რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს

“20 ივნისის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის გამოჩენამ საზოგადოების მძლავრი პროტესტი გამოიწვია, რუსეთმა ისტერიული ანტიქართული პროპაგანდა დაიწყო. როგორც ანალიტიკსოები "რეზონანსთან“ აცხადებენ, ისტერიკამ პიკს 21-23 ივნისს მიაღწია. გაჩნდა გარკვეული საფრთხე, რომ რუსეთის ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას რაღაცისთვის ამზადებდა. თუმცა გამოჩნდა, რომ რუსების დიდ ნაწილზე ამან არ გაჭრა და კრემლმა ტაქტიკა ნაწილობრივ შეცვალა. 20 ივნისის მოვლენების გადაბრალება სხვა, „გარე მტრებზე“ დაიწყო”,- წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რუსული მედიის ანტიქართული ისტერია და საფრთხე, რომელიც ასეთ პროპაგანდას შესაძლოა მოჰყვეს / "ათ დღეში რუსეთს საქართველოში 7 წლიანი ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა"


"რუსული ნარატივის მიხედვით, რუსთაველზე გამართული აქციები რუსოფობიური ხასიათისაა, მათ უკან მიხეილ სააკაშვილი დგას და ეს პროტესტი წინასწარ კარგად დაგეგმილი პროვოკაციაა. რუსეთის ხელისუფლება თავისი პროპაგანდისტული მანქანის შესანახად ყოველწლიურად ოფიციალურად მინიმუმ 1 მილიარდ დოლარს ხარჯავს, ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რეალურად თანხა გაცილებით მაღალია. ამ ვარაუდს ამყარებს ისიც, რომ რუსეთის ხელისუფლება ქვეყნის შიგნით თითქმის ყველა ძირითად ტელეარხს, გაზეთსა და ონლაინ გამოცემას ფლობს, და აფინანსებს ისეთ პროპაგანდისტულ საერთაშორისო მედიასაშუალებებს, როგორიცაა ტელეარხი RT და სააგენტო Sputnik. მაგალითისთვის ორი დღის წინ, რუსეთის პირველ არხზე მომზადებული სიუჟეტი აჭარის შესახებ გამოდგება. ჟურნალისტი სიუჟეტში ბათუმსა და მთლიანად აჭარაში თურქული გავლენის გაზრდაზე საუბრობს. სიუჟეტის ტექსტი მკაფიოდ ანტიქართული, ანტითურქული და პროვოკაციულია. ნათელია, რომ სიუჟეტი ბოლო დღეებში განვითარებული პროტესტის საპასუხოდ მომზადდა და მის ავტორებს სურდათ იმის ჩვენება, რომ საქართველოსთვის სინამდვილეში საფრთხე არა რუსეთი, არამედ თურქეთია”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

“აჭარა თურქულ რეგიონად გარდაიქმნება. ინტერესი აჭარის მიმართ 2.5 მილიარდი დოლარით არის გამყარებული, რომლებიც საქართველოს ეკონომიკაში ანკარამ ჩაასხა. ბათუმის მოსახლეობის შთამბეჭდავი რაოდენობა, 15 % ორმაგი მოქალაქეობის მქონე თურქული დიასპორაა - რბილი ძალა, რომელიც შესაძლოა დამპყრობლად იქცეს“, - ასე საუბრობს სიუჟეტში რუსი ჟურნალისტი. მთელი სიუჟეტის განმავლობაში რუსი ჟურნალისტები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აჭარაში თურქული ექსპანსია მიმდინარეობს. ფაქტებზე მეტად ის შეფასებებსა და პროპაგანდისტულ გზავნილებზეა აგებული. პარლამენტის ვიცე-სპიკერი სერგი კაპანაძე „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ ბოლო ათ დღეში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა. ამიტომაც 20 ივნისიდან რუსულ არხებზე ისტერიული ანტიქართული პროპაგანდა დაიწყო”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"კაპანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ ესაა კრემლის ჩვეული რბილი ძალა, რომელსაც ის უკვე ათეულობით წლებია მსოფლიოში აქტიურად იყენებს. ცნობისათვის, გრიგორი კარასინის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხი განიხილებოდა, მაგრამ ახლა მოცდა მოუწევთ. „ბოლო ათი დღის განმავლობაში, რუსეთს საქართველოში შვიდი წლის მანძილზე ნაშენები და ნალოლიავები პროპაგანდისტული ხუხულა დაენგრა და გამოჩნდა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ოკუპანტის წინააღმდეგ არის განწყობილი. ამიტომ, აგონიური განცხადებები, მუქარა თუ შეპირებები, რომელიც როგორც რუსულ მედიაში, ასევე რუსი პოლიტიკოსების მხრიდან ისმის, გასაკვირი არ არის და აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობამ მორიგჯერ დაამარცხა რუსეთის პროპაგანდა ქვეყანაში. ამიტომაც დაიწყეს ახალი მტრების ძიება და რუსულმა მედიამაც აქცენტების გადატანა თურქეთზე და ამერიკაზე დაიწყო,“ – გვითხრა კაპანაძემ. საერთაშორისო საკითხების ანალიტიკოსი თორნიკე შარაშენიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ 21 დან 23 ივნისის ჩათვლით რუსული მედია საქართველოს მიმართ ძალიან აგრესიული იყო. თუმცა ამის შემდეგ მიხვდნენ, რომ ზედმეტი მოუვიდათ და შიდა აუდიტროიაზე ამან არც თუ ეფექტურად იმოქმედა. ამიტომაც სტილი შეცვალეს, ქართველების და რუსების დაპირისპირებაში დამნაშავის ძიება სხვაგან დაიწყეს. „რუსულ მედიაში ბოლო რამდენიმე დღეა უკანდახევა შეიმჩნევა. დაიწყეს ქართველების და რუსების დამაპირისპირებელი „მტრების“ ძიება. რუსულმა პროპაგანდამ ახლა ისრები თურქეთსა და ამერიკაზე გადაიტანა. დაიწყეს სიუჟეტების მომზადება, სადაც ჟურნალისტები საუბრობენ იმაზე, რომ ეს აქციები თურქების და ამერიკელების მოწყობილია, რათა ეს ორი "მეგობარი“ ერი ერთმანეთს დაუპირისპიროს”, - დასძენს გამოცემა.

