოგიური სისწრაფით განხილული არც ერთი საქმე არ მახსენდება!”
„ადვოკატი იყო ბატონი ოქრუაშვილი, შემდეგ გახდა საჯარო მოხელე და მილიონერ ადამიანს, რომელიც წარმატებული ბიზნესმენი იყო,ქ ფული ასესხა?! “
„დაკითხეთ ირაკლი ოქრუაშვილი - მეტი რა მტკიცებულებაა საჭირო, რომ სახელმწიფომ წაგვართვა „რუსთავი 2“
„როდესაც წავიკითხე მოსამართლეთა შემადგენლობა, შოკში ჩავვარდი - მჯეროდა ევროპული ღირებულებების, მაგრამ შავი ხვრელი თითქმის ყველგან ყოფილა“
„სახელმწიფომ იური ვაზაგაშვილი ვერ დაიცვა აფეთქებისგან - ეს არის ევროპის სასამართლოს ძალიან მძიმე განცხადება“
„ნიკა გვარამიამ მოსამართლეებზე საუბრისას დაუშვებელი და შეურაცხმყოფელი კრიტიკა და ტერმინები გამოიყენა“ - რამ აღაშფოთა სტრასბურგის სასამართლო
აბიტურიენტის ჩარიცხვისათვის ქრთამის აღებისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და მოქალაქე დააკავეს
ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ხვალ დაბრუნდება და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს
სტრასბურგის სასამართლოს განმარტებები ,,რუსთავი 2”-ის საქმეზე
„რ-2-ის პარტნიორები შეიცვალა, ახალ პარტნიორებს სრული უფლება აქვთ, დირექტორობიდან გაიწვიონ გვარამია და შეუწყვიტონ მას შრომითი ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რა წერია იმ ხელშეკრულებაში“
"ძალიან მძიმეა ის გარემოება, რომ მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვა სასამართლომ გასაჩივრების უფლება, რომელსაც რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ"
"რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა დასრულებულია სახელმწიფოს გამარჯვებით"-თეა წულუკიანი
„რუსთავი 2“-ის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა
ქობულეთში 60 წლამდე ექიმი დააკავეს, რრომელიც ნარკოტიკული საშუალების შესაძენად მოქალაქეებზე ყალბ რეცეპტებს გასცემდა
პროკურატურა პოლიციის მაღალი რგოლის წარმომადგენლების გამოკითხვას მომავალი კვირიდან დაიწყებს
„შს სამინისტრომ და პოლიციელებმა შეძლეს და ქვეყანას აარიდეს სამოქალაქო დაპირისპირება“