ამხანაგურ მატჩზე რაგბიში, რომელიც 27 აგვისტოს თბილისში უნდა გამართულიყო, რუსეთის ნაკრებმა უარი განაცხადა

ამხანაგური მატჩი რაგბში, რომელიც 27 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის თბილისში უნდა გამართულიყო, აღარ გაიმართება. „ტასის“ ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის რაგბის ფედერაციაში განაცხადეს. სააგენტოს ცნობით, მატჩის გაუქმების მიზეზი გახდა საქართველოში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება, რომელიც ქვეყანაში რუსეთის დელეგაციის სკანდალის გამო დაწყებულ პროტესტს უკავშირდება.

 

„რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმა შეშფოთებით ადევნებდა თვალს საქართველოში და კერძოდ, თბილისში განვითარებულ მოვლენებს. სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიაზე რადიკალურად განწყობილ პირთა გამოსვლები იწვევს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შემთხვევებს და შესაძლოა საფრთხე შეუქმნან იმ პირთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, რომლებიც ამ ქვეყანაში იმყოფებიან. ამასთან დაკავშირებული გარემოების გამო, იძულებულები ვართ გაცნობოთ, რომ რუსეთის რაგბის ფედერაცია შეუძლებლად მიჩნევს საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებს შორის ჩატარდეს მატჩი, რომელიც 2019 წლის 27 აგვისტოს თბილისში იყო დაგეგმილი“ - ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე განცხადებაში აღნშნულია, რომ მატჩის გაუქმება არ აისახება ორივე ქვეყნის რაგბის ეროვნული ფედერაციების ურთიერთობებზე. „რუსეთის რაგბის ფედერაცია ღრმად აფასებს პარტნიორულ ურთიერთობებს, რომელიც ჩამოყალიბდა საქართველოს რაგბის კავშირთან. ორივე გუნდის გულშემატკივრებს გულწრფელად ვუხდით ბოდიშს“ - ნათქვამია რუსეთის რაგბის ფედერაციის განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
ქართულმა წყვილმა ფიგურულ სრიალში იუნიორთა გრან პრის ოქროს მედლები მოიპოვა
ბატუტზე მხტომელი ქართველი გოგონები იაპონიაში მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ
ნონა გაფრინდაშვილი ისევ მსოფლიო ჩემპიონია
მსოფლიოს საუკეთესო ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ თურქეთში სამი ოქროს მედალი მოიპოვა
სამბისტი ვახტანგ ჩიდრაშვილი მსოფლიო ჩემპიონი მეექვსედ გახდა
მარიამ ჭანტურია ძიუდოში ევროპის ჩემპიონია
ძიუდოისტები ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ
ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა
17 ოქტომბერს, თბილისში გოლფის საერთაშორისო ტურნირი “Taste & Play” საზეიმოდ გაიხსნება - დეტალები
ლუკა კურტანიძე მსოფლის სამგზის ჩემპიონი გახდა ვეტერან მოჭიდავეთა შორის
რა უპასუხა მილტონ ჰეიგმა იაპონელი მასპინძლების შეცდომას - რაგბის დასრულების შემდეგ ორგანიზატორებმა ვალერი მელაძის რუსული სიმღერა ჩართეს
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, ურუგვაისთან გამარჯვების შემდეგ, გულშემატკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა
ალინა ბუტაევას და ლუკა ბერულავას წყვილმა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია აიღო
ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა
"საქართველო უნდა დაამატონ 6 ერში, ისინი გაიზრდებიან ტოპ გუნდებთან ხშირი თამაშით და არა ოთხ წელიწადში ერთხელ"
„საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ“
ბექა ლომთაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
პარიზის მსოფლიო ველორბოლის გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე გეგეჭკორი გახდა
ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.''