"ნიკა მელია, შესაძლოა, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი, რომ პარლამენტი შტურმით ყოფილიყო აღებული"

ნიკა მელია შესაძლოა ამ მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი შტურმით ყოფილიყო აღებული პარლამენტი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე და საარჩევნო ბარიერის გაუქმებაზე დასაწყებ მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.

 

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დესტრუქციულები, გადიან კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დასხდებიან და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტი ალბათ ასე უნდა მოქმედებდეს.

 

„ზუსტად ისე უნდა გაიგოთ როგორც ვამბობთ. პოლიტიკოსები, რომლებიც არიან დესტრუქციულები, გადიან კონსტიტუციის და კანონის ჩარჩოებიდან, მოლაპარაკების მაგიდასთან ვერ დასხდებიან და ნებისმიერი პასუხისმგებლიანი სახელისუფლებო თუ სხვა პოლიტიკური სუბიექტი ალბათ ასე უნდა მოქმედებდეს. აქედან გამომდინარე, თქვენ შეგიძლიათ იგულისხმოთ ნებისმიერი ვინც ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას აკეთებს. კონკრეტულ პერსონებზე გადაწყვეტილება ჯერ არ არის, მაგრამ მე გავბედავ და ვიტყვი, რომ მაგალითად ნიკა მელია შესაძლოა ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან ვერ მოხვდეს, რადგან ის იყო მომწოდებელი შტურმით ყოფილიყო აღებული პარლამენტი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ასევე აღნიშნავს, რომ დღესაც დაფიქსირდა პარლამენტის მაჟორიტარების მხრიდან ამ გადაწყვეტილებაზე უარყოფითი დამოკიდებულება, თუმცა მდინარაძე აქვე აღნიშნავს, რომ საბოლოოდ პოზიციები შეჯერდება და პარლამენტი შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

 

„ეს არის უპრეცედენტო გადაწყვეტილება და დამეთანხმებით ალბათ, რომ არც ერთი ხელისუფლება მაინც და მაინც არ ისწრაფვის იმისთვის, რომ ასეთი სახარბიელო პოზიციები გაამყაროს ოპოზიციისთვის, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ ვიყოთ ადეკვატურები საზოგადოების გამოწვევებთან. ვფიქრობთ, ჩვენი საზოგადოება და დასავლელი პარტნიორები ნამდვილად მოგვიწონებს ამ ნაბიჯს. მაჟორიტარების ნაწილი არ უჭერდა თავის დროზე მხარს და დღესაც დაფიქსირდა საწინააღმდეგო მოსაზრებები, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ აუცილებლად შევჯერდებით, დაღვინდება ეს გადაწყვეტილება და საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ პრორციულ არჩევნებს 2020 წლისთვის ბარიერის გარეშე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადება
„კონსერვატორები“ არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ"
"იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ" - თამარ ჩუგოშვილი
„პარტიების "ლიდერები" იმ ჭურჭლის პონტში არიან, სუფრებზე მარტო მაშინ რომ გამოაქვთ, როცა ვინმე დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავი ეწვევა“
„შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, გაერთიანდე ბიძინას წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება გაერთიანდე იმათთან, ვისთან ერთად დგომაც ქვეყნის წინააღმდეგ დგომას ნიშნავს“
„თუ მიზანი არის გამოსავლის პოვნა, ეს გამოსავალი აუცილებლად მოინახება! ხოლო თუ მიზანი არის დესტრუქცია - ასეც მოხდება!
„თითო პარტიაში რომ ორნახევარი კაცი გყავთ, ეგეთი "პარტიები" ხართ - "ლიდერი და ლიდერის ბიძაშვილები" - ჰოდა, წადით, მოფსით და დაიძინეთ! „უპრეცედენტო ერთობა" არა, ნივრის წნილი“
პარლამენტის წინ, რუსთაველზე კარვები გაშალეს - კარვებში აქციის მონაწილეები იცხოვრებენ
„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან - ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე“
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ
„გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - თბილისურად, გაგხევთ ნაკერავზე“
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა - იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს“
პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
„ყველა მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა - გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი?“
„ახლა რომ იხევით შუაზე, ეგ იმას ნიშნავს - აქამდე როგორც მათრევდით, ისე მინდა რომ მათრიოთო! და არაა ეგ სწორი, ბიძიკო, არა!“
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატ დაჩი ბერაიას ხვდება