„ის ფინანსური მდგომარეობა, რაც დაგვხვდა არხზე, არის ძალიან ცუდი“

იმ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე... ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, ძალიან ცუდი მდგომარეობაა, - ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა პაატა სალიამ ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კომპანიის ფინანსური მდგომარეობის კუთხით არსებული პრობლემები ახალი არ არის, თუმცა შექმნილმა მდგომარეობამ მოლოდინს მეტად გადააჭარბა.

 

„ის, რომ ფინანსური პრობლემები არსებობს, ეს არ არის ახალი, როგორც ვხვდები, თუმცა ის მოლოდინი, რაც ჩვენ გვქონდა, იმ მოლოდინს ძალიან გადააჭარბა იმ სიტუაციამ, რაც არის დღეს არხზე. ამ მიმართულებით, ანუ ვგულისხმობ კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას, არის ძალიან ცუდი მდგომარეობა და ჩვენ ვმუშაობთ, ახლა ვფიქრობთ იმ გზებზე, ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ის, რაც დაგვხვდა, არის ძალიან ცუდი“ , - განაცხადა პაატა სალიამ.

 

კითხვაზე, ადასტურებს თუ არა, რომ დღეს „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაზღაურების ნაწილში ამ და მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში იქნება გარკვეული პრობლემები და ქიბარ ხალვაშს არ გააჩნია რაიმე ფინანსური რესურსი, რათა მისი პირადი ხარჯებით უზრუნველყოს ანაზღაურება შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, პაატა სალიამ განმარტა, რომ ამ ფორმით მას განცხადება არ გაუკეთებია. „ამ ფორმით, რასაც თქვენ ამბობთ, რომ მე განვაცხადე ქიბარ ხალვაშს არ აქვს შესაძლებლობა და ასე შემდეგ, ასეთი რაღაც არ თქმულა“, - განმარტა პაატა სალიამ.





მსგავსი სიახლეები
"საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი" - პატრიარქი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ტურიზმის პოლიციური უსაფრთხოება - აბსტრაქტი
"ხმა ჩაიკმინდე ყურბანოვო, საქართველოში დესტაბილიზაციას მაინც ვერ ეღირსები!"- ზაზა გაბედავა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა შეიზღუდება
"ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი"
"გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება, იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც"
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის" - მიხეილ ბატიაშვილი
ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება
თბილისის ბიუჯეტში 6 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის
ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი-2-ისათვის განკუთვნილი 20 მილიონი და ვინ ჩაშალა დიდი გარიგება
„2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა - გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს“
„შენ, პირადად, პაატა სალია, დახურე “რუსთავი-2” და ამიტომ აგეხევა სახე“
T- ლიმფოციტების გადასანერგად უცხოეთში წასვლა საჭირო აღარაა - ონკოლოგიაში რევოლუციური ნაბიჯები საქართველოში იდგმება
ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის - განცხადება
"აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა" - მამუკა ბატხაძე
მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 100 000$-ის ოდენობით დაფინანსება მიიღო
„გული არაფერზე დაიწყვიტო, ყველანი შენთან ვართ, მეთაურო და არც ისე ცოტა შეგვიძლია, როგორც შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს“