"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა „ივანიშვილის სახლთან სამართალდამცველები იმიტომ არიან მობილიზებული, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაჟღერდა, ისინი სწორედ ივანიშვილის სახლთან აპირებენ აქციის გამართვას“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის სახლთან სამართალდამცველები იმიტომ არიან მობილიზებული, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გაჟღერდა, თითქოს ისინი სწორედ ივანიშვილის სახლთან აპირებენ აქციის გამართვას. დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, სამართალდამცავების მობილიზების ერთ-ერთი მიზეზი მომიტინგეების უსაფრთხოების დაცვაა.

 

"სამართალდამცავი ორგანოების პირველი ვალდებულება არის სამართლის, უსაფრთხოების დაცვა, ვისაც არ უნდა ემუქრებოდეს საფრთხე. აქციაზე არაერთხელ გაჟღერდა, რომ ისინი აირჩევდნენ სხვადასხვა მისამართს. აქედან ერთ-ერთი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის სახლი და რომ იქ მოაწყობდნენ აქციას. ამიტომ ეს ხდება უსაფრთხოებიდან გამომდინარე, არა მხოლოდ ბატონი ბიძინა ივანიშვილის და ტერიტორიის, არამედ იმ მომიტინგეების, რომლებიც აპირებენ და თუ დააპირებენ იქ სტუმრობას. ამიტომ ვფიქრობ, ამაში არათუ ცუდი არაფერია, არამედ ვალდებულებაცაა სამართალდამცველების, რომ უზრუნველყონ ქვეყნის მასშტაბით ნებისმიერ ადგილას უსაფრთხოება და აღკვეთონ ძალადობა, თუკი ამას ექნება ადგილი“, - განაცხადა ხუნდაძემ.

 

კითხვაზე, რომ უკვე რამდენიმე დღეა აქცია მიმდინარეობს და რატომ გადაწყდა, რომ მაინცდამაინც დღეს დამდგარიყო ბიძინა ივანიშვილის სახლთან სპეცდანიშნულების რაზმი, დიმიტრი ხუნდაძე პასუხობს, რომ მას მანამდე ივანიშვილის სახლთან აქციის გამართვის მოწოდება არ სმენია. „მე არ მსმენია, მანამდეც თუ იყო ასეთი მოწოდება, მაგრამ სამართალდამცავები ალბათ, როცა რეალურ რისკს ხედავენ, რომ შესაძლოა გაჩნდეს დაძაბულობის ადგილი და იყოს საჭიროება მათი ჩართულობის, რომ დაიცვან უსაფრთხოება ყველა მხრივ და არა რომელიმე ერთი ობიექტის, ერთი ჯგუფის ან ერთი ადამიანის, შესაბამისად მოქმედებენ. რა თქმა უნდა, ეს არის მათი ვალდებულება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ. ამასთან, მისი ინფორმაციით, დღეს ბიძინა ივანიშვილი მმართველ გუნდთან შეხვედრაზე არ ყოფილა.

 





მსგავსი სიახლეები
„რუსთავი-2-ის ტოპ ჟურნალისტებიდან რომელიმეს თუ ეყოფა პატიოსნება, გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ეთერში და თქვას“
დაცლილი სოფლები და ქალაქები - სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა
“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“
„ქართველი ხალხის სირცხვილია, სადაც აქციას უძღვებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამ წმინდა ადგილს დღეს ესენი აბინძურებენ“
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციაზე“
„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“
„ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა „იბერიაში“ მუშაობა და ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე“
ამერიკული „ნიუს კორპი“ რუსთავი-2-ის მფლობელებს 2004 წელს 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა
„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი და იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო - დაეცა მწარედ და ცინიკურად“
„სააკაშვილ-გვარამიას ზონდერებს კისრებზე აქლემის ტყავისგან დამზადებული წყალში დამბალი საყელოები გაუკეთეს და მზეზე დასვეს - ახლა ის ტყავი ნელ-ნელა გაშრება და კისერში წაუჭერს“
მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს
„კამოც კი, ამათთან შედარებით, "სპეტაკი" კომუნისტია! ფუუფ და ვააჰ!“
პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს
„და აი, ისინიც... ავტორიტეტულნი, გავლენიანნი, მოუსყიდავნი, გაუყიდავნი, მიუკერძოებელნი, ობიექტურნი და რაც მთავარია, დიდი მამულიშვილნი, რომელთაც აქვთ არნახული ნდობა“
„ჩააცვით ის ადიდასი, მერე ზემოდან პატიმრის „პალასატი“ გადააცვით და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვს - გიჟის პიჟამო მეკუთვნისო“
ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე არაფერი დატოვა
„ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე“
„თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა?“
„ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დაგვხვდა არხზე, არის ძალიან ცუდი“