„18 წლის გოგონამ, რომელიც ჩემი შვილის თანატოლია, აქციაზე თვალი დაკარგა - არ აქვს მნიშვნელობა, მას დაემართებოდა, თუ ჩემ შვილს, მე იგივე ტკივილი განვიცადე და მინდა მას ბოდიში მოვუხადო“

თბილისის საკრებულოს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა ლევან ჯაფარიძემ ბოლო დღეებში თბილისში მიმდინარე აქციებზე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, უნდა დაისაჯოს ის პოლიციელი, რომელიც ხელებაწეულ ადამიანს ესროდა; უნდა დაისაჯონ მომიტინგეები, რომლებიც რკინებს ურტყამდნენ სამართალდამცავებს, ასევე უნდა დადგეს იმ პოლიტიკოსების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც პროვოცირება გაუკეთა ძალადობრივ მოვლენებს და ხალხს პარლამენტის შტურმით აღებისკენ მოუწოდებდა.

 

,,გიორგი გახარია კი არ უნდა გადადგეს, უნდა დარჩეს თანამდებობაზე, გამოძიება ბოლომდე მიიყვანოს და ადეკვატური პასუხი გასცეს ამ გამოწვევებს'', - განაცხადა ჯაფარიძემ. მისი თქმით, რა თქმა უნდა, აღმაშფოთებელია პოლიციელის მხრიდან ხელებაწეული კაცისთვის სროლა და ამ ფაქტს არანაირი გამართლება არ აქვს.

 

„ამ დარბაზში ვსხედვართ ის ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს, აქციებში ვმონაწილეობდით და არაერთხელ გვიწვნევია საკუთარ თავზე და ზურგზე წინა რეჟიმის სისასტიკე. 20 ივნისს, 18 წლის გოგონამ, რომელიც ჩემი შვილის თანატოლია, აქციაზე თვალი დაკარგა. არ აქვს მნიშვნელობა ეს მას დაემართებოდა, თუ ჩემ შვილს, მე იგივე ტკივილი განვიცადე და მე მას მინდა ბოდიში მოვუხადო. მას და აქციაზე დაშავებულ ყველა ადამიანს“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

 

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.





მსგავსი სიახლეები
„რუსთავი-2-ის ტოპ ჟურნალისტებიდან რომელიმეს თუ ეყოფა პატიოსნება, გამბედაობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გამოვიდეს ეთერში და თქვას“
დაცლილი სოფლები და ქალაქები - სკოლების სია, სადაც 2019-2020 სასწავლო წლისთვის არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა
“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“
„ქართველი ხალხის სირცხვილია, სადაც აქციას უძღვებოდნენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, ამ წმინდა ადგილს დღეს ესენი აბინძურებენ“
ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა
„ავლიპ ზურაბაშვილის გაცოცხლებას არ გთხოვთ, მაგრამ ხომ შეგიძლიათ, ერთი დიდი შენობა ააშენოთ, დადგათ ერთი დიდი სამოვარი, სადაც "ნაციონალები" სამეგრელოს ნაცვლად აადუღებენ ჩაის და ისაუბრებენ რევოლუციაზე“
„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“
„ზაზა ოქუაშვილმა ნიკა გვარამიას თავის გუნდით შესთავაზა „იბერიაში“ მუშაობა და ლონდონში მიიპატიჟა მოლაპარაკებებზე“
ამერიკული „ნიუს კორპი“ რუსთავი-2-ის მფლობელებს 2004 წელს 10 მილიონ დოლარს სთავაზობდა - გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ნიუს კორპის“ უკან ბადრი პატარკაციშვილი იდგა
„ალყაშემორტყმულ ციხე-სიმაგრეს იცავდით 7 წელი და იმდენი დრო გავიდა დაგვავიწყდა, რომ ის შეიძლება დაცემულიყო - დაეცა მწარედ და ცინიკურად“
„სააკაშვილ-გვარამიას ზონდერებს კისრებზე აქლემის ტყავისგან დამზადებული წყალში დამბალი საყელოები გაუკეთეს და მზეზე დასვეს - ახლა ის ტყავი ნელ-ნელა გაშრება და კისერში წაუჭერს“
მაშველებმა ომალოში ამერიკის ოთხი მოქალაქე გადაარჩინეს
„კამოც კი, ამათთან შედარებით, "სპეტაკი" კომუნისტია! ფუუფ და ვააჰ!“
პაატა სალია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ჟურნალისტი ნათია ლაზაშვილი გახდეს
„და აი, ისინიც... ავტორიტეტულნი, გავლენიანნი, მოუსყიდავნი, გაუყიდავნი, მიუკერძოებელნი, ობიექტურნი და რაც მთავარია, დიდი მამულიშვილნი, რომელთაც აქვთ არნახული ნდობა“
„ჩააცვით ის ადიდასი, მერე ზემოდან პატიმრის „პალასატი“ გადააცვით და ფსიქიატრიულ ექსპერტიზას მოითხოვს - გიჟის პიჟამო მეკუთვნისო“
ნიკა გვარამიამ “რუსთავი 2”-ის ანგარიშზე არაფერი დატოვა
„ბიჭო ნოდარა, სძინავს მაგას ყველაფერს ჩემში და ნუ გააღვიძებ, შენ შემოგევლე“
„თქვენ მართლა ხომ არ გგონიათ თქვენით იწყება და მთავრდება საქართველო და საქართველოსთვის ბრძოლა?“
„ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დაგვხვდა არხზე, არის ძალიან ცუდი“