"XXI საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები"

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც ასამბლეაში რუსეთის დაბრუნების საკითხზე მსჯელობდნენ, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. 

 

„მე მესმის დებატების მონაწილეთა მიერ წარმოდგენილი არგუმენტების, თუმცა მინდა, გთხოვოთ თქვენ, ძვირფასო კოლეგებო, შეხედოთ ამ საკითხებს იმ ქვეყნების გადმოსახედიდან, რომლებიც დღემდე იტანჯებიან რუსეთის ზეწოლისა და აგრესიის გამო. ჩვენ წარმოვადგენთ აქ საზოგადოებას და სწორედ ამიტომ ჩვენ ვზრუნავთ იმ ადამიანების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, რომლებიც ათეულობით წელია, ცხოვრობენ უკანონო ოკუპაციის პირობებში. ჩვენ მოვისმინეთ როგორ ეყრდნობა ჩვენი რამდენიმე კოლეგა ზოგიერთ ისტორიულ ფაქტსა და ეპიზოდს, თუმცა დღეს, 21-ე საუკუნეში ჩვენი ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია, ოჯახები გაყოფილია მავთულხლართებით, ადამიანებს წართმეული აქვთ ფუნდამენტური უფლებები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა, ასი ათასობით დევნილი კი დღემდე ელოდება სახლებში დაბრუნებას", – აღნიშნა სოფიო ქაცარავამ.

 

მისი თქმით, რუსეთს ოდესმე რაიმე რეკომენდაციის ან საერთაშორისო ვალდებულების შესრულება რომ მონდომებოდა, დავინახავდით მცირე პროგრესს მაინც, თუმცა, ამას საერთოდ ვერ ვხედავთ.

 

„ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ საკმარისად ვისაუბრეთ რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმებების, რეზოლუციების, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობის დარღვევებზე, ოკუპაციასა და ანექსიაზე. გთხოვთ, ნუ უგულებელყოფთ ამ ყველაფერს განსჯისა და გადაწყვეტილების მიღებისას, რადგან ჩვენ ყველას გვინდა უსაფრთხოება ევროპაში", – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.





მსგავსი სიახლეები
„მიდგომა - მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“ - ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი საარჩევნო სისტემის არჩევასთან დაკავშირებით
„მიდგომა - მოდით ვკითხოთ ხალხს, ბუნებრივია, არ შეიძლება იყოს წინააღმდეგობრივი ჩვენ აზრთან“ - ჩატარდება თუ არა რეფერენდუმი საარჩევნო სისტემის არჩევასთან დაკავშირებით
„ნაციონალურ მოძრაობას“ გამარჯვებისა და სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოყვანის შანსი არ აქვს"
"მინდა ქართველებს ვუთხრა, ძალიან მკაცრები ვიქნებით და თავშესაფარს შევთავაზებთ მხოლოდ მათ, ვინც ამას იმსახურებს"
"მინდა თანამოქალაქეებს ვუთხრა, რომ სიმშვიდე იქნება, არავის მივცემთ იმის შესაძლებლობას, ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია"
„ოპოზიციას რომ ჰკითხო, საქართველო საერთაშორისო რადარებიდან გაქრა, არა და გუშინ აშშ-ში ხელი მოეწერა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ახალ ჩარჩო-ხელშეკრულებას“
ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა
მთავრობის ადმინისტრაციასთან დაპირისპირებაა
„ბევრჯერ მოუწევთ ჩვენი დაშლა, მათ შორის, სპეცრაზმის გამოყენებით - ბევრ ჩვენგანს დაიჭერენ კიდეც, ჯერ 2-კვირიან სასჯელებს მისცემენ, მერე მოუმატებენ“
„პროპორციული „არჩევნების გაუქმებით ყველა პარტია პარლამენტს გარეთ რჩება, გარდა ოცნებისა, ნაცებისა და ბოკერიასი - მომავალ პარლამენტში მივიღებთ კვლავ ნაც-ქოცებს, რაც აწყობთ მხოლოდ ნაცებსა და ქოცებს!“
"ერთადერთი, ვისთანაც ფრაქციის შექმნაზე მოლაპარაკებები გვაქვს, ის ადამიანები არიან, რომლებმაც უმრავლესობა კენჭისყრის შედეგებიდან გამომდინარე დატოვეს"
„ჩუგოშვილის მამა ხომ ხაზარაძის ბიზნესების დირექტორია, კვირიკაშვილი კი ხაზარაძის ძმაკაცი - მაშინ პრემიერი იყო და ასე მოხვდა სიაში!“
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია, შესაძლოა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნოს
„ჩემი პირადი სურვილია ფრაქციად ჩამოყალიბება, რამდენიმეს გვაქვს გადაწყვეტილი, ერთად გავაგრძელოთ საქმიანობა, თუმცა ეს ჯერ საკმარისი რაოდენობა არ არის“
„ჩვენ პოლიტ-ოპონენტების არავითარი ვალი არ გვაქვს, არავითარი უკანონობა არ მომხდარა - მხოლოდ ხალხს, ამომრჩეველს შეუძლია მოგვედაოს, რომ ვთქვით და ვერ შევძელით გაკეთება“
„ამ ბაქრაძეს ხაშლამასავით პირველ ადგილზე რომ ჩადგამენ ბოლო 10 წელია - არადა, ტიპს მარტო კარფურის მოლარეები ცნობენ, ტეხავს“
24 ნოემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან - ორშაბათს პარლამენტის პიკეტირება იგეგმება
IRI-ის კვლევის მიხედვით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 23% ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობას“ - 15%
„ახლა მიშა სკაიპით სუყველაფერს აგინებს ვაშაძეს, ბოკერიას, უგულავას და სხვა მონებს - “ისე როგორ დააშლევინეთ მიტინგი, რომ ერთი კაციც ვერ გაალახინეთ, თქვენი სუყველაფერი...თქვე ს..ბოო!”
მოძრაობა "სირცხვილიას" ლიდერების გადაწყვეტილებამ, რომ აქცია დღეს დასრულებულიყო და პროტესტი ხვალ გაეგრძელებინათ, აქციის მონაწილეების ნაწილში პროტესტი გამოიწვია