„საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მოუწოდებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ“

საქართველოს პირველი არხი ცალკეულ პროვოკაციულ მოწოდებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

 

პირველი არხის თანამშრომლები შეშფოთებულები ვართ პოლიტიკურ ჯგუფებთან აფილირებული თუ კონკრეტული პოლიტიკური ინტერესის მქონე ადამიანების მიერ გაკეთებული მოწოდებების გამო, რასაც ამ ისედაც დაძაბულ პერიოდში შეიძლება გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს. საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე და ცნობილი კინომცოდნე გოგი გვახარია აქციის მონაწილე ახალგაზრდებს ფაქტობრივად მოუწოდებენ და აქეზებენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელში ჩაგდებისაკენ. სხვა დროს ამგვარი განცხადებები დარჩებოდა ჩვეულებრივ უპასუხისმგებლო გამოხატვის თავისუფლებად, რომელიც დიდ ყურადღებას არ იმსახურებს, მაგრამ არსებულ დაძაბულ ნერვულ ფონზე საზოგადოებაში, მსგავს პროვოკაციულ განცხადებებს შეიძლება გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვეს.

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა კონსტიტუციით არის გარანტირებული, თუმცა, ამჯერად საზოგადოების ყურადღება გვინდა მივაპყროთ საკითხის მორალურ მხარეს – სამშობლოსთვის გულანთებული ახალგაზრდების ემოციებით მანიპულირება და მათი წაქეზება ჟურნალისტების წინააღმდეგ, რომლებიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში ასრულებენ საკუთარ პროფესიულ მოვალეობას, ნამდვილად ვერ ჩაითვლება ღირსეულ საქციელად. დაბეჯითებით მოვუწოდებთ ყველა ეგზალტირებულ თუ პოლიტიკური ინტერესების მქონე მოქალაქეს, ნუ ეცდება საკუთარი მიზნების მიღწევას, სხვისი უფლებების შელახვის ხარჯზე.

 

სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ გავრცელდა ნიკოლოზ ვაშაკიძისა და გოგი გვახარიას მოწოდებები საქართველოს პირველ არხთან დაკავშირებით. კერძოდ, ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც 2000-2012 წლებში იყო საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა მინისტრისა და თავდაცვის მინისტრის მოადგილე, „ფეისბუქის“ გვერდზე სტატუსს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდებს მიმართავს, რომ „ახლა არის საუკეთესო მომენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის საზოგადოების ხელში გადაცემის მოთხოვნის“. ასეთივე მოწოდებას აკეთებს კინომცოდნე, გოგი გვახარია, რომელმაც ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებლის პოსტზე დაწერა: „საზმაუწყებელთან რატომ არ მიდიხართ? ხომ იცი, ყველა ხელისუფლება მანდედან იცვლებოდა“.





მსგავსი სიახლეები
„რ-2 და ნაცმოძრაობა თავფეხიანად გადაეშვა ევროპის ლანძღვის მორევში - რასაც ესენი და მათი ლიდერი გაეკარნენ, ყველგან რუსული საქმე აკეთეს“
„გადახედეთ ბოლო თვეების მოვლენებს, რუსთაველზე და ტელესივრცეში გამოფენილ, ეროვნულობის მანტიაში გახვეულ ჭუჭყიან საცვალს და იქნებ მიხვდეთ, ვის ინტერესებშია, დასავლეთს როგორმე დაუმტკიცოს, რომ....“
„რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლის საკითხი დახურულ თათბირზე გადაწყდა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილთან ერთად, ირაკლი ოქრუაშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ვანო მერაბიშვილი ესწრებოდნენ - ოქრუაშვილის სკანდალური ჩვენება
„ირაკლი ოქრუაშვილმა, სანამ ლაპარაკს დაიწყებს, უნდა ახსნას, როგორ ასესხა ქიბარ ხალვაშს, წარმატებულ ბიზნესმენს, ჩინოვნიკმა შვიდი მილიონი დოლარი მაშინ, როცა მაღალი თანამდებობის პირი იყო“
„ ოქრუაშვილი პირდაპირ ამ ინტერვიუს მერე უნდა წასულიყო ციხეში, ტიპმა აღიარა, რას აკეთებდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს“
„ეს ტელევიზია მართლა იყო ირაკლი ოქრუაშვილის, უბრალოდ, ის ამას ვერ დაწერდა და ყველაზე ახლო მეგობარს, ბიზნესპარტნიორ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა“
„იმავე დღეს შეხვდა გიორგი არველაძე და უთხრა, ტელევიზია უნდა გადმოგვაბაროო, რაზეც ქიბარმა სასტიკი უარი უთხრა - არველაძემ გამოუცხადა, მაშინ პრეზიდენტი დაგელპარაკება ამ თემაზეო“
„ნაციონალური მოძრაობა, რომელმაც 20 ივნისს ყველა "წითელი ხაზი" გადალახა, მმართველმა პარტიამ პოლიტიკურად სრულიად ადეკვატურად შეაფასა როგორც - მტრული ძალა“
ჟურნალისტის კითხვაზე, საიდან ჰქონდა მას თანხა, რომელიც ქიბარ ხალვაშს ასესხა, ოქრუაშვილმა უპასუხა: „ბებიათქვენმა დამიტოვა“
„მოიქეცით როგორც გენებოთ, მაგრამ დასავლეთის სახელით ბინძური პოლიტიკური თამაშის საშუალება აღარ მოგეცემათ“ - მესიჯი ქართულ ოპოზიციას სტრასბურგიდან
„ახლა ოქრუაშვილი უპირისპირდება “ქართულ ოცნებას”, თავის მეგობარს, ვინც გირაო გადაუხადა და იცავს ნიკა გვარამიას და მიხეილ სააკაშვილს - მსგავსი ამორალური ადამიანები როგორ ჩნდებიან საერთოდ?“
„სასამართლო გადაწყვეტილება აღსრულდეს სამართლიანად, აპოლიტიკურად და რომ უზრუნველყოფილ იქნას მედიაში მოსაზრებათა სიმრავლის შესაძლებლობა“
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩვენ არ გვქონდა სამართლებრივი სახელმწიფო"
IRI მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, გამოკითხულთა უმეტესობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მომხრეა
„მოსკოვს სურს იყოს ქართველი ხალხის მეგობარი“
„ევროპამ, საქართველოსთვის უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო“
„რუსთავი 2“ - ში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი გრიგოლ ვაშაძე მივიდა
"საქართველო 21-ე საუკუნეში აუცილებლად იქნება ერთიანი, ძლიერი ქვეყანა და ამის გარანტია ჩვენი ეროვნული იდეა - განათლება"
„გაბუნიას სპეცოპერაცია საინფორმაციო ომის სასწავლებელ სახელმძღვანელოებში უნდა შევიდეს იმის საჩვენებლად, როგორ შეიძლება 2-მა წუთმა პოლიტიკური გარემო შეცვალოს“
„დღეს შეკვეთა აღარ არის იმ ჯგუფებზე, რომლებიც ემსახურებიან რევოლუციას - „ნაცმოძრაობას“ ყავლი მალე გაუვიდოდა, მაგრამ ამ ბოლო აქციით თვითონ დააჩქარეს პროცესი“