"მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას" - სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის ბოლო ინტერვიუს ეხმაურება:

 

"მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილის მოსაზრებებზე კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.


თუმცა, მისმა სულ ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.


მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადება ამახინჯებს ისტორიას და ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს გვერდში დგანან შეურაცხყოფას აყენებს. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება უპასუხისმგებლო და მიუღებელ ქმედებას წარმოადგენს. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსის მიმართ მიმავალ გზაზე.


ქართველი ხალხის სახელით, კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს." - აცხადებს პრეზიდენტი. 





მსგავსი სიახლეები
"თავი შენ თვითონ გააკონტროლე"- ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს
"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით"
„მიუხედავად პოლიტიკაში გამოუცდელობისა, მას საკმაოდ დიდი უნარი აღმოაჩნდა, რომ წარმატებული ყოფილიყო - კალაძე საკმაოდ სერიოზულ ფიგურად ყალიბდება“
„ბლოკების მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის ალბათ ერთ მიზანს ემსახურება - პარლამენტში ერთკაციანი პარტიები შეტენონ“
არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
„არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში“
ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას
„20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს“
მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აქციაზე მივიდნენ
"დროა გავაცნობიეროთ, რომ კედლები და მავთულხლართები ვერ შეძლებს დააკავოს ადამიანის სწრაფვა განვითარებისკენ" - ქეთევან ციხელაშვილი
"მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ" - გიორგი გახარია
„მიშა რომ არ მოგაჯდეთ, უნდა იხელთოთ დრო, თავად მოაჯდეთ და გააჭენოთ! - აქეთ მიშა დაგთვლით, იქით ბიძინა და ბოლოს სალომე შეგიწყალებთ“
„თქვენ კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით - თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი“
აფხაზური დიპლომატია
„ახსოვს თბილისის ქუჩებს რობერტი - მიხვდა დონალდი, როგორი კაცი უნდა ჰყავდეს თანაშემწედ“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
დგას თუ არა მსოფლიო ახალი დიდი ომის წინაშე?!
"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და მასთან გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება პირი იყოს შეწყალებული"
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება" - გიორგი გახარია