 

"რუსებმა დაინახეს, რომ მათი შეფასებები ირაციონალური იყო და საინფორმაციო ომს ამ ფორმით ვეღარ იგებდნენ. ბევრმა რუსმა ტურისტმა თქვა, რომ საქართველოში ვერანაირ საფრთხეს ვერ ხედავენ და მაინც ჩამოვიდოდნენ. ამიტომაც ტაქტიკის შეცვლა დაიწყეს“, - აცხადებს შარაშენიძე „რეზონანსთან“. რაც შეეხება ეკონომიკურ ზარალზე რუსეთის მხრიდან აპელირებას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ გარკვეული ზარალი იქნება, მაგრამ ეს კატასტროფულ სახეს არ მიიღებს. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკის 7% ტურიზმზე მოდის და აქედან 2% შესაძლოა რუსები იყვნენ. ზარალმა შესაძლოა მხოლოდ 1% შეადგინოს, რადგანაც რუსი ტურისტების დიდი ნაწილი, რომელიც საქართველოში მუდმივად ჩამოდის, პუტინის მოწოდებებს არ გაითვალისწინებს. „რაც შეეხება საქართველოს მოსახლეობას, რუსული პროპაგანდა დიდად გავლენას ვერ ახდენს. ეს უფრო შიდა აუდიტორიაზე არის გათვლილი და როგორც უკვე აღვნიშნე, აქაც გამოჩნდა, რომ დიდად გავლენას ვერ მოახდენს. ჩვენთვის მედია პროპაგანდა საინტერესო იმით არის, რომ რეალურად წინასწარ გვამცნობს რა შეიძლება კრემლმა მოიმოქმედოს. როცა 21- დან 23 ივნისამდე რუსულ მედიაში ძალიან ისტერიული პროპაგანდა დაიწყო, ამას შეიძლება რეალური საფრთხეები მოჰყოლოდა და არ იყო გამორიცხული სამხედრო ინტერვენციაც დაეწყოთ. ჩვენ ვიცით, რომ სანამ სამხედრო ძალას გამოიყენებენ, მანამდე მსხვერპლი ქვეყნის დემონიზებას ახდენენ, რათა მათი მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ იქ რაღაც კატასტროფა ხდება და ჩარევა აუცილებელია. კარგია, რომ ეს ისტერია მედიაში შეიცვალა“, - აცხადებს შარაშენიძე „რეზონანსთან“, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა
ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის
რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები
ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში
სასიკვდილო ნაკბენი – რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს?
"ოცნება“ ახალ სიას წერს - ვის დატოვებენ პარლამენტის გარეთ
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ინვესტიციების მეშვეობით გაიზარდა
რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან
ბირთვული კატასტროფა რუსეთში, კრემლი ინფორმაციას მალავს - “ რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”
კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია
აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე
“გამორიცხულია ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდეს”
რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი” - მაისაია
“არ მოგაგუდინებთ...” - რა უნდა პროკურატურას “ტვ პირველისაგან”
რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები
შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად
“ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება” - ვახტანგ ძაბირაძე
"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - გია ხუხაშვილი
რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე
რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია