ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ჭელიძის ბრიფინგი:



"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა მშვიდობიანი აქცია, რამაც მოგვიანებით,  შეიძინა ძალადობრივი ხასიათი - აქციის მონაწილეები შეეცადნენ პარლამენტის შენობის შტურმით აღებას, ჯგუფურად თავს დაესხნენ პოლიციელებს და სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით გაუწიეს მათ წინააღმდეგობა.


მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, აქციის დასაშლელად, პოლიცია იძულებული გახდა გამოეყენებინა კანონით განსაზღვრული სპეციალური საშუალებები.


გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებს აქციის დაშლის დროს ცალკეულ სამართალდამცველთა მხრიდან შესაძლო გადაცდომების მოკვლევას.


შესწავლის ფარგლებში, ამ ეტაპზე, 10 სამართალდამცველს, რომელიც მონაწილეობდა აქციის დაშლის ოპერაციაში, უკვე შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.


ამ ეტაპზე,  მათ შორის ორი სამართალდამცველის ქმედებაში გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები. შესაბამისად, აღნიშნული მასალები რეაგირების მიზნით გადაიგზავნება გენერალურ პროკურატურაში.


შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს გამოძიებასთან და  გენერალურ პროკურატურას მიაწოდოს მოკვლევის პროცესში მოპოვებული ყველა მასალა."





მსგავსი სიახლეები
„ერთ სახლში, სხვადასხვა სართულზე ცხოვრობენ ჩემი ძმის და მოკლულის ოჯახები - როგორ უნდა იცხოვრონ ახლა იქ - მერჩივნა ბექა ყოფილიყო მკვდარი“
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
თბილისის ზღვაზე ნაპოვნი ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ბექა კვიციანი დააკავეს
თბილისში, დადიანის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, მის ძმისშვილ ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები" - შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროკურატურა მაკო გომურის განცხადებას პასუხობს
საგამოძიებო სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი მოკლული იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს