„ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად - ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას“

„ნაციონალურმა მოძრობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს, ხელისუფლების მხრიდან არ ემუქრება,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა გვარამია ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ ხელისუფლებას ტელეკომპანიაში შეჭრის გეგმა.

 

“მას შემდეგ, რაც მასობრივი არეულობის და ძალადობრივი სცენარი აღიკვეთა, „ნაციონალურმა მოძრობამ“ და მისმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მანქანამ მიმართა უბინძურეს პროვოკაციას, რასაც ახლა ჩვენ თვალს ვადევნებდით პირდაპირ ეთერში. ისინი ქართულ საზოგადოებას უხმობენ არარსებული საფრთხისგან „რუსთავი 2“-ის დასაცავად. ეს ემსახურება მიმდინარე აქციებზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას და არავითარი საფრთხე საქართველოში არცერთ მედიას, მითუმეტეს, ხელისუფლების მხრიდან, არ ემუქრება. შესაბამისად, ნიკა გვარამიას მონათხრობი არის სრული აბსურდი და სიცრუე. ეს მიმდინარე საინფორმაციო კამპანია ემსახურება აქციაზე მუხტის შენარჩუნების მცდელობას. დარწმუნებული ვარ, საზოგადოება სწორად შეაფასებს ამ დეზინფორმაციას. ეს არის გაგრძელება მათ მიერ მოფიქრებული გეგმის, მას შემდეგ რაც აღიკვეთა ძალადობრივი სცენარის განვითარება“,- განაცხადა თალაკვაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
„ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები - როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ - მერჩივნა ბექა ყოფილიყო მკვდარი“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს
თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, მის ძმისშვილ ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები" - შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროკურატურა მაკო გომურის განცხადებას პასუხობს
საგამოძიებო სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი მოკლული იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს