“ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”

“ჯერჯერობით მოწმენი ვართ ძირითადად პოლიტიკოსების მხრიდან ხმაურიანი განცხადებების - სამწუხაროდ, ასეთი განცხადებები მათი მხრიდან მეტია, ვიდრე სამართალდამცველების მხრიდან. ამ ეტაპზე ეს გათვლილია უფრო საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ შეინარჩუნოს სახე და ამჯერად მტკიცე ხელის პოლიტიკა ანახოს საზოგადოებას. მაგრამ მთავარი ის არის, რომ როცა ასეთი განცხადება კეთდება გადატრიალების მცდელობის შესახებ, მერე რთული იქნება ამის დამტკიცება სასამართლოზე. პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა ავტომატურად არ ნიშნავს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას”, - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ “ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით სოსო ცინცაძე: “დღეს პოლიტიკური სამოქალაქო ომია” / “ოცნება” პოლიტიკურ დაჭერებზე საზოგადოებრივი აზრის შექმნას და მტკიცე ხელის პოლიტიკის გატარებას ცდილობს”.


“პოლიციის მიმართ ძალადობა არ ნიშნავს, რომ ხალხს უნდოდა გადატრიალების მოწყობა, სახელმწიფო გადატრიალებები ასე არ ხდება. გავრილოვი რომ იმ სავარძელში არ ჩამჯდარიყო, მაშინ ხომ არაფერი მოხდებოდა? სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისას ნებისმიერი ძალა გადაწყვეტილებას ერთ და ორ საათში არ ღებულობს. სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას თვეები სჭირდება, დოკუმენტაციები და სულ სხვა მტკიცებულებები. არ ვიცი, შეიძლება პროკურატურას რაღაც მასალები აქვს და ადრეც იყო სამზადისი, მაგრამ ჩვენ რაც ვიხილეთ, იმისთვის სახელმწიფო გადატრიალების კვალიფიკაციის მინიჭება და სასამართლოში დამტკიცება იოლი საქმე არ იქნება. 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და საქართველო არ არის თუნდაც რუსეთი, რომ ბოდიში გამოთქმისთვის და ფეხებზე დაიკიდოს მსოფლიო საზოგადოებრიობის აზრი, თუ გნებავთ ევროპის აზრი, ასეთი მდგომარეობა არ არის საქართველოში - დიპლომატიური კორპუსი ჩვენთან ძალიან აქტიურია, არის შემთხვევები, როდესაც აკრედიტებული საელჩოების განცხადებები არის ზღვარზე…” – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სოსო ცინცაძე.

 

“თუ საზოგადოებრივ აზრს ვერ შექმნიან და მაინც დააკავებენ პოლიტიკურ ლიდერებს, ამას ბუმერანგის ეფექტი ექნება. 1 წელიწადში არჩევნებია, თანაც ახალი მოდელი, პროპორციულზე გადასვლა, სადაც ბევრი უპასუხო კითხვაა - მხედველობაში მაქვს ნულოვანი ბარიერი… ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა – იგივე ლარის კურსი, ფასების ზრდა და ა.შ. ზრდის პასიურ უკმაყოფილებას ხელისუფლების მიმართ. პირდაპირ ვთქვათ, სოციალური თვალსაზრისით კატასტროფული მდგომარეობაა. რაც არ უნდა გვიმტკიცოს ეროვნული ბანკის მმართველმა, რომ ლარის გაუფასურება დროებითია და იმ კვირას სულ სხვა მდგომარეობა იქნება, ხომ ვიცით, რაც ხდება…იმ შემთხვევაშიც კი, თუ მელია მართლა დამნაშავეა და მართლა გადატრიალების მცდელობა იყო, ეს უნდობლობის ფონი ართულებს ყველაფერ ამას და ამიტომ სუპერდამაჯერებელი უნდა იყოს როგორც პროკურატურის მტკიცებულებები, ისე სასამართლოს ვერდიქტი”, - დასძენს პოლიტოლოგი.

 

“20 ივნისის მოვლენებზე “იმედის” ეთერში მიიჩნევენ, რომ გახარია არ უნდა გადადგეს და პოლიცია სწორად მოქმედებდა, მაგრამ “რუსთავი 2”-ის და “ტვ პირველის” ეთერში 90%-ში არასწორად მოქმედებდა და გახარია უნდა გადადგეს – ეს ძალიან საშიში ნიშანია. ესაა პოლარიზაცია. ყველა გამოცემას ჰყავს თავისი მკითხველი და ყველა ტელევიზიას თავისი მაყურებელი. ეს ხდება ციცქნა ქვეყანაში და ასეთი რამ, რაც დიდ ქვეყანაში დემოკრატიას უწყობს ხელს, კატასტროფაა პატარა, ღარიბ, სუსტ ქვეყანაში... “იმედის” ეთერში როცა “ყველა დასაჭერია, ყველა დასახვრეტია”, “რუსთავი 2”-ის და “ტვ პირველის” ეთერში სხვა ხმები ისმის. ისეთი ძლიერი პოლარიზაციაა, პრაქტიკულად ჩვენთან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს – ამ ტერმინს ყველა გაურბის, მაგრამ დღეს უკვე არის ნიშნები პოლიტიკური სამოქალაქო ომის თვალსაზრისით. ამიტომ ხელისუფლებამ ეს ფაქტორიც უნდა გაითვალისწინოს…”- დაასკვნის პოლიტოლოგი.





მსგავსი სიახლეები
განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა
ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის
რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები
ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში
სასიკვდილო ნაკბენი – რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს?
"ოცნება“ ახალ სიას წერს - ვის დატოვებენ პარლამენტის გარეთ
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ინვესტიციების მეშვეობით გაიზარდა
რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან
ბირთვული კატასტროფა რუსეთში, კრემლი ინფორმაციას მალავს - “ რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”
კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია
აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე
“გამორიცხულია ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდეს”
რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი” - მაისაია
“არ მოგაგუდინებთ...” - რა უნდა პროკურატურას “ტვ პირველისაგან”
რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები
შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად
“ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება” - ვახტანგ ძაბირაძე
"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - გია ხუხაშვილი
რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე
რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია