„კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი - გამოაცხადეს, რომ დააკავებენ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას - დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის“

ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. დამიჯერეთ, ეს ბოლო დაკავება არ არის, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ პარლამენტის შენობასთან გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე განაცხადა. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, „განწირული ხელისუფლებისთვის“ მნიშვნელოვანია ყურადღების გადატანა ძიძგილაობასა და დაპირისპირებებზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ. გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადებითვე, დაანონსებულ დაკავებას არაფერი აქვს საერთო სამართალთან და ის მთლიანად ასახავს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ შურისძიებას.

 

„იმის მაგივრად, რომ სამოქალაქო საზოგადოებასთან დაეწყო პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი, ამ კოლაბორაციულმა ხელისუფლებამ დაიწყო ბოლშევიკური ტერორი. უკვე გამოაცხადეს, რომ დააკავებენ არა "გაერთიანებული ოპოზიციის", არამედ კონსოლიდირებული ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, ნიკა მელიას. დამიჯერეთ ეს ბოლო დაკავება არ არის, ამას კიდევ ბევრი სხვა დაკავება მოჰყვება. ახლა განწირული ხელისუფლებისთვის, მთავარია ყურადღების გადატანა ძიძგილაობაზე, დაპირისპირებაზე, ერთმანეთის თავპირის მტვრევაზე და არა სასამართლო პროცესზე, სადაც უდანაშაულო ხალხს გაასამართლებენ ინისთვის, რომ საქართველოს მოქალაქის პროტესტს შეუერთდნენ. ნიკა მელიას ქმედებებში არ იყო არანაირი დანაშაული, მის ქმედებებში არ იყო არაფერი, რაც ეწინააღმდეგებოდა მის სტატუსს, როგორც პარლამენტის წევრის. ადამიანმა ერთი, რაც თქვა იყო, რომ საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება შევიდეს ამ შენობაში, რომელსაც ვინახავთ ჩვენი ფულით“, - განაცხადა ვაშაძემ.

 

პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ საგანგებო პრესკონფერენციას ესწრებოდნენ როგორც გაერთიანებულ ოპოზიციაში შემავალი, ისე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები.





მსგავსი სიახლეები
თბილისის ზღვაზე მოკლული მამაკაცი ემზარ კვიციანის ძმისშვილის მეგობარია, მის ძმისშვილ ბექა კვიციანს კი ამ დრომდე ეძებენ
პროკურატურამ ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე კუდ-ის ორი ყოფილი მაღალჩინოსანი დააკავა
არასრულწლოვანი შვილების ტრეფიკინგის ბრალდებით დედა დააკავეს
საქართველოს პროკურატურამ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე მაკო გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი დაზარალებულად ცნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მასწავლებელი გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას და მასთან ერთად დაკავებულ სამ პირს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
ანა სუბელიანის დაშავების ფაქტზე დაკავებულ შალვა შევარდნაძეს პროკურატურამ ბრალი წაუყენა
ოჯახში ძალადობისთვის ბრალდებულს წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ირაკლი კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ბრალდება, რასაც ამ ეტაპზე გაეცნო, ვარაუდებზეა დამყარებული
კინოთეატრ „ამირანთან“ აქციაზე დაკავებულებს შორის სასულიერო პირიცაა
ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია და ფოთის მერიის თანამშრომელი ნიკა გრიგოლია პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
"მოვუწოდებთ ყველას, დაიცვან კანონის მოთხოვნები" - შინაგან საქმეთა სამინისტრო
პროკურატურა მაკო გომურის განცხადებას პასუხობს
საგამოძიებო სამსახურმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინსპექტორი დააკავა
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არბოშიკში 61 წლის ქალი მოკლული იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება, შესაძლოა, შეწყდეს
თბილისის საქალაქო სასამართლომ გია უდესიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ზაზა გუგავას 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
სიმთვრალეზე ერთი წლის განმავლობაში ორჯერ დაჯარიმებული მძღოლის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა შემოდის