„მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით“

მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით, შესაბამისად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეუჩერდეს იმუნიტეტი ნიკანორ მელიას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც იურისტს ანა ნაცვლიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად, პარლამენტისთვის მიწერილ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობის გაცემას სთხოვდა, დასასაბუთებლად მოყვანილია შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტარს წაკითხული ჰქონდა თუ არა დოკუმენტი, რომელსაც მან მხარი დაუჭირა, ცქიტიშვილი ამბობს, რომ იურისტებს შესაძლოა, განსხვავებული შეფასებებები ჰქონდეთ, თუმცა ამ საკითხზე იმსჯელა კომიტეტმა, დადო დასკვნა და სწორედ მის შესაბამისად იმოქმედა პარლამენტმა.

 

„ამ საკითხზე იმსჯელა კომიტეტმა, დადო დასკვნა და ამ დასკვნის შესაბამისად იმოქმედა პარლამენტმა. მე ვერ შევალ სამართლებლივ დეტალებში, იმიტომ, რომ მე იურისტი არ ვარ. ჩვენ განვიხილეთ, თუმცა არსებობს კომიტეტი, რომელიც ამ საკითხს უფრო კონკრეტულად განიხილავს. მოგეხსენებათ, ამ სფეროში არის ძალინ ბევრი დავა, სხვადასხვა საკითხებზე და შესაძლებელია, რომ ამ საკითხზეც დაობდნენ სხვადასხვა იურისტები, მე ვერ გეტყვით. ანა ნაცვლიშვილიც იურისტია და მას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი, პროკურატურისგან, პარლამენტისგან, პარლამენტის იურიუდიული კომიტეტისგან. მის კომპეტენციას ეჭვის ქვეშ ვერ დავაყენებ, თუმცა მე ვერ ვიკამათებ იურისტებთან ერთად სხვადასხვა საკითხებზე. პარლამენტის იურიდიული კომიტეტი აკეთებს სამართლებრივ შეფასებას, პარლამენტი აკეთებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მე მივიღე პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში მონაწილეობა, რომელიც დასაბუთებული იყო იურიდიული კომიტეტის დასკვნით, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეუჩერდეს იმუნიტეტი ნიკანორ მელიას და თავი იმართლოს სასამართლოში, არ გამოიყენოს იმუნიტეტი პოლიტიკურ შირმად, იმისთვის, რომ გაექცეს სამართლებლივ პასუხისგებას. რაზეც ქალბატონი ანა საუბრობს, არის მისი სუბიექტური მოსაზრება, რაზეც შეიძლება იურისტებმა გააგრძელონ დავა. მე მათ დავაში არ ჩავერევი, როგორც მინიმუმ, არ ვარ იურისტი“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

 

შეგახსენებთ, იურისტი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ პარლამენტისთვის მიწერილ წერილში, რომლითაც გენერალური პროკურორი დეპუტატ ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის პარლამენტს თანხმობის გაცემას სთხოვდა, დასასაბუთებლად მოყვანილია შეუსაბამო ან ბუნებაში არარსებული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოდან. ამის შესახებ ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იგი ხაზს უსვამს, რომ დოკუმენტში, რომელიც ჯერ პარლამენტის კომიტეტმა განიხილა და შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე გავიდა, სერიოზული ლაფსუსებია დაშვებული.





მსგავსი სიახლეები
"თავი შენ თვითონ გააკონტროლე"- ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს
"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით"
„მიუხედავად პოლიტიკაში გამოუცდელობისა, მას საკმაოდ დიდი უნარი აღმოაჩნდა, რომ წარმატებული ყოფილიყო - კალაძე საკმაოდ სერიოზულ ფიგურად ყალიბდება“
„ბლოკების მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის ალბათ ერთ მიზანს ემსახურება - პარლამენტში ერთკაციანი პარტიები შეტენონ“
არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
„არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში“
ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას
„20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს“
მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აქციაზე მივიდნენ
"დროა გავაცნობიეროთ, რომ კედლები და მავთულხლართები ვერ შეძლებს დააკავოს ადამიანის სწრაფვა განვითარებისკენ" - ქეთევან ციხელაშვილი
"მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ" - გიორგი გახარია
„მიშა რომ არ მოგაჯდეთ, უნდა იხელთოთ დრო, თავად მოაჯდეთ და გააჭენოთ! - აქეთ მიშა დაგთვლით, იქით ბიძინა და ბოლოს სალომე შეგიწყალებთ“
„თქვენ კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით - თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი“
აფხაზური დიპლომატია
„ახსოვს თბილისის ქუჩებს რობერტი - მიხვდა დონალდი, როგორი კაცი უნდა ჰყავდეს თანაშემწედ“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
დგას თუ არა მსოფლიო ახალი დიდი ომის წინაშე?!
"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და მასთან გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება პირი იყოს შეწყალებული"
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება" - გიორგი გახარია