„ლიბერალი“ ჟურნალისტებმა და სამმა რედაქტორმა დატოვეს

„ლიბერალს“ ჟურნალისტები ტოვებენ. როგორც ჟურნალისტების განცხადებაშია აღნიშნული, 2019 წლის 7 ივნისს სამმა რედაქტორმა და „ლიბერალის“ ყველა ჟურნალისტმა მედიასაშუალების მფლობელს და გენერალურ დირექტორს, შორენა შავერდაშვილს განცხადება გაუგზავნეს, რომლითაც შეატყობინეს, რომ 30 კალენდარული დღის შემდეგ რედაქციას ტოვებდნენ. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მათ მათ „ლიბერალში“ 7 ივლისამდე უნდა ემუშავათ, თუმცა მფლობელის მოთხოვნით, რედაქციას ხვალიდანვე ტოვებენ.

 

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებიც 2013 წლიდან ვმუშაობდით „ლიბერალში“ და წარვმართავდით მის სარედაქციო საქმიანობას. ჩვენ ვაკეთებდით საქმეს, რომლისაც მთელი არსებით გვჯეროდა და ვემსახურებოდით დამოუკიდებელ, ეთიკურ, კვალიფიციურ ჟურნალისტიკას. არ გვსურდა, რომ მომავალში „ლიბერალის“ მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო და გვინდოდა, რომ ჩვენ ვყოფილიყავით მისი განვითარების გარანტორები, რადგან კარგად ვაცნობიერებთ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს. ამ გარემოების გათვალისწინებით შორენა შავერდაშვილს „ლიბერალის“ გუნდის სახელით მივმართეთ წინადადებით, შეექმნა პრეცედენტი და „ლიბერალი“ გადმოეცა ან მოეყიდა ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის (ჩვენთვის მისაღებ ფასად). ჩვენს წინადადებაზე მფლობელმა უარი გვითხრა და პასუხად განგვიცხადა, რომ მას არ მოსწონს „ლიბერალის“ პოზიციონირება, დაგვიანონსა საკადრო ცვლილებები, მისი ნდობით აღჭურვილი მმართველის დანიშვნა და ახალი სარედაქციო ხედვის ჩამოყალიბება. რადგან ჩვენთვის ისედაც ცნობილია კომპანიის მფლობელისა და ჩვენს სარედაქციო და მენეჯმენტთან დაკავშირებულ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ, მიგვაჩნია, რომ მის მიერ შემოთავაზებული/დაანონსებული ცვლილებების გათვალისწინებით, „ლიბერალში“ ჩვენი დარჩენის შესაძლებლობა ამოიწურა.

 

დიდი მადლობა ჩვენს პარტნიორებს, მეგობრებს, საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციებს, დონორებს და, რა თქმა უნდა, მკითხველს წლების განმავლობაში თანამშრომლობის, ერთგულებისა და ნდობისთვის. დაბოლოს, რადგან ჩვენს მომავალს მხოლოდ დამოუკიდებელი მედიის სამსახურში ვხედავთ, რადგან დაგვიგროვდა უნიკალური გამოცდილება, სულ მალე ერთმანეთს ისევ მედიასივრცეში, ოღონდ ახალ პლატფორმაზე შევხვდებით“,-აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ ჟურნალისტები: ზურა ვარდიაშვილი: ლიკა ზაკაშვილი; დავით გამისონია; თათია ხალიანი;ნათია ამირანაშვილი;სალომე გორგოძე; ქრისტინე მუჯირი; ალექსანდრე ქეშელაშვილი; ბასტი მგალობლიშვილი; ნინო კალატოზიშვილი; ნათია ორმოცაძე.





მსგავსი სიახლეები
„რუსთავი-2-ის ტოპ ჟურნალისტებიდან რომელიმეს თუ ეყოფა პატიოსნება, გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ეთერში და თქვას“
დაცლილი სოფლები და ქალაქები - სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა
“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“
„ქართველი ხალხის სირცხვილია, სადაც აქციას უძღვებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამ წმინდა ადგილს დღეს ესენი აბინძურებენ“
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციაზე“
„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“
„ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა „იბერიაში“ მუშაობა და ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე“
ამერიკული „ნიუს კორპი“ რუსთავი-2-ის მფლობელებს 2004 წელს 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა
„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი და იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო - დაეცა მწარედ და ცინიკურად“
„სააკაშვილ-გვარამიას ზონდერებს კისრებზე აქლემის ტყავისგან დამზადებული წყალში დამბალი საყელოები გაუკეთეს და მზეზე დასვეს - ახლა ის ტყავი ნელ-ნელა გაშრება და კისერში წაუჭერს“
მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს
„კამოც კი, ამათთან შედარებით, "სპეტაკი" კომუნისტია! ფუუფ და ვააჰ!“
პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს
„და აი, ისინიც... ავტორიტეტულნი, გავლენიანნი, მოუსყიდავნი, გაუყიდავნი, მიუკერძოებელნი, ობიექტურნი და რაც მთავარია, დიდი მამულიშვილნი, რომელთაც აქვთ არნახული ნდობა“
„ჩააცვით ის ადიდასი, მერე ზემოდან პატიმრის „პალასატი“ გადააცვით და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვს - გიჟის პიჟამო მეკუთვნისო“
ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე არაფერი დატოვა
„ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე“
„თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა?“
„ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დაგვხვდა არხზე, არის ძალიან ცუდი“