ქიბარ ხალვაშმა რუსთავი-2-ის ჟურნალისტებს საზოგადოებრივი საბჭოს შექმნაზე უარი უთხრა

რუსთავი2“-ში „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდის წევრებსა და ტელეკომპანიის ახალ გენერალურ დირექტორს პაატა სალიას შორის შეხვედრა დასრულდა. ტელეკომპანიის ჟურნალისტების ინფორმაციით, სალიამ გაიარა კონსულტაციები ქიბარ ხალვაშთან და ის უარს ამბობს, რომ საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნას, რომელიც ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. მათივე ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში ასევე უარს ამბობს, გაფორმდეს დოკუმენტი, რომელის მიხედვითაც, არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე.

„წერილობითი გარანტია იმისა, რასაც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, არ არსებობს და არ არსებობს, მით უმეტეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო შემოთავაზებული. ეს ვერ იქნება გარანტია იქიდან გამომდინარე, რომ ის სიტყვები, რაც იქ წერია, რომ შეიძლება მაღალრეიტინგული გადაცემის რეიტინგის შემცირება გამოიწვიოს და ა.შ. რეიტინგის შემცირება ბევრ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული და ათასი ინტერპრეტაცია მიეცეს ამას. ეს ის ფორმა არ არის, რაც ჩვენს შორის უნდა იყოს ნდობის მოსაპოვებლად. ნდობის მოპოვება ერთ დღეში არ ხდება. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას და მე ისიც ვუთხარი, თუ რაიმე სიმპტომი იქნება იმის, რომ ვიღაც ჩარევას ცდილობს, ამის შესახებ ჩვენ აუცილებლად უნდა ვისაუბროთ“,-განაცხადა პაატა სალიამ.





მსგავსი სიახლეები
საქართველოს პარლამენტში დაუდგენელი სითხის დაღვრის შემდეგ დეპუტატები შეუძლოდ გახდნენ
რა ნივთიერება გაუშვეს სხდომათა დარბაზში? - ადგილზე შსს-ს ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
ავერსის აფთიაქებში ლარის კურსის გამყარებასთან დაკავშირებით მედიკამენტებზე ფასების გაიაფება დაიწყო
ჟურნალისტ ანა კალანდაძეს ჩვენი დახმარება ესაჭიროება
საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
„აი, სწორედ ასეთი ადამიანების შვილებს აქვთ დაპყრობილი პოლიტიკური ასპარეზი და გვმოძღვრავენ - სწორედ ასეთი ხალხი და მათი შვილები გვასწავლიან - რა შეიძლება, რა არ შეიძლება“
„შენს წონაში უნდა იჭიდაო, გიგილოო, შენს წონაში, იძახე ახლაც იჩუკენეთო“
რაში ადანაშაულებენ ქართველი ემიგრანტები მამა სებასტიანე ნეფარიძეს
„ვთქვათ, გვყავს უძლიერესი არმია, პრობლემები მეზობლებთან ძალის გამოყენებით უნდა „მოვაგვაროთ?“ ან კიდევ უარესი - ვისაც უფრო ძლიერი ჯარი ჰყავს, იმან უპრობლემოდ უნდა გადაგვიაროს?“
ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,5 პროცენტული პუნქტით, 9,0 პროცენტამდე ზრდის
როდის დაიწყება მიკროავტუბუსების ჩანაცვლების პროცესი
112-ში ამერიკული პროგრამა ინერგება
„საქართველოს ეროვნული გმირის, ზვიად გამსახურდიას მიმართ ჩადენილ ცოდვას არ გაპატიებთ ღმერთი, თქვე უჯიშო გვარმოპარულო საქართველოს მტრებო!“
„პრესსამსახურის ოპერატორი შემოდიოდა კაბინაში და მიღებდა, რას შემოვხაზავდი - 2012 წლიდან არასდროს, არცერთ ჩემს ხელმძღვანელს არ უთქვამს, რომ მმართველი პარტიისთვის დამეჭირა მხარი“
„აზერბაიჯანელმა ოკუპანტებმა გარეჯში ქართველ მწყემსს ცეცხლი გაუხსნეს და დაჭრეს - ხელისუფლებავ, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები ოკუპანტების შესაჩერებლად!“
„ჩვენ ვართ, ვიყავით და ყოველთვის ვიქნებით კავკასიის კულტურული და მეცნიერული ცენტრი - ჩვენს თავს ეს ისევ უნდა დავაჯეროთ იმიტომ, რომ ზოგჯერ ესეც გვავიწყდება“
„მე ჩემი პირობის ერთგული ვრჩები - "რუსთავი 2" არის და იქნება ყველაზე ობიექტური, თუმცა ამავდროულად კრიტიკული, საუკეთესო არხი საქართველოში“
MedCom – პირველი სამედიცინო მარკეტინგული სააგენტო და მისი დამფუძნებელი ტატიანა გვენეტაძე
ახალი ავტობუსები დამატებით 8 მარშრუტზე იმოძრავებენ
"ზელიმხან ხანგოშვილი მოსკოვის მეტროში მომხდარი აფეთქების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო" - ვლადიმერ პუტინი