რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში

“ვაჟა ფშაველას სიტყვებით ქართულ ენაზე დაწყებული მიმართვა - რა გზავნილები ჩამოიტანა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში. დონალდ ტუსკი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია,რომელიც თავისუფლებასა და გამბედაობასთან ასოცირდება. ევროსაბჭოს პრეზიდენტს და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს და მაღალი დონის პირებს ბათუმი მასპინძლობს. 11 ივლისს გაიხსნა კონფერენცია „საქართველოს ევროპული გზა“, რომელიც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ დაფუძნების მე-10 წლისთავს ეძღვნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებიც სტუმრობენ”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, რა სახის პოლიტიკური გზავნილები ჩამოიტანა ტუსკმა საქართველოში

 

"მთავრობის მეთაურმა მამუკა ბახტაძემ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობისთვისმადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება აფასებს იმ გზავნილებს, რომლებიც დონალდ ტუსკისგან მოისმინა. საუბარი შეეხო უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობას და შავი ზღვის უსაფრთხოების როლს საერთო ევროპული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. პრემიერ-მინისტრმა აღმოსავლეთ პარტნიორობის მიზნებისადმი საქართველოს ერთგულება კიდევ ერთხელ დაადასტურა და ხაზი გაუსვა მეტის გაკეთების აუცილებლობას. მხარეებმა შეხვედრისას ყურადღება დაუთმეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას - “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”. ევროკავშირის საბჭოსპრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში."ვაჟა ფშაველა: ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა, ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია, ისევე როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი პატრიოტია. დამოუკიდებელ და თავისუფალ საქრათველოს გაუმარჯოს," - ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ამ სიტყვებით ქართულ ენაზე ბათუმში კონფერენციის მონაწილეებს მიმართა”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"მანამდე კი სიტყვით გამოსვლისას მან ისაუბრა რუსეთზე, საბჭოთა კავშირის დაშლასა და იმ პოზიტიურ პროცესებზე, რაც ამ ფაქტს მოჰყვა. "რუსეთის პრეზიდენტმა 2005 წელს განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირის დანგრევა იყო ამ ეპოქის უდიდესი კოლაფსი, მე მინდა ამ ტრიბუნიდან ხმამაღლა და მკაფიოდ განვაცხადო, საბჭოთა კავშირის კოლაფსი და დანგრევა იყო ნამდვილად ძალიან დიდი და პოზიტიური მოვლენა საქართველოსთვის, პოლონეთისთვის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისათვის, დარწმუნებული ვარ თავად რუსეთისთვისაც კი. ხოლო რაც შეეხება გაწევრიანებას, ძალიან ბევრი ადამიანია ევროკავშირში, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ გაფართოებასთან დაკავშირებით, მე ასეთი ეჭვები არ მაწუხებს. მინდა გითხრათ, რომ ეს ერთ დღეში არ ხდება და ერთიანი გეგმა ყველაზე ვერ გავრცელდება. აუცილებლად დავაჩქარებთ პოლიტიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან და სხვა პარტნიორებთან. მე მოგმართავთ თქვენ, არ მისცეთ არავის საშუალება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი," - აცხადებს ტუსკი. ტუსკი რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვასაც გამოეხმაურა და გადაწყვეტილებას გაუმართლებელი უწოდა. მან საქართველოში სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის აუცილებლობაზე ილაპარაკა”, - განაგრძობს გამოცემა.

 

"ევროსაბჭოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ "საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ევროკავშირის იმედი რთულ სიტუაციებშიც,“ ამბობს, რომ სოლიდარობა ჩვენ შორის ყოველთვის თანმიმდევრული იქნება. არ სურს, რომ დამატებით დაძბულობა გამოიწვიოს, მაგრამ ნათელი უნდა იყოს, რომ საქართველოს შეუძლია ევროკავშირის იმედი რთულ სიტუაციებშიც ჰქონდეს. ტუსკი ბათუმში ჩატარებული საერთაშორისო ფორუმის შემდეგ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა სასტუმრო „ჰილტონში" გაიმართა, სადაც მხარეებმა კონფერენციის მნიშვნელობასა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრეს. „ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი ასეც იქნება,“ - განაცხადა ტუსკმა. ბიძინა ივანიშვილმა ევროპელ სტუმარს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ დღევანდელ კონფერენციაზე ამდენი ევროპელი სტუმარი ჩამოვიდა, უტყუარი დასტურია იმისა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება”, - წერს გამოცემა.

