კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა - ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა

მმართველ პარტიაში შეგუებულები არიან, რომ სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია. გადაწყვეტილია პრემიერის გამოცვლაც. “ქართულ ოცნების” ბაზაზე არსებული რამდენიმე დაჯგუფება ცდილობს, საკუთარი ფავორიტი გაიყვანოს პრემიერის პოსტზე. თბილისის მერი “ოცნებაში” ერთ-ერთ ყველაზე გავლენიანი ფიგურაა, კახა კალაძეს თავისი გუნდიც ჰყავს, მაგრამ ამ გუნდში ისეთი არავინაა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეტყვის, კალაძე კარგი პრემიერი იქნებაო. კახა კალაძემ “ოცნებას” თავი პრემიერად თავად შესთავაზა. ეს ცოტა ხნის წინ “ოცნების” დახურულ შეხვედრაზე მოხდა.

 

“ოცნებასთან” დაახლოებული წყარო “ახალ თაობასთან” საუბარში ამბობს, რომ მერმა პირდაპირ თქვა, ქალაქს ჩემი ხელი უკვე დავატყვე და ცუდი პრემიერი არ ვიქნებიო. აქამდე მას შინაგან საქმეთა მინისტრობა უნდოდა, თანაც საშინლად, მაგრამ ივანიშვილმა ცოცხალი თავით არ გაუშვა ამ უწყებაში შვილის ნათელ-მირონი. უთხრა, ისიც გეყოფა, 2012 წელს სამინისტრო რომ გამოგიცვალეო. ხელისუფლებაში “ოცნების” მოსვლის შემდეგ ივანიშვილმა კალაძე თავიდან ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშნა, მაგრამ მინისტრმა ქვა ააგდო და თავი შეუშვილა – ინფრასტრუქტურა ჩემი საქმე არ არისო.


დიდი წივილ-კივილით გადააყვანინა მან თავი ენერგეტიკის მინისტრად მთავარ მეოცნებეს. ენერგეტიკის სფეროში თბილისის მოქმედ მერს რომ ინტერესები აქვს, ეს ჯერ კიდევ იმ დროიდან იყო ცნობილი, როცა ის სააკაშვილთან დაახლოებული პირი იყო. ის იმდენად ახლოს იყო სააკაშვილთან, რომ ნაციონალების ბელადი, ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, პრეზიდენტად მისი კანდიდატურის დასახელებას აპირებდა. 2013 წლისთვის ქვეყანაში მთავარი პირი პრემიერი გახდებოდა, პრეზიდენტი კალაძე მას ხელს არ შეუშლიდა. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტობა კალაძემ თავად მოისურვა. იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი იხსენებდა, რომ თბილისის მოქმედმა მერმა მათ უთხრა, რომ პრეზიდენტობა სურდა. იმ დროს კალაძე ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი იყო. როგორც ადეიშვილი ყვება, მათ ეგონათ, რომ ფეხბურთელს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა სურდა, მაგრამ როცა ჩააზუსტეს, გაიგეს, რომ ქვეყნის პრეზიდენტობა ნდომებია.


თავმდაბლობა კალაძემ არც ამ შემთხვევაში გამოავლინა და განაცხადა, რომ ცუდი პრემიერი არ იქნება. სხვა ჩინოსნებისგან განსხვავებით, ის რაღაცას მაინც აკეთებს და ბახტაძეზე უკეთესი პრემიერი მაინც იქნება. თან არც ივანიშვილზე იქნება თავიდან ბოლომდე დამოკიდებული. “ოცნებასთან” დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, თბილისის მერმა თქვა, რომ გაპრემიერების შემთხვევაში მთავრობას თავისი გუნდის წევრებით დააკომპლექტებს და მათ მუშაობაზე იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენი წყაროს თქმით, კალაძე ირაკლი კობახიძესაც უპირებს მთავრობაში დასაქმებას.

 

 



„ახალი თაობა“






მსგავსი სიახლეები
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
„მე პირადად ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს, არც მოსალაპარაკებელი - ახლა არის სასჯელმოხდილი მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისუფლება, აკეთოს ის, რაც მოუნდება”
„სხვა საქმეზე ვიყავი კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს“
„მე მგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს" - მამუკა მდინარაძე
"დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, როგორც გონიერი და გამოცდილი, არ აჰყვება ემოციებს"
"ეს არის თავყრილობა, სადაც ადამიანები შავი ჭირივოთ ვერ იტანენ ერთმანეთს"- გოგა ხაინდრავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე
კორონავირუსის გამო, საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
„ირანული სტატისტიკა 10-ზეა გასამრავლებელი, იქ მასშტაბური ეპიდემიაა - ჩვენ კი სამშენებლო ბიზნესს, რომლის უკანაც რუსულ-ირანული ინტერესებია, ქვეყანას ვწირავთ!“
ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი - სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი“
გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ურჩევს, გაზფხულს დაელოდონ
"ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა მორიგი აქცია გამართა - ისინი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ
„ივანიშვილს პრემიერად იმიტომ ვეპატიჟებოდი, რომ ფული დაეხარჯა, შემდეგ კი დავიჭერდი“
„მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე სუბიექტი მიშას დიპსამსახურიდან - მერე გადახედეთ ქაცარავას, იზორიას და დონდუას ბიოგრაფიებს და მერე „იცირკაჩეთ“ შალიკოს „შტაბკვარწირაში“
„წარმოიდგინეთ შავი სიის მაგიდა, რომელსაც ახლა მერაბიშვილი დაემატა“- ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან
"რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი იყო"
„მერე პროკურატურა სასამართლოში საქმეს გაგზავნის და ვანოს სასამართლოში გამოიძახებენ - მაგრამ, ვანო ფა-ფუ!.. არც დაბრუნდება!“
"მგონია, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი არ მოვა" - ნინო ბურჯანაძე
"დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის?" - გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე
"ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად"- გიორგი გახარია კიბერშეტევაზე