„მინდა მივმართო კონკრეტულ პოლიტიკოსებს - თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე მორალური, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს“

მინდა მივმართო კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე მორალური პრინციპი, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე, პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერების ბრალდებას, რომლის თანახმადაც, თბილისის მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, პარლამენტის შენობის წინ, სცენის კონსტრუქცია, ხმის გამაძლიერებელი აპარატურა და ჯებირები მოიპარეს. კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული სიმართლეს არ შეესაბამება და ოპოზიციის ბრალდებებს უპასუხისმგებლოსა და უტიფარს უწოდებს. დედაქალაქის მერი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც, პარლამენტის შენობიდან სცენის კონსტრუქციის გატანა მოხდა.

 

“უპასუხოდ ვერ დავტოვებდი ამ უტიფარ და უპასუხისმგებლო განცხადებებს, კონკრეტული პოლიტიკოსებისგან. ისინი ცდილობენ სახელი შეულახონ დედაქალაქის მერიას და რა თქმა უნდა, ეს ჩვენი პასუხის გარეშე არ დარჩება, რადგან არ გვინდა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რაც შეეხება დასუფთავების სამსახურს, ის ასრულებს თავის უფლება-მოვალეობას და ეს ადამიანები ყოვედღიურად მუშაობენ განსაკუთრებულ რეჟიმში, რის გამოც, თითოეულ მათგანს მინდა მადლობა გადავუხადო. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქალაქს და დედაქალაქის მოსახლეობას. ეს ადამიანები ასრულებდნენ დასუფთავების სამუშაოებს და დღეს, დილის საათებში, იქ არსებული ტერიტორია დაასუფთავეს და რადგან იქ არავინ არ იყო, არც ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც იტყოდა, ეს არის ჩვენი და გვჭირდება. შესაბამისად, მოხდა ამის დასუფთავება და როგორც კი მას გამოუჩნდა პატრონი, ადამიანები, ვინც მოითხოვეს, დაუბრუნდა. ასევე მოვისმინეთ ბრალდება, რომ თითქოს დედაქალაქის მერიამ მოიპარა ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, ჯებირები, რაც არის ძალიან დიდი ტყუილი და მინდა მივმართო კონკრეტულ პოლიტიკოსებს, თუ ამ ადამიანებს აქვთ რაიმე მორალური, ბოდიში მოუხადონ „თბილსერვისს“ და აქ მომუშავე ადამიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
თემაზე, - "ვაზის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგია" - პრეზენტაცია გაიმართა
„საკმარისი ძალაა ქვეყნის “ამოსატრიალებლად“, აბა არა?“
მოძრაობა"შეცვალეს" წევრების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა
„გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს - რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!"
თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, შუა თითი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის არ უჩ­ვე­ნე­ბია
"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს" - მიხეილ ჩხენკელი
საქართველო დემოკრატიის გზაზე - ადგილზე სიარული
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“
პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა
ტერიტორიის ტურისტული უსაფრთხოება
თბილისის მერია დამატებით კიდევ 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია - 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა
ჰომოსექსუალური რევოლუციის მანიფესტი - ოჯახი, ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე, გაუქმდება!“
"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე - რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია"
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა - მან პატრიარქის შურაცხყოფა გააპროტესტა
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
თინა კან­დე­ლაკ­მა და­ბა­დე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და
"ადამიანებო, განსაკუთრებით შვილებო, ერთი წამით არ დაიჯეროთ ის ბინძური ტყუილები, რასაც ტელევიზიით ცაავები და გაბუნიები საუბრობენ!
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის 173 სტუდენტი პატრიარქის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს