რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს

“ერთ კვირიანი უწყვეტი საპროტესტო აქციის საპასუხოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტში მისვლა და 20- 21 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებზე სიტყვით გამოსვლა მოითხოვა. მინისტრი გახარია პარლამენტში პლენარულ სესიაზე გამოსვლას ითხოვს. მან საკანონმდებლო ორგანოს წერილობით მიმართა. ის პარლამენტში პარასკევს მივა და მმართველ გუნდში სრული თანხმობაა იმაზე, რომ მას სიტყვით გამოსვლის უფლება უნდა მიეცეს. შს მინისტრს სურს 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებზე ილაპარაკოს. შსს პრესსამსახური ავრცელებს გიორგი გახარიას პარლამენტისთვის გაგზავნილი წერილის შინაარსს: „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლის საფუძველზე, მოგმართავთ თხოვნით, კომპეტენციის ფარგლებში, წარვსდგე პარლამენტის პლენალურ სხდომაზე, 2019 წლის 20-21 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პატივისცემით, გ. გახარია“, - წერს მინისტრი”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რითი გადაფარავს გახარია 20 ივნისის ღამეს

 

"მმართველი გუნდისგან განსხვავებით, ოპოზიცია გახარიას პარლამენტში მისვლის კატეგორიული წინააღმდეგია. უფრო მეტიც „ნაცინალური მოძრაობის“ წევრი და დეპუტატი რომან გოცირიძე ამბობს, რომ მინისტრს პარლამენტში შესვლის უფლებას არ მისცემს. თავის მხრივ სოციალურ ქსელში აქტიურად მიდის იმაზე საუბარი, რომ პარასკევს პარლამენტთან გახარიას მომხრეები მივიდნენ და მინისტრის თანამდებობაზე დარჩენა მოითხოვონ. რა ჩაიფიქრა გიორგი გახარიამ და რის თქმას აპირებს ის? აქვს იმის კონკრეტული მასალები და მტკიცებულებები, რომ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და პარლამენტში შეჭრა იგეგმებოდა? ანალიტიკოსები „რეზონანსთან“ ამბობენ, რომ გიორგი გახარიამ რაც არ უნდა თქვას, მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წერიგიდან არ მოიხსნება. პირიქით, მისმა გამოსვლამ საზოგადოება შესაძლოა კიდევ უფრო გააღიზიანოს. მათი აზრით, „ოცნება“ დროს რაც უფრო გაწელავს, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. ხელისუფლება საზოგადოებასთან ახლა ვაჭრობის ფრომატშია, რაც მას კიდევ უფრო აზიანებს, რადგანაც სასწრაფო და ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პარალმენტში მისვლას შედეგის თვალსაზრისით ფასი არ ექნება. მისი აზრით, გახარიამ გამოსვლის დროს რაც არ უნდა თქვას და რა მტკიცებულებებიც არ უნდა აჩვენოს, პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაული ვერ გამართლდება და მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან ვერ მოიხსნება. ლაგაზიძის აზრით, „ქართული ოცნების“ ქმედებები დროში გაწელილია, რომელიც სიტუაციას კიდევ უფრო ძაბავს და ართულებს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მმართველ გუნდს ქმედითი ნაბიჯები 20 ივნისვე რომ გადაედგა, სიტუაცია ამ დონემდე არ გართულდებოდა. „20 ივნისის ღამით განვითარებულ მოვლენებს და პოლიციის ქმედებას ორ ნაწილად დავყოფ. პირველი - არავინ დაობს იმაზე, რომ გარკვეული პროვოკაცია იყო და ხალხის ტალღის შეჩერება, რომლებიც პარლამენტში შეჭრას აპირებდნენ, აუცილებელი იყო. პირველი მოქმედება რაც პოლიციამ დაიწყო და დაშალა აქცია, სრულიად ადეკვატური და გამართლებული იყო. „თუმცა, მეორე ნაწილი, როდესაც ახალგაზრდებს ქუჩებში და სადარბაზოებში სანადიროდ დასდევდნენ, უკვე ძალის გადამეტებაა და ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გახარიამ უნდა აიღოს. მთელი ხუთი საათი, დილამდე, როდესაც ის ამას უყურებდა და ხედავდა, რომ ახალგაზრდებზე სპეცრაზმი პირდაპირ ნადირობდა, არ უნდა შეეჩერებინა? რა გააკეთა იმისთვის, რომ ბავშვების დასახიჩრება თავიდან აგვეცილებინა? „მისი პარლამენტში მისვლა არაფრის მომცემი არ იქნება. კი, ბატონო, გამოვიდეს და რაც უნდა ის ისაუბროს, მინისტრია, მაგრამ რა უნდა თქვას ისეთი, რომ „ოცნების“ ასეთი მძიმე ვითარებიდან გამოსვლა მოხდეს? ის პოლიტიკურ პასუხისმგებლობას თავიდან მაინც ვერ აირიდებს“, - აცახდებს „რეზონანსთან“ ლაგაზიძე”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"მისივე თქმით, გახარიას პარლამენტში მისვლამ სიტუაცია შესაძლოა კიდევ უფრო დაძაბოს, რადგანაც ოპოზიციის წევრები აპირებენ, რომ ის პარლამენტში არ შეუშვან. მაშინ გამოდის, რომ დეპუტატები ძალის გამოყენებით უნდა გაიყვანონ. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუ გახარია ვერ შევა პარალმენტში და მას ამაში ხელს დეპუატები შეუშლიან, მაშინ ქვეყანას ძალოვანი უწყებები აღარ ჰყავს. ხოლო თუ დეპუტატებს ძალის გამოყენებით გაიყვანენ, ესეც დიდი სკანდალი იქნება. ორივე შემთხვევაში წაგებული მაინც „ოცნება“ და გახარია იქნება. ლაგაზიძე აბობს, რომ მმართველ გუნდში იმდენად აქვთ გონება „გადალესილი“, რომ ანალიზის უნარიც დაკარგეს. ისინი რისკებსაც კი ვერ აფასებენ და ვერ ხვდებიან გახარიას პარლამენტში მისვლას რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან“ ფიქრობს, რომ გიორგი გახარიას პარლამენტში მისვლის საშუალება უნდა მიეცეს. მისი აზრით, სიტუაციის დაძაბვა იმაზე იქნება დამოკიდებული. თუ მინისტრი რის თქმას აპირებს. ჩიტაძე ფიქრობს, რომ თუ გახარია სამართალდამცველების გამართლებას შეეცდება და მათ ქმდებებს არცთუ მწვავედ შეაფასებს, ეს პოლიტიკურად მას კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს. ანალიტიკოსს ვერ წარმოუდგენია რა არგუმენტები და კომპრომატები უნდა ჰქონდეს მას ისეთი, რომლის ჩვენებითაც საზოგადოება მის საქციელს გაამართლებს. „ახლა სიტუაცია იმდენად დაძაბულია, რომ ყველაფერი, რასაც ხელისუფლება აკეთებს, ფეთქებადსაშიშია. გახარიას პარლამენტში არშეშვება არ მგონია სწორი და გამართლებული იყოს. გვინდა თუ არა, ის მაინც მინისტრია და მისი მოსმენა საინტერესო იქნება. ახლა სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვა მის განმარტებებსა და არგუმენტებზე იქნება დამოკიდებული”, - დასძენს გამოცემა.

 

"ოცნებას“ ასეთი ქმდებები უფრო ადრე რომ დაეწყო, თავს ამ მდგომარეობაში არ ჩაიგდებდა. მართალია, გახარიას გამოსვლა და განმარტებები დაგვიანებულია, მაგრამ მაინც საინტერესო იქნება. თუმცა მან რაც არ უნდა თქვას, იმ გარემოებას ვერ გადაფარავს, რასაც ბავშვების თვალების დათხრა და მომიტინგეებზე ნადირობა ჰქვია“, -აცხადებს ჩიტაძე „რეზონანსთან“. „გახარიას პარლამენტში მისვლა, რა თქმა უნდა, საინტერესოა, მაგრამ მას ეს ვეღარ უშველის“, - აცხადებს ანალიტიკოსი ძაბირაძე „რეზონანსთან“. მისი თქმით, გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მაინც მოუწევს და ეს რაც უფრო დროში გაიწელება, „ოცნებისთვის“ სიტუაცია მით უფრო გართულდება. ძაბირაძისთვის გაუგებარია, რატომ დებს ივანიშვილი მასზე ამხელა ფსონს, რადგანაც ბოლო დროს ის საკმაოდ ბევრ გაუგებრობაში მოხვდა. „გახარიამ პარასკევს რაც არ უნდა თქვას, მისი მცდელობა მაინც უშედეგო იქნება და იმ დანაშაულს ვერ გადაფარავს, რომელიც 20 ივნის ღამით მოხდა. „ბოლო დროს ეს კაცი ძალიან ბევრ გაუგებრობაში მოხვდა - ხან პანკისის თემა, ხანაც „ბასიანი“, ახლა კიდევ ეს მძიმე დარბევის ფაქტები... ვერ ვიგებ ივანიშვილი მასზე ამხელა ფსონს რატომ დებს. გასაგებია, რომ საკმაოდ გავლენიანი ადამიანია, მაგრამ ბოლო დროს ბევრი სიტუაცია აუფეთქდა და მუდმივად რაღაც გაუგებრობაში მოხვდა. „რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, გახარია მაინც მინისტრია და მას პარლამენტში მისვლის სრული უფლება აქვს. ასევე საზოგადოებას აქვს სრული უფლება, რომ გახარიასგან მოისმინოს ახსნა-განმარტებები, რატომ მოხდა პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტები. ყველამ კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ და ამ დაძაბულ სიტუაციაში დაუშვებელია, რომ პარლამენტში მისულ მინისტრის წინააღმდეგ რაიმე უკანონო ქმედებებს ადგილი ჰქონდეს. ასევე დაუშვებელია, რომ პარლამენტთან გახარიას მომხრეების მობილიზება მოხდეს და რაღაც გაუთვალისწინებელ დაპირისპირებას ჰქონდეს ადგილი. ჩვენ გვახსოვს ალბათ ჩვენი უახლესი ისტორიიდან , საზოგადოების ასეთი დაპირსიპირება რით მთავრდება ხოლმე“, - აცხადებს ძაბირაძე "რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებისაგან შორს არის"
“ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია" - დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი
დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი - “ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია"
“ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა... გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე”
"შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს"- რამაზ საყვარელიძე
"მგონია, რომ ოპოზიციის პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ"
"საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო გადაიდო"-რუსული მედია
"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა"
ლარი უმძიმეს დღეებს გადის - გადალახავს თუ არა 10 დეკემბარმდე 3.0-იან ნიშნულს?
"იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა”
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა”
“ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა”
“2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია”
"საქართველოს სომხური მოსახლეობის განწყობა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურია"-გრანტ მიქაელიანი
"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია
არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“
რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის
"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე