ხომ არ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა „უმადური ქართველების“ დასჯა ხელისუფლების „ნაციონალებისთვის“ დაბრუნებით? - საზოგადოების გამოღვიძების დროა!“

ვაჟა ბერიძე: რუსული, „ნაციონალური“ თუ ამერიკული სცენარი:

 

ჩვენ, საზოგადოების უმრავლესობას, რომლებიც ფაქტობრივად ოფსაიდში აღმოვჩნდით, სხვა არაფერი დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ გავიაზროთ, რა ხდება, რათა სწორი პოზიცია დავიკავოთ.

ერთი მხრივ, ცხადია, რომ საქართველოში მოვლენები რუსული სცენარით ვითარდება. რბილი ძალის გამოყენებამ კრემლს არ მისცა საშუალება მისთვის სასურველ კალაპოტში მიემართა პოლიტიკური პროცესები საქართველოში. ახლა როცა უკრაინაში ვითარების კონტურები მეტ–ნაკლებად გამოიკვეთა, კრემლმა საქართველოსთვისაც მოიცალა. მისთვის ცხადია, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაციის გარეშე მეტ და ეფექტურ ჩარევას აქაურ მოვლენებში ვერ შეძლებს. ვერ შეძლებს პრორუსული ძალების როლის და გავლენის გაძლიერებას ქართულ პოლიტიკაში.

მეორე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მშვიდი პოლიტიკური ფონის არსებობის შემთხვევაში ხელისუფლებაშ ვერასდროს დაბრუნდება. საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, მინიმუმ 50%+1 მათი ხელისუფლებაშ მობრუნების კატეგორიული მოწინააღმდეგეა. ეს კარგად იცის „ორი მსახიობის თეატრის“ ერთ–ერთმა აქტორმა მიხეილ სააკაშვილმა. ამ ტაქტიკას ადგას ის ბოლო ორი წლის განმავლობაში. რაც ვერ შეძლო ზუგდიდში არჩევნების მერე, ხელისუფლების ნებისმიერი სერიოზული შეცდომის შემდეგ უნდა გააკეთოს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ახალი სახელდებით „გაერთიანებული ოპიზიცია“, მხოლოდ მაშინ მიიღებს შანსს თუ დესტაბილიზაციის განმსაზღვრელი ფაქტორები უფრო გამოიკვეთება. ამიტომ, ის აძლიერებს პრესინგს და ერთი მეორის მიყოლებით აშვებინებს შეცდომებს მმართველ ძალას. თუ შეძლებს, რომ ეს ზეწოლა იყოს პერმანენტული და აგრესიული, უჩნდება შანსი ჯერ კონსტიტუციური ორგანოები გახადოს ქმედუუნარო, ხოლო შემდეგ ისტერიული ზეწოლა მიმართოს საარჩევნო ადმინისტრაციისკენ – მიაღწიოს თამარ ჟვანიას გადადგომას, უცხოელების ჩართვას არჩევნების ადმინისტრირებაში, რაც არჩევნების გაყალბების შანსს შექმნის, ოღონდ ამჯერად მეორე მიმართულებით. სხვა შემთხვევაში, 50%+1 გადაულახავი წინააღმდეგობა აღმოჩნდება.

მესამე – ის,რაც ხდება, შესაძლოა ამერიკული სცენარიც იყოს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტი, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაცია და საელჩო თბილისში მშვიდი მჭვრეტელის პოზიციას ინარჩუნებს, დიპლომატიური ეტიკეტის შესაბამისად ამბობს, რომ თუ ვინ იქნება ხელისუფლებაში, ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და არ რეაგირებს ანტისახელისუფლო პროტესტებში ამერიკული ფონდების მიერ ფაქტობრივად შექმნილი და წლების განმავლობაში კარგად დაფინანსებული არასამთავრობოების მონაწილეობაზე. ფაქტობრივად ამ დღეებში აქციების სახეებად სწორედ ისინი მოგვევლინენ. ძნელი სათქმელია, ჩაითვალა თუ არა ვაშინგტონში, რომ მეტ–ნაკლებად პროგნოზირებადი ბიძინას ხელისუფლების „ნაციონალებით“ ჩანაცვლებას იქ დროულად მიიჩნევდნენ. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თავად ვაშინგტონში პოლიტელიტა ერთიანი არ არის ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოსთან და სამხრეთ კავკასიასთან მიმართებაში ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პოლიტიკა ბუნდოვანია, რასაც შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნის უსაშველოდ გაჭიანურებაც ადასტურებს. 
როცა სამი ასეთი, თუნდაც არათანაბარი შესაძლებლობების მქონე აქტორის ინტერესები ემთხვევა, ბიძინას მიერ ხელისუფლების შენარჩუნება ერთობ პრობლემატური ჩანს. მით უმეტეს, იმ შეცდომების გათვალისწინებით, რაც „ოცნებამ“ დაუშვა 2012 წლიდან დღემდე (საზოგადოებასთან კონტაქტის სრული გაწყვეტა, პოლიტიკის დეპოლიტიზაციის კურსი, ტექნოკრატებით მართვაზე უშედეგო კონცენტრაცია, „შუის გაკრეფის“ მცდელობა, როცა თითქმის „მთელი შუა“ ნაციონალების ორბიტაზე დაკონცენტრირდა, ეკონომიკური პოლიტიკის ფაქტობრივი არარსებობა, სოციალური პრობლემების გამწვავება და ა.შ. და ა.შ.).

მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა თანდათან სწავლობს პოლიტიკას, თანდათან უღებს ალღოს რეალურ სიტუაციას, მისი მრჩევლებისა და გუნდის(მრჩევლები თუ არსებობენ, არ ვიცით, ხოლო გუნდი ახალბედა, გამოუცდელი პოლიტიკოსებისგან შედგება) ერთობ საეჭვოა მან ამ აბურდული სიტუაციის გონივრულ კალაპოტში მოქცევა შეძლოს.

არაერთგზის აღვნიშნე, რომ სუსტი ხელისუფლება მხოლოდ თავად ხელისუფლების პრობლემა არაა, ის თოთოეული ჩვენგანის, ქართული საზოგადოების პრობლემაა, სუსტი ხელისუფლების წინააღმდეგობებში გახლართვას შეიძლება მოჰყვეს უმართავი პროცესები ქვეყანაში, საიდანაც ქვეყნის „სირიიზაციამდე“ ერთი ნაბიჯია. სირია კი – ეს არის კონფლიქტების სამხედრო დაპირისპირებაში გადაზრდა, საზოგადოების დაყოფა და სამოქალაქო დაპირისპირების ჩამოყალიბება, კონფლიქტში ჩვენი მეზობლების და მსოფლიო პოლიტიკის მთავარი აქტორების ჩართვა, რისი შედეგიც გარდუვლად იქნება – ჰომსი და ალეპო, ქვეყნის დახლეჩა–დანაწილება. ნგრევა და მიგრაციის ნაკადის ეროვნული კატასტროფის მასშტაბებამდე გაზრდა.

ჩვენ კი გვმართებს ბევრი რამის შეფასება. რა თქმა უნდა, ახალგაზრდების, სტუდენტების სამართლიანი პროტესტის მხარდაჭერა, მათი მოთხოვნების შესრულება და თან, შიგადაშიგ ორტეგა ი გასეტის „მასების ამბოხის“ გადაკითხვა, ყველამ ერთად, ჩვენც და პროტესტანტმა სტუდენტებმაც უნდა გავიაზროთ, რომ აპოლიტიკური სტუდენტური ამბოხი არ არსებობს, ადრე თუ გვიან ასეთი ამბოხით რომელიმე პოლიტიკური ძალა სარგებლობს, ყოველთვის არცთუ ქვეყნისთვის მისაღები და სასარგებლო, რასაც ხშირად ქვეყნებისთვის ერთობ არასახარბიელო შედეგები მოჰყვება ხოლმე.

ხომ არ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა „უმადური ქართველების“ დასჯა ხელისუფლების „ნაციონალებისთვის“ დაბრუნებით?

ედუარდ შევარდნაძემ, როცა ბიუჯეტი ვერ შეავსო და ეროვნულ თანხმობას ვერ მიაღწია, მთავრობის სხდომაზე უთხრა არგამხდელ ბიზნესმენებს – გადაიხადეთ ბიუჯეტში გადასახდელი, თორემ მიხეილ სააკაშვილს დაგიტოვებთ მმართველადო, თქვა და გააკეთა. ხომ არ თვლის ბიძინაც, რომ ქართველებმა მის მიერ გაკეთებული ამდენი სიკეთე ვერ დავინახეთ და ხომ არ ცდილობს სააკაშვილის ხელისუფლებაში მობრუნებით დასაჯოს საქართველო? სულო ცოდვილო და მისი დაყოვნება გადაწყვეტილებების მიღებისას, არაადეკვატურობა და გადადგმული ნაბიჯები სწორედ ასეთი ფიქრის საშუალებას გვაძლევს. მიიღებს რა ხელშეუხებლობის გარანტიებს ამერიკელებისგან, ხელს უწყობს და კიდევ უფრო შეუწყობს „ნაციონალების“ მობრუნებას ხელისუფლებაში, ამით ვაშინგტონსაც აამებს და კრემლსაც მოიმადლიერებს, რამეთუ კრემლმა საქართველოს მმართველებიდან სააკაშვილით იხეირა ყველაზე მეტად – საქართველოდან რის ვაი–ვაგლახით გაყვანილი სამხედრო ბაზები შემოაბრუნა აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში და 2008 წლის ემბარგოთი გვარიანად აზარალა ქვეყანა. რომ არა დასავლეთის მიერ მოწვდილი 5 მილიარდი, საქართველოს სახელმწიფო ჩამოიშლებოდა.

დღეს ფიქრობს ვინმე შესაძლო პერსპექტივაზე? ცხადი გახდა, რომ ტურიზმის სექტორს 2 მილიარდამდე შესაძლოა დააკლდეს. ამას დაემატება ფაქტობრივად ღვინის ექსპორტის ჩაკეტვა რუსეთში, ქართული ციტრუსისთვის, ხილისთვის, მწვალისთვის იქაური ბაზრის დაკეტვა და ჩვენ რა უნდა მოვიმოქმედოთ? მზად ვართ, რომ ერთიან სამხედრო ბანაკად ვაქციოთ საქართველო და იარაღით ხელში ვებრძოლოთ ოკუპანტს?

პოლიტიკოსებო, საკუთარ პერსპექტივასთან ერთად ქვეყნის პერსპექტივაზეც დაფიქრდით.

და ეს ყველაფერი მოჰყვა საქართველოში ნატოს წვრთენბის გახშირებას, ანაკლიის პორტის თემას.

ჩვენ ვერ ვიტყვით უარს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რადგან იგი საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის ერთადერთი გარანტიაა. მაგრამ იქნებ შევწყვიტოთ ბრიყვული და გაქირი პოზიცია, რომ არ დაველაპარაკებით რუსეთს. დიახ, ამ დიალოგისას ის შეეცდება ჩვენზე ზეწოლას, ჩვენს დაჩაგვრას, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა ქვიშაში თავჩარგული სირაქლემას სვე–ბედი.

ვფიქრობ, საზოგადოების გამოღვიძების დროა, ნუ დავაგდებთ ქვეყნის ბედს გულწრფელი, პატრიოტი, მაგრამ გამოუცდელი სტუდენტებისა და საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი პოლიტიკური ისტებლიშმენტის ამარა.

ვინანებთ!





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადება
„კონსერვატორები“ არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ"
"იმედგაცრუება მხოლოდ მე და ჩემს კოლეგებს არ გვეხება, იმედგაცრუება არის მოდებული ბევრად უფრო ფართოდ" - თამარ ჩუგოშვილი
„პარტიების "ლიდერები" იმ ჭურჭლის პონტში არიან, სუფრებზე მარტო მაშინ რომ გამოაქვთ, როცა ვინმე დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავი ეწვევა“
„შეიძლება, თავისუფლად შეიძლება, გაერთიანდე ბიძინას წინააღმდეგ, მაგრამ არ შეიძლება გაერთიანდე იმათთან, ვისთან ერთად დგომაც ქვეყნის წინააღმდეგ დგომას ნიშნავს“
„თუ მიზანი არის გამოსავლის პოვნა, ეს გამოსავალი აუცილებლად მოინახება! ხოლო თუ მიზანი არის დესტრუქცია - ასეც მოხდება!
„თითო პარტიაში რომ ორნახევარი კაცი გყავთ, ეგეთი "პარტიები" ხართ - "ლიდერი და ლიდერის ბიძაშვილები" - ჰოდა, წადით, მოფსით და დაიძინეთ! „უპრეცედენტო ერთობა" არა, ნივრის წნილი“
პარლამენტის წინ, რუსთაველზე კარვები გაშალეს - კარვებში აქციის მონაწილეები იცხოვრებენ
„მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", თავი დაანებოს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ჩვენი მიკერების მცდელობას სააკაშვილთან თუ ბოკერიასთან - ჩვენ ვიკრიბებით 17 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე“
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციას საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ
„გაგვაგებინეთ, ამ სახელმწიფოს ოლიგარქს აძლევთ?! გამოდით ქუჩაში, ამ დროს სახლში რა გინდათ - მინდა ვუთხრა ე.წ. "ქართულ ოცნებას" - თბილისურად, გაგხევთ ნაკერავზე“
„რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არაა - იმისათვის, რომ ქვეყანა სტაბილურად ვითარდებოდეს, მნიშვნელოვანია, არჩევნები სათანადო ვადებში ტარდებოდეს“
პარლამენტში, დახურულ კარს მიღმა, პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი უმრავლესობიდან დღეს წასულ დეპუტატებს ხვდება
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს
თამარ ჩუგოშვილმა და რამდენიმე დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა
პარლამენტმა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები კენჭისყრაზე ჩააგდო
„ყველა მაჟორიტარი, ვინც ბუნტში მონაწილეობს, შანტაჟით მოითხოვს და მიიღებს კიდეც იმას, რაზეც სხვა შემთხვევაში ვერც კი იოცნებებდა - გაუვათ თუ არა მაჟორიტარებს ბიძინას შანტაჟი?“
„ახლა რომ იხევით შუაზე, ეგ იმას ნიშნავს - აქამდე როგორც მათრევდით, ისე მინდა რომ მათრიოთო! და არაა ეგ სწორი, ბიძიკო, არა!“
"ქართული ოცნების" ოფისში პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უმრავლესობის დეპუტატ დაჩი ბერაიას ხვდება