 

"განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა, ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა, ამით მან მოხიბლა მთელი საქართველო და მე მას დიდი მადლობა გადავეცი პირადად. ზოგადად, დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი ჩამოვიდა, ამდენი ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას,“- განაცხადა ივანიშვილმა. შეხვედრა დახურულ ღეჟიმში წარიმართა. ვიდეომასალაც და ინფორმაციაც „ქართული ოცნების“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა. ტუსკს ასევე ოპოზიცის წარმომადგენლები შეხვდნენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ მათი მთავარი გზავნილი იყო, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ჩიხში შეიყვანოს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. მათი აზრით, მნიშვნელოვანია, ტუსკმა მიმართოს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს და უთხრას, თუ რა შედეგები მოჰყვება ოპონენტების დევნას. „ტუსკს გადავეცით შემდეგი სათქმელი, რომ ივანიშვილი საკუთარი გადაწყვეტილებებით საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს ევროპაში და შესაძლოა, ჩიხში შეიყვანოს ჩვენი ურთიერთობები ევროკავშირთან. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბატონმა ტუსკმა პირადად გადასცეს ივანიშვილს გზავნილი იმის თაობაზე, თუ რა შედეგები მოჰყვება მისი მხრიდან პოლიტიკური ოპოზიციის დევნას და დემოკრატიული სივრცის შეზღუდვას,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა. „ევროპული საქართველოს“ წევრები კი ამბობენ, რომ დონალდ ტუსკს პროპორციულ საარჩევნო სისტემასა და იმ გამოწვევებზე ესაუბრნენ, რაც შესაძლოა, შემდეგ არჩევნებზე დაინერგოს, გარდა ამისა, ისაუბრეს საარჩევნო პროცესში ძალადობასა და დაშინებაზე. ოპოზიციის განცხადებით, ყველა ამ საკითხზე დონალდ ტუსკი ინფორმაციას ფლობს. კონფერენციის პარალელურად კი ბათუმში საპროტესტო აქციები გაიმართა. თბილისში, შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარე აქციის რამდენიმე ორგანიზატორი ბათუმში ჩავიდა და სასტუმრო „შერატონთან“, საერთაშორისო ფორუმის პარალელურად საპროტესტო აქცია გამართა. აქციაში მონაწილეობდნენ როგორც ადგილობრივი აქტივისტები, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. აქციაზე ასევე ბავშვებიც იმყოფებოდნენ. „რუსეთი ოკუპანტია“, „გახარია წადი“, – ამ შინაარსის ტრანსფარანტებით აქციის მონაწილეები სასტუმროს ორივე მხარეს იდგნენ და საყვირებით ცდილობენ ყურადღების მიქცევას”, - წერს სტატიის ავტორი.





მსგავსი სიახლეები
"საქართველოში პოლიტიკური კრიზისი დასრულებისაგან შორს არის"
“ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია" - დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი
დაძაბულობის განსამუხტავი გამოსავალი - “ორივე მხარემ გაითვალისწინოს ეუთოს რეკომენდაცია"
“ოცნებამ” სიტუაციის აფეთქება მოახდინა... გვექნება მცოცავი არასტაბილურობა არჩევნების დღემდე”
"შეიძლება მოხდეს ისეთი აფეთქება, რომელსაც ვერავინ გააკონტროლებს"- რამაზ საყვარელიძე
"მგონია, რომ ოპოზიციის პროტესტი ნელ-ნელა ნულისკენ წავა, რადგან ხალხის მხარდაჭერა მათ ნაკლებად აქვთ"
"საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა საახალწლოდ იგეგმებოდა, მაგრამ საპროტესტო აქციების გამო გადაიდო"-რუსული მედია
"მე ვერ დავუჭერ მხარს, რადგან ის დღევანდელ არსებულ კონსტიტუციასთან შეუსაბამოა"
ლარი უმძიმეს დღეებს გადის - გადალახავს თუ არა 10 დეკემბარმდე 3.0-იან ნიშნულს?
"იმედია, სიტუაცია სამოქალაქო ომამდე არ მივა”
“სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ჩვენ გავხდებით მთავარი ძალა”
“ხელისუფლებას “სამეფო კარის თამაშებში” ქვეყანა დაავიწყდა”
“2012 წელს ხელისუფლებაში რეჟიმი იყო, ახლა კი თაღლითების გუნდია”
"საქართველოს სომხური მოსახლეობის განწყობა მმართველი პარტიის მიმართ ლოიალურია"-გრანტ მიქაელიანი
"ბოქლომის ხუთშაბათობა" - პროტესტის კიდევ რა ფორმების გამოყენებას აპირებს ოპოზიცია
არსებობს თუ არა იზოლაციის საფრთხე და როგორია დასავლეთის პოზიცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე
„ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმია და ყველას განურჩევლად მკურნალობდა - ქართველებს, ოსებს, რუსებს“
რატომ არა აქვს პერსპექტივა მაჟორიტარების კონტრშეტევას პროპორციულ სისტემაზე – „ეს პოლიტიკური თამაშებია“
ვინ დაიკავებს საპარლამენტო თანამდებობებს - უმრავლესობაში გამალებული კონსულტაციები მიდის
"არანაირი საჩივარი არ ისმის არაპროპორციული ძალის გამოყენების გამო“ - აზერბაიჯანული მედია თბილისში მიმდინარე აქციებზე