მამუკა ბახტაძემ მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა

დიდგორის გამარჯვება იყო სახელმწიფოებრივი აზროვნების და პატრიოტიზმის უდიდესი გამოვლინება და ამავდროულად, სწორი და ძალიან ეფექტური სტრატეგიის რეალიზაცია, რომელიც საუკუნეების შემდგომაც სანიმუშოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დიდგორის ველზე დიდგორობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა მოქალაქეებს დიდგორობა მიულოცა.

 

„დიდგორის ველი, არის სიმბოლო ქართველთა სამხედრო დიდების, ჩვენი ერთიანობისა და ჩვენი თავისუფლებისა. საუკუნეების წინ, აქ ქართველთა ჯარმა დაამარცხა ძლევამოსილი და ურიცხვი მტერი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც "ძლევაი საკვირველი". დიდგორის ველი ქართველთა ერთიანობის, თავდადების და ჩვენი პატრიოტიზმის მაგალითია“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბრძოლა დღესაც გრძელდება და ის არის მუხლჩაუხრელი შრომა და ქვეყნის უანგარო სამსახური.


„უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს პატრიარქმა რამდენიმე ხნის წინ ბრძანა, რომ საქართველოსთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება. დიახ მეგობრებო, საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის დიდგორის ბრძოლა გრძელდება და ეს არის მუხლჩაუხრელი შრომა და უანგარო მსახური ჩვენი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, სწორი სტრატეგიით, ერთსულოვნებით, დიდი სიყვარულით, მუხლჩაუხრელი შრომითა და რაც მთავარია ერთსულოვნებით ჩვენ აუცილებლად გვექნება ერთიანი და წარმატებული სახელმწიფო, ისეთი ევროპული ყაიდის ძლიერი და წარმატებული სახელმწიფო, რომლისთვისაც ჩვენი დიდი წინაპრები და დავით აღმაშენებელი იბრძოდნენ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მთავრობის მეთაურმა დიდგორობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოწყობილი ხალხური რეწვის ნიმუშების და ხელნაკეთი ნივთების გამოფემა დაათვალიერა და ქართული საბრძოლო ხელოვნების წარმოდგენას დაესწრო.

 

დიდგორობის დღესასწაულზე საქართველოს აღმასრულებლი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და სასულიერო პირები იმყოფებოდნენ.





მსგავსი სიახლეები
სალომე ზურაბიშვილმა მონაწილეობა მიიღო სტრასბურგში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში
„მსგავსი ტიპის ღონისძიებების ჩატარების საკითხს მხოლოდ ერთი პირი ვერ გადაწყვეტს - ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან ერთად“
„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავი აარიდა პასუხს კითხვაზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს უკავშირდებოდა“
"სალომე ზურაბიშვილმა გააჟღერა ყველა ის გზავნილი, რომელიც არის დაკავშირებული ოკუპაციასთან"
"ევროპის საბჭო ის ადგილია, სადაც თანამშრომლობით ერთობლივ გამოსავალს ვპოულობთ"
"რუსეთმა საქართველოს სასარგებლოდ 10 მლნ ევრო უნდა გადაიხადოს"
"ყველაფერი, რაც საქართველოში ხდება, ხდება იმიტომ, რომ ტრამპის საწინააღმდეგოდ მომზადდეს ახალი პოლიგონი"
„კონგრესმენ მარკვეინ მალინის ბიოგრაფიაში არის ფინანსებთან დაკავშიირებული საკმაოდ პიკანტური ისტორიები“ - რას იძიებს კონგრესი ოკლაჰომელი მაჟორიტარის საქმიანობაში
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი ლევან იზორია გერმანიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა
დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სიტყვით მიმართა
ცოტა ვინმეს თუ ეპარება ეჭვი, რომ კონგრესმენთა მიერ ჩვენი მთავრობის „დაბომბვა“ მრისხანე წერილებით „ნაციონალების“ და მათი ამერიკელი ლობისტების ნამუშევარია
"თებერვლიდან რამდენიმე საერთაშორისო დონის ვიზიტი შედგება და კონგრესში ჩვენს მეგობრებს ყველაფერზე სრულ არგუმენტაციას მივაწვდით"
"კონგრესმენებთან სამუშაოა, ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო, რადგან წერილებში აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები"
"ჩვენი გეგმაა კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ რუსული დელეგაციის აღიარების საკითხი" - ირაკლი კობახიძე
„ნატოში მიღებაზე უპასუხისმგებლო დაპირებები ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს თავბრუს ახვევს და სამხრეთ კავკასიის რეგიონში სიტუაციას არასტაბილურს ხდის“
„საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა - ნაცრეჟიმი მოკვდა და აღარ დაბრუნდება, შეიგნეთ, თავიდან ვეღარ “შემოგვასაღებთ”, “ბატონებო”! ჩვენ არ ვართ თქვენი კოლონია, თქვენ არ ხართ “უფროსი ძმები”
„კონგრესმენების ეს წერილები საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე არ მოქმედებს - როცა არსებობს გარე დახმარება, თუ შიგნით ხალხის დიდი ნაწილი არ არის შენს მხარეზე, ვერაფერს მიაღწევ“
„თუ ვინმე კლოუნი და მასხარაა და ვაჭრობს "ქართულ ოცნებასთან", ეს ნამდვილად არა ვართ ჩვენ! ეს ხარ შენ - გიგა ბოკერია - ამის შედეგია - 800 000 ხმა, რომელიც ვაშაძეს დაუწერეს!“
“ჩვენ არ ვართ ლორა ტორტონისა და კრამერის საცდელი ლაბორტორია - ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და არავის წინაშე ამ ღირსებას არ დავთმობთ“
„ხომ არ ფინანსდებიან სხვა არხიდანაც ირიბად, რაც უნებლიედ, ანტიამერიკული და ანტიდასავლური განწყობის შექმნას უწყობს ხელს საქართველოში და რბილი ძალით ჩრდილოეთისკენ მიგვაქანებს“