„დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი“ - რა თქვა სინამდვილეში კადიროვმა

ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კადიროვი ქართველებს დაემუქრა, თბილისი ჩვენგან 200 კილომეტრშიაო, რაც დეზინფორმაცია აღმოჩნდა. მიმართვაში კადიროვმა განაცხადა, რომ გროზნოსა თბილისს შორის 200 კილომეტრია და ჩვენზე უახლოესი ხალხი კავკასიაში არ არისო. სტატიაში კადიროვი ასევე ახსენებს, რომ ქართველებს და ჩეჩნებს ერთამნეთთან საომარი არაფერი აქვთ და ერთ საათში შეგვიძლია გამოგიწოდოთ დახმარების ხელიო. გთავაზობთ განცხადებას სრულად:



"დიდი ყურადღებითა და შეშფოთებით ვადევნებ თვალს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ რაღაც 200 კილომეტრია. რუსეთში კი არაოფიციალური მონაცემებით მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. ქართული კულტურა, ხელოვნება და ლიტერატურა მსოფლიომ რუსეთის მეშვეობით გაიცნო. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას და საქართველოს, ჩვენ მილიონი მიზეზი გვაქვს ვცხოვრობდეთ მშვიდობიანად და მეგობრულად და არანაირი მიზეზი არ გვაქვს, ვმტრობდეთ ერთმანეთს. სამწუხაროდ, ბოლო დროს თბილისში გამოჩდნენ ამერიკისა და ევროპის გამოზრდილი პოლიტიკანები, რომლებსაც მთავარ მიზნად მიაჩნიათ, გადააქციონ საქართველო და რუსეთი უსასტიკეს მტრებად. ღმერთია მოწმე, რომ ჩვენ ჩეჩნეთში ვცდილობთ ქართულ ინტელიგენციასთან დავამყაროთ მეგობრული ურთიერთობა. ჩვენ გვახსოვს წინაპრების წესები, რომ მეზობლებთან უნდა იცხოვრო მეგობრულად და მშვიდობიანად და ვცდილობთ არ წამოვეგოთ საქართველოს მთავრობის პროვოკაციებზე საქართველოსა და ჩეჩნეთის საზღვარზე.



ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ დიდია გავლენა ანტირუსულად განწყობილი პოლიტიკანების, რომლებიც ეძებენ მიზეზს, რუსეთის წინააღმდეგ გააჩაღონ ახალი ისტერია. მთელ მსოფლიოში მიღებულია, პატივისცემით მოეპყრან უცხოეთის დელეგაციას. საქართველოს მთავრობამ კი არ უზრუნველყო უსაფრთხოება და მუშაობის ნორმალური პირობები გოსდუმის დეპუტატისათვის. დასავლეთის მიერ წაქეზებულმა ძალებმა მოაწყვეს არეულობა თბილისში. საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ამერიკის ელჩისა და დასავლეთის ქვეყნების ელჩების წინაშე დაადანაშაულა ყველაფერში რუსეთი და განაცხადა, რომ რუსეთი არის დაინტერესებული მოახდინოს საქართველოში მთავრობასა და საზოგადოებას შორის გახლეჩა. რაშიც ქალბატონი პრეზიდენტი ცდება. სწორედ რუსეთი არის დაინტერესებული, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა, ერთიანობა და თანხმობა. 



დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მათ რუსეთის გარდა არ ჰყავთ მეზობელი, არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომელიც სულ რაღაც ერთ საათში შეძლებს დახმარების ხელი გამოგიწოდოთ. ნახეთ რამდენი ქვეყანა დაღუპა ამერიკის სიყვარულმა. იმედი მაქვს, ქართული საზოგადოების ჯანსაღი ნაწილი, საკუთარ თავში აღმოაჩენს ძალას, თავად განკარგოს ქვეყნის ბედი. მარტო 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა 3, 5 მილიარდი დოლარი დატოვეს საქართველოში. ანტირუსულად განწყობილმა რადიკალებმა მიაღწიეს იმას, რომ მალე დაიცლება კაფეები, რესტორნები და სასტუმროები, პლიაჟები"ქართულმა საიტებმა რამზან კადიროვის მიმართვა დაამახინჯეს. "ჩვენ ერთმანეთთან საომარი არაფერი გვაქვს."

 

 

intermedia.ge





მსგავსი სიახლეები
„რუსთავი-2-ის ტოპ ჟურნალისტებიდან რომელიმეს თუ ეყოფა პატიოსნება, გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ეთერში და თქვას“
დაცლილი სოფლები და ქალაქები - სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა
“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“
„ქართველი ხალხის სირცხვილია, სადაც აქციას უძღვებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამ წმინდა ადგილს დღეს ესენი აბინძურებენ“
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციაზე“
„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“
„ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა „იბერიაში“ მუშაობა და ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე“
ამერიკული „ნიუს კორპი“ რუსთავი-2-ის მფლობელებს 2004 წელს 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა
„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი და იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო - დაეცა მწარედ და ცინიკურად“
„სააკაშვილ-გვარამიას ზონდერებს კისრებზე აქლემის ტყავისგან დამზადებული წყალში დამბალი საყელოები გაუკეთეს და მზეზე დასვეს - ახლა ის ტყავი ნელ-ნელა გაშრება და კისერში წაუჭერს“
მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს
„კამოც კი, ამათთან შედარებით, "სპეტაკი" კომუნისტია! ფუუფ და ვააჰ!“
პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს
„და აი, ისინიც... ავტორიტეტულნი, გავლენიანნი, მოუსყიდავნი, გაუყიდავნი, მიუკერძოებელნი, ობიექტურნი და რაც მთავარია, დიდი მამულიშვილნი, რომელთაც აქვთ არნახული ნდობა“
„ჩააცვით ის ადიდასი, მერე ზემოდან პატიმრის „პალასატი“ გადააცვით და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვს - გიჟის პიჟამო მეკუთვნისო“
ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე არაფერი დატოვა
„ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე“
„თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა?“
„ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დაგვხვდა არხზე, არის ძალიან ცუდი“