“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია“

გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით,- ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაატა სალიამ განმარტა, თუ რატომ უთხრეს უარი ჟურნალისტებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

 

“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებულები. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ ნდობის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი ექნება და სხვა არაფერი. მესამე მოთხოვნაზე, სადაც იყო საუბარი, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაღალრეიტინგული გადაცემების და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალება მისცეს და ეს იქნება მუდმივი, გაუთავებელი კომენტარების და დროის კარგვის საფუძველი. ჩვენ არ გვინდა, მე პირადად არ მინდა ამ გუნდთან მქონდეს ეს ურთიერთობა, რომ რაღაცა მესამე პირების საშუალებით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მე ვცდილობ დავანახო ამ ადამიანებს, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ კომპანია უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი იყოს და იმედი მაქვს, რომ დღითიდღე ამ ნდობას განვამტკიცებ და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ანალოგიური პასუხი იქნება. რა თქმა უნდა გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით“,-აცხადებს სალია.

 

მისივე თქმით, მან თანამშრომლებისგან ბევრი არგუმენტი მოისმინა, თუმცა პაატა სალიას განცხადებით, არც ერთი მათგანი არ იყო იმგვარი, რომელიც გადაარწმუნებდა, რომ კომპანიის თანამშრომლების შეთავაზება უფრო ეფექტური შეიძლება ყოფილიყო. „ცუდი განზრახვით ვინმე რომ იყოს მოსული აქ, არ აქვს მნიშვნელობა ბორდი იქნება, თუ არ იქნება. ცუდი განზრახვა ნებისმიერი წერილობითი გარანტიის შემთხვევაშიც შეიძლება განხორციელდეს და ამიტომ, არ არის ეს გარანტია. გვაქვს უამრავი შეხვედრა, ვმუშაობთ საკითხებზე და ვფიქრობთ, რომ ყველა დარწმუნდება, რომ რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, არის შესრულებული და არანაირი გარანტია გარდა ჩვენი ურთიერთობისა და ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“,-აცხადებს პაატა სალია.

 

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით,-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა „კურიერისა“ და „პოსკრიპტუმის“ გუნდთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პაატა სალიამ განმარტა, თუ რატომ უთხრეს უარი ჟურნალისტებს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.


“შემოთავაზება, რაც ჰქონდათ არ იქნა მიღებული მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შემოთავაზება არ შეიძლება იყოს რამის გარანტია. მით უმეტეს იმ ფონზე, რა შიშებიც შეიძლება ჰქონდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არიან დასაქმებულები. ამ დოკუმენტზე ხელმოწერა არანაირ გარანტიას არ ქმნის. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ნდობის ჩამოყალიბებას გარკვეული დრო სჭირდება. ვფიქრობ, რომ ნდობის ჩამოყალიბებაში და კომპანიის ეფექტურ მართვაში ამგვარ საბჭოს მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელი ეფექტი ექნება და სხვა არაფერი. მესამე მოთხოვნაზე, სადაც იყო საუბარი, რომ უნდა იქნას უზრუნველყოფილი მაღალრეიტინგული გადაცემების და მაღალი რეიტინგის შენარჩუნება, შემიძლია ვთქვა, რომ ისეთი ობიექტური გარემოებები შეიძლება არსებობდეს სხვადასხვა დროს, რამაც გარკვეული ინტერპრეტაციების საშუალება მისცეს და ეს იქნება მუდმივი, გაუთავებელი კომენტარების და დროის კარგვის საფუძველი. ჩვენ არ გვინდა, მე პირადად არ მინდა ამ გუნდთან მქონდეს ეს ურთიერთობა, რომ რაღაცა მესამე პირების საშუალებით ველაპარაკოთ ერთმანეთს. მე ვცდილობ დავანახო ამ ადამიანებს, რომ აქ ვარ მოსული იმისთვის, რომ კომპანია უფრო წარმატებული, რეიტინგული და ძლიერი იყოს და იმედი მაქვს, რომ დღითიდღე ამ ნდობას განვამტკიცებ და იმედი მაქვს, რომ მათგანაც ანალოგიური პასუხი იქნება. რა თქმა უნდა გარკვეული ეჭვები არსებობს, იარსებებს და მე ვიმუშავებ, რომ რომ ეს ეჭვები, რაც შეიძლება სწრაფად გაქარწყლდეს და ამაში დავრწმუნდებით“,-აცხადებს სალია.

მისივე თქმით, მან თანამშრომლებისგან ბევრი არგუმენტი მოისმინა, თუმცა პაატა სალიას განცხადებით, არც ერთი მათგანი არ იყო იმგვარი, რომელიც გადაარწმუნებდა, რომ კომპანიის თანამშრომლების შეთავაზება უფრო ეფექტური შეიძლება ყოფილიყო.

„ცუდი განზრახვით ვინმე რომ იყოს მოსული აქ, არ აქვს მნიშვნელობა ბორდი იქნება, თუ არ იქნება. ცუდი განზრახვა ნებისმიერი წერილობითი გარანტიის შემთხვევაშიც შეიძლება განხორციელდეს და ამიტომ, არ არის ეს გარანტია. გვაქვს უამრავი შეხვედრა, ვმუშაობთ საკითხებზე და ვფიქრობთ, რომ ყველა დარწმუნდება, რომ რასაც ითხოვენ ჟურნალისტები, არის შესრულებული და არანაირი გარანტია გარდა ჩვენი ურთიერთობისა და ნდობისა, საჭირო აღარ იქნება“,-აცხადებს პაატა სალია.

შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტებმა ახალ მფლობელს და გენერალურ დირექტორს სარედაქციო დამოუკიდებლობის შენარჩუნების გეგმა შესთავაზეს. გეგმა სამი ნაწილისგან შედგება.





მსგავსი სიახლეები
"საჭიროა დიდი ყურადღება, რომ მიწიერმა, ხორციელმა არ გაიტაცოს ადამიანი" - პატრიარქი
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ტურიზმის პოლიციური უსაფრთხოება - აბსტრაქტი
"ხმა ჩაიკმინდე ყურბანოვო, საქართველოში დესტაბილიზაციას მაინც ვერ ეღირსები!"- ზაზა გაბედავა
ვაჟა-ფშაველას გამზირზე იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა შეიზღუდება
"ჩვენ წელს უკვე შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი"
"გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება, იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც"
თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"ქართული განათლების სისტემა მოწინავე მესამე თაობის ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გადადის" - მიხეილ ბატიაშვილი
ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება
თბილისის ბიუჯეტში 6 თვეში სათამაშო ბიზნესიდან 35 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, საიდანაც 21 მილიონი ლარი სათამაშო აპარატებზე მოდის
ვის მისცა ბიძინა ივანიშვილმა რუსთავი-2-ისათვის განკუთვნილი 20 მილიონი და ვინ ჩაშალა დიდი გარიგება
„2011 წელი. პრესა.გე წაიღეს გარეწრებმა და ვიგინდარებმა - გავაკეთეთ For.ge. არა ოფისი, არა ტექნიკა, არა ხელფასები და ჰონორარები, რეკლამის მოიტან და, დაემშვიდობე ბიზნესს“
„შენ, პირადად, პაატა სალია, დახურე “რუსთავი-2” და ამიტომ აგეხევა სახე“
T- ლიმფოციტების გადასანერგად უცხოეთში წასვლა საჭირო აღარაა - ონკოლოგიაში რევოლუციური ნაბიჯები საქართველოში იდგმება
ქიბარ ხალავაში რუსთავი 2-ს ყიდის - განცხადება
"აუცილებლად დავაბრუნებთ ტურისტულ სექტორში იმ ძალიან მზარდ დინამიკას, რომელიც გვქონდა" - მამუკა ბატხაძე
მომღერალმა სოფო ბათილაშვილმა ბერკლის სამუსიკო კოლეჯში გამოცდა წარმატებით ჩააბარა და 100 000$-ის ოდენობით დაფინანსება მიიღო
„გული არაფერზე დაიწყვიტო, ყველანი შენთან ვართ, მეთაურო და არც ისე ცოტა შეგვიძლია, როგორც შესაძლოა ვინმეს მოეჩვენოს“