ყაზბეგში ადგილობრივებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რათა ფესტივალი არ გაუქმდეს, - ამის შესახებ ყაზბეგში მუსიკალური ფესტივალის ორგანიზატორის „Mountain Set“-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ორგანიზატორები ყაზბეგში მომხდარ ინციდენტებს ეხმაურებიან. „Mountain Set“-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას.

 

„ვიზიტორების და ზოგადად ფესტივალის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კომპრომისზე წავედით ადგილობრივ მოსახლეობასთან და ადგილობრივი პოლიციასთან და მერთან შეთანხმებით ფესტივალი სტეფანწმინდიდან გადავიტანეთ ბიდარაში, რაც დასახლებული პუნქტიდან არის დიდი მანძილით დაშორებული. თუმცა შედეგი მაინც არ გამოიღო და სამწუხარო ფაქტის წინაშე მაინც აღმოვჩნდით.

 

გუშინ დილით ყაზბეგის ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ფესტივალის ტერიტორია დაარბიეს. ვანდალური აქტის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და დაშავებულია სტაფის რამდენიმე წევრი.

 

მიუხედავად იმისა რომ ზარალი ძალიან დიდია ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს. ფესტივალი არ გახლავთ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული და მთლიანად ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელებულია ორგანიზატორების მიერ.

 

ფესტივალი, რომელიც ყველა კანონის დაცვით და ყველა შესაბამის სახელმწიფო ორგანოსთან შეთანხმებითაა ორგანიზებული არ შეიძლება ჩაიშალოს ადამიანების გარკვეული ჯგუფის პირადი, არაჯანსაღი და დამამცირებელი აზრის გამო.

 

სამწუხაროდ აქ არ ცნობენ, პატივს არ სცემენ, არ აღიარებენ სახელმწიფო ინსტიტუციებს. შესაბამისად, სამართლებრივ სახელმწიფოზე და კანონის უზენაესობაზე საუბარი ზედმეტია.

 

ვთვლით, რომ მომხდარი ფაქტი საფრთხეს უქმნის და აზიანებს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ ფესტივალს, არამედ ქვეყნის იმიჯს, სერიოზულ დარტყმას აყენებს ტურიზმს და ლახავს თითოეული მოქალაქის უფლებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამასთან „Mountain Set“-ში აღნიშნავენ, რომ დღეს საღამოს გამოცხადდება ფესტივალის ახალ ლოკაცია და სრული ინფორმაცია.

 

„ჩვენ ყველას თქვენი თანადგომა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს! არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ!“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 





მსგავსი სიახლეები
თემაზე, - "ვაზის დაცვის თანამედროვე ტექნოლოგია" - პრეზენტაცია გაიმართა
„საკმარისი ძალაა ქვეყნის “ამოსატრიალებლად“, აბა არა?“
მოძრაობა"შეცვალეს" წევრების აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დასრულდა
„გვახსოვდეს, დღეს სამოქალაქო დაპირისპირება მხოლოდ დამპყრობლისა და ჩვენი საძაგელი მტრის ინტერესებშია და მის ოცნებას წარმოადგენს - რომლისგანაც გვიხსნას უფალმა, ამინ!"
თბი­ლი­სის მე­რის, კახა კა­ლა­ძის მტკი­ცე­ბით, შუა თითი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის­თვის არ უჩ­ვე­ნე­ბია
"კულტურის სამინისტრო ცალკე უნდა არსებობდეს" - მიხეილ ჩხენკელი
საქართველო დემოკრატიის გზაზე - ადგილზე სიარული
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა“
პატრიარქმა "მიყვარხარ საქართველო" სამჯერ გაიმეორა
ტერიტორიის ტურისტული უსაფრთხოება
თბილისის მერია დამატებით კიდევ 100 ერთეულ ავტობუსს შეისყიდის
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნა
მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია - 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა
ჰომოსექსუალური რევოლუციის მანიფესტი - ოჯახი, ეს სიცრუის, ღალატის, უძლურების, პირმოთნეობისა და სისასტიკის სანერგე, გაუქმდება!“
"დაკრძალეს ის ბიჭი წესის აგების გარეშე - რომელი ჯოჯოხეთის გეშინიათ? ჯოჯოხეთში ხართ და ცხოვრობთ უკვე დიდი ხანია"
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მოქალაქე მივიდა და მაკრატლით თმა შეიჭრა - მან პატრიარქის შურაცხყოფა გააპროტესტა
ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყანაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
თინა კან­დე­ლაკ­მა და­ბა­დე­ბის დღე სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­და­ი­ხა­და
"ადამიანებო, განსაკუთრებით შვილებო, ერთი წამით არ დაიჯეროთ ის ბინძური ტყუილები, რასაც ტელევიზიით ცაავები და გაბუნიები საუბრობენ!
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის 173 სტუდენტი პატრიარქის მხარდამჭერ წერილს აქვეყნებს