"200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში"

„წარმოდგენილია კომპლექსური შედეგები. გარდა იმისა, რომ ქვეყანას აქვს ახალი ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, ხდება თანამედროვე პროექტების და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება, ჩვენ ვხედავთ, რომ 200-ზე მეტი ახალი კომპანია არის შექმნილი და 9 ათასზე მეტი ადამიანი არის დასაქმებული ამ პროექტებში. ეს ბუნებრივია ჩვენი ქვეყნის და თითოეული ოჯახის ეკონომიკაზე დადებითად აისახება",-ამის შესახებ განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საავტომობილო გზების დეპარტამენტის  6 თვის ანგარიშის წარდგენის დასრულების შემდეგ გააკეთა. 

 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ 6 თვის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2019 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, საზოგადოებას, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, ვიცე-პრემიერმა, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქარსელაძემ წარუდგინეს.  

 

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის  წევრები და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მსგავსი სიახლეები
„რუსეთი ძველებურადაა დაინტერესებული საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზებით“
„საქართველო არა მარტო ინვესტიციებისთვის და ბიზნესის კეთებისთვის არის საუკეთესო ქვეყანა, არამედ ის ღვინის სამშობლოცაა და ქართველები მასპინძლობით პირველები ვართ მსოფლიოში“
საქართველოს პრეზიდენტი ტოკიოში იაპონიის იმპერატორის, მისი უმაღლესობა ნარუჰიტოს ტახტზე ასვლის ცერემონიას დაესწრო
საქართველო პირველი ქვეყანაა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში, რომელთანაც გაერთიანებულმა სამეფომ სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, რომლის მიმართ დაინტერესებას უამრავი ქვეყანა იჩენს და წელს რეკორდული რაოდენობის დელეგატი მონაწილეობს“
"გვესმის, რომ სიღარიბის დონე საკმაოდ მაღალია და ქართულ ბიზნესს სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა"
„აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ "ქართული ოცნების" სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ახლახან ფაჩუჩები დაღრღნა“
„იმედი ვიქონიოთ, რომ ანაკლიის კონსორციუმს ეყოფა ნამუსი, არ შევიდნენ სასამართლო პროცესში, თუნდაც არბიტრაჟის სახით“
სალომე ზურაბიშვილი იაპონიაში ქართველ სპორტსმენს, ლევან გორგაძე-ტოჩინოშინს შეხვდა
სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ჩავიდნენ
ჟურნალისტებს შაქშაქეთის საგუშაგოდან ატოცში, საოკუპაციო ხაზის მიმართულებით გადაადგილების საშუალება მისცეს - შეიარაღებული ოკუპანტები პროცესს დურბინდებით აკვირდებიან
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში თურქეთის კონსულ მაქბულე ქოჩაკს მიმართავს და 2020 წლის არჩევნებისთვის მათი პარტიის მხარდაჭერასა და დახმარებას სთხოვს
„ჩვენი ძირითადი ვალდებულება და ფუნქცია, ვიდრე აქ ვართ, არის, ვემსახუროთ არა საკუთარ თავს, არამედ ხალხს“
„ინვესტორების მოძიების პრობლემა ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე დაიწყებოდა სისხლის სამართლის საქმე და დაიძაბებოდა ურთიერთობა ხაზარაძე-ჯაფარიძესა და მთავრობას შორის“
სოფელ ატოცის სიახლოვეს შეიარაღებულმა პირებმა საოკუპაციო ხაზის პერიმეტრი დატოვეს
„საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ყველაფერი კეთდება, რომ მშვიდად, განაგრძონ ჩვენმა მოქალაქეებმა ცხოვრება თავის მიწაზე“
„ესკალაციის საფრთხე დღესდღეობით არანაირად არ არსებობს, ატოცში შექმნილი ვითარება კონტროლს ექვემდებარება“
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
"განათლების სისტემური რეფორმა არ არის ის რეფორმა, რომელიც ერთ ან ორ წელიწადში ხელშესახებ შედეგს მოგვცემს"
„ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დეზინფორმაციაა და სინამდვილეს არ შეესაბამება“