„თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, არაფერი დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია“

ღვთის მადლი არის დიდი ძალა, რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის, ჩვენ ეს მადლი უნდა გვქონდეს გულში, სულში და გონებაში, -ასე მიმართა მრევლს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას.

 

"ძალიან ხშირად ტაძარში ლოცვების დროს ისმის სიტყვები - "შეგვეწიენ", "გვაცხოვნენ", "შეგვიწყალენ" და "დაგვლოცენ ღმერთო ჩვენითა მადლითა". მახსენდება სემინარიაში და აკადემიაში სწავლის პერიოდი. ჩვენ რექტორი გვასწავლიდა, რომ როცა ტაძარში ხარ და ამ ლოცვას მოისმენ, აუცილებლად პირჯვარი უნდა დაიწერო, რათა ღვთისაგან გადმოსული მადლი შეგეხოს. ადამიანი ბოლომდე ვერ ახსნის, რა არის ეს, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ღვთისაგან გამოსულია. როცა ეკურთხება დიაკონი მღვდელი ან ეპისკოპოსი, იქ ამბობს პატრიაქი: მადლი ღვთისა უძლურთა მკურნალი, ნაკლულებათა აღმავსებელი - ესე იგი ჩვენ იძლურების მკურნალია მადლი ღვთისა და ნათლის აღმავსებელი. ეს არის დიდი ძალა რომელიც აუცილებელია ყოველი ადამიანისათვის. ჩვენ გულში უნდა გვქონდეს ეს მადლი, სულში უნდა გვქონდეს, გონებაში უნდა გვქონდეს. მე მახსენდება ერთი ებრაელი მოხუცებული კაცი, რომელიც ამბობდა: თუ შენ დაკარგე სიმდიდრე, შენ არაფერი არ დაგიკარგავს, თუ შენ დაკარგე ჯანმრთელობა, შეიძლება ცოცხალი დარჩე, მაგრამ იყო ავადმყოფი, მაგრამ თუ შენ დაკარგე მადლი ღვთისა, ყველაფერი დაკარგულია. ღმერთმა დაგვიფაროს და ღმერთმა ინებოს, რომ არ დავკარგოთ მადლი ღვთისა. დალოცვილი იყავით, გახარებული იყავით. ვინც მოიპოვებს მადლსა ღვთისასა, ის მოიპოვებს სიყვარულს, ის მოიპოვებს სიხარულს. ასე ერთმანეთზე დამოკიდებულია სულიერი ცხოვრება. დალოცვილი იყავით, წყალობამ ღვთისა არ დაგტოვოთ თქვენ და და ქართველო", - მიმართა მრევლს პატრიარქმა ილია მეორემ.





მსგავსი სიახლეები
"საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი" - პატრიარქი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ტურიზმის პოლიციური უსაფრთხოება - აბსტრაქტი
"ხმა ჩაიკმინდე ყურბანოვო, საქართველოში დესტაბილიზაციას მაინც ვერ ეღირსები!"- ზაზა გაბედავა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა შეიზღუდება
"ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი"
"გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება, იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც"
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის" - მიხეილ ბატიაშვილი
ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება
თბილისის ბიუჯეტში 6 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის
ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი-2-ისათვის განკუთვნილი 20 მილიონი და ვინ ჩაშალა დიდი გარიგება
„2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა - გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს“
„შენ, პირადად, პაატა სალია, დახურე “რუსთავი-2” და ამიტომ აგეხევა სახე“
T- ლიმფოციტების გადასანერგად უცხოეთში წასვლა საჭირო აღარაა - ონკოლოგიაში რევოლუციური ნაბიჯები საქართველოში იდგმება
ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის - განცხადება
"აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა" - მამუკა ბატხაძე
მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 100 000$-ის ოდენობით დაფინანსება მიიღო
„გული არაფერზე დაიწყვიტო, ყველანი შენთან ვართ, მეთაურო და არც ისე ცოტა შეგვიძლია, როგორც შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს“