“ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს”

“ბიძინა ივანიშვილის მესიჯბოქსი უცვლელია და არც ცდილობს გადახედვას. ის გამოჩნდა კმაყოფილი და გამარჯვებული, თავისი სიტყვა თქვა: სახელმწიფო ცხოვრობს კარგად, წინ მივდივართ, ხელისუფლება არის კარგი და მხოლოდ ოპოზიციაში პოულობს პრობლემას. ეს არის მისი მწყობრი შეხედულებები და საკუთარი ხელისუფლების პროპაგანდა. კარგი იქნებოდა ნაწილობრივი კრიტიკა მაინც ყოფილიყო მის განცხადებებში, მაგრამ იმედი აქვს, ვიდრე ეს მესიჯბოქსები მუშაობს, რიტორიკა არ უნდა შეცვალოს”, - აცხადებს პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ივანიშვილის საზოგადოებაში გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს” – გამზარდია.


“თუმცა, ერთი საინტერესო მომენტი დავაფიქსირე; ივანიშვილი, ადრე თუ ჩნდებოდა კრიზისის დროს და მისი სიტყვა განმუხტავდა კრიზისს, ახლა ჩნდება, როცა კრიზისი გადაივლის, ანუ საზოგადოებაში მისი გამოჩენა ნეგატივისკენ წავიდა და ამას თვითონაც ამჩნევს. ის, რომ ივანიშვილი არ გამორიცხავს, რომ მომავალ პარლამენტში მისი გუნდი ისევ უმრავლესობით მოვა და ისიც განაცხადა, რომ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ითანამშრომლებს “ნაციონალური მოძრაობის” გარდა, არის წინასაარჩევნო და თავის ამომრჩეველზე ორიენტირებული რიტორიკა, ხელოვნური იმედების შექმნა საზოგადოებაში. ხოლო ივანიშვილის განცხადება, რომ არ ითანამშრომლებს “ნაცმოძრაობასთან”, ცოტა სასაცილოა - როგორ შეიძლება არ თანამშრომლობდე, როცა ყველა მანკიერება აიღო, რომელიც ამ პოლიტიკური ძალის მმართველობის სისტემაში იყო. ეს იყო მესიჯი, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა, გათვლილი “ოცნების” ძველ ამომრჩეველზე და აქტივისტებზე, რომლებსაც ასეთი განცხადებები მოსწონს და ელოდება”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას არჩილ გამზარდია და შეკითხვაზე – “მამუკა ხაზარაძის პოლიტიკაში მოსვლასთან დაკავშირებით თქვა, რომ მიესალმება ახალგაზრდა ბიზნესმენების გამოჩენას პოლიტიკაში, ანუ მათ შორის უთანხმოება ამოწურულია?” – პასუხობს:

 

“პირველი განცხადებები არის ყოველთვის შეფარული. ალბათ, გახსოვთ სააკაშვილის თავშეკავებული განცხადება, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკაში მოდიოდა. ეს დიპლომატიისა და ეტიკეტის ანბანია. ივანიშვილმა თქვა, მე ვარ თავდაჯერებული, რა პრობლემაა ჩემთვის კონკურენტის შემოსვლა პოლიტიკაშიო... რაც შეეხება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით ახლო მომავალში სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, შეფასება მიჭირს, მე უფრო ვაცნობიერებ იმას, რომ მედიაგარემოში, რომელიც დღეს გვაქვს, მნიშვნელოვანია “რუსთავი 2-ის” როლი, მოსწონს ეს ვინმეს, თუ არა. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ევროსასამართლო გააცნობიერებს რა მედიაგარემოც არის დღეს საქართველოში და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კვლავ შეაჩერებს”.





მსგავსი სიახლეები
განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა
ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის
რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები
ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში
სასიკვდილო ნაკბენი – რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს?
"ოცნება“ ახალ სიას წერს - ვის დატოვებენ პარლამენტის გარეთ
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ინვესტიციების მეშვეობით გაიზარდა
რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან
ბირთვული კატასტროფა რუსეთში, კრემლი ინფორმაციას მალავს - “ რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”
კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია
აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე
“გამორიცხულია ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდეს”
რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი” - მაისაია
“არ მოგაგუდინებთ...” - რა უნდა პროკურატურას “ტვ პირველისაგან”
რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები
შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად
“ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება” - ვახტანგ ძაბირაძე
"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - გია ხუხაშვილი
რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე
რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია