საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ინვესტიციების მეშვეობით გაიზარდა

"კომერსანტი" (რუსეთი), 13 აგვისტო, 2019 წელი

 

დიანა გალიევა

 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საქართველომ ღრმა კრიზისი გამოსცდა, თუმცა 2000-იანი წლების დასაწყისში გატარებულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო კარგი საქმიანი კლიმატის შექმნას - ერთ-ერთ საუკეთესოს გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს შორის. ასეთი დასკვნა გააკეთეს რუსეთის მთავრობასთან არსებული ანალიტიკური ცენტრის ექსპერტებმა გამოკვლევაში „საქართველო: ეკონომიკური ზრდის თავისებურებანი“. ისინი უთითებენ, რომ 1990 წლიდან დაწყებული, 1994 წლისათვის ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 72,5%-ით შემცირდა (შედარებისათვის: სომხეთში - 53,4%-ით, აზერბაიჯანში - 52,5%-ით, უკრაინაში - 45,6%-ით). 2018 წლისათვის საქართველომ ჯერ კიდევ ვერ შეძლო საბჭოთა პერიოდის დროინდელი მშპ-ის მიღწევა, თუმცა ეს შეიძლება მოხდეს 2019 წლისათვის (პლუს 2,7% 1990 წლის მაჩვენებლებთან).

 

როგორც ანალიტიკურ ცენტრში აღნიშნავენ, ამჟამად საქართველო ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად ითვლება ინვესტიციების ჩასადებად. მსოფლიო ბანკის Doing Business-ის რეიტინგში ბიზნესის წარმოების პირობების მიხედვით საქართველო, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის, მეექვსე ადგილს იკავებს, რაც საუკეთესო მაჩვენებელია პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან მიმართებით (რუსეთი მხოლოდ 31-ე ადგილზეა).

 

გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ხელსაყრელი საქმიანი გარემოს შექმნა ქვეყანაში შესაძლებელი გახდა ეკონომიკური რეფორმების წყალობით, რომლებიც 21-ე საუკუნის დასაწყისში გატარდა: კერძოდ, ფისკალური რეფორმის შედეგად გადასახადების რაოდენობა 22-დან 8-მდე შემცირდა, დაიკლო დამატებითი ღირებულების გადასახადმა და ა.შ. ბიზნესის დაწყების გაიოლების მიზნით მიღებულ ზომებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ახალი კომპანიების დაარსების დროის შემცირება - სამ დღემდე. რეფორმების შედეგად, რომლებიც მსოფლიო ბანლმა პოსტსაბჭოთა სივრცეში საუკეთესოდ აღიარა, მშპ-ის ყოველწლიური მატების ტემპმა 2004-2007 წლებში 9,3% შეადგინა. ეს ბევრად არის დაკავშირებული საქართველოს ეკონომიკაში პირდაპირი ინვესტიციების ჩადების მატებით, რომელიც 334,9 მილიონი დოლარიდან 1,9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად მშპ - 8,4%-დან - 18,5%-მდე.

 

იმავდროულად, როგორც ანალიტიკურ ცენტრში აღნიშნავენ, 2013 წლიდან ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეყოვნება შეინიშნება - 2,8 - 4,8%-მდე წელიწადში, რაც, სხვათა შორის, ცუდ მაჩვენებლად არ ითვლება პოსტსაბჭოთა ქვეყნებისათვის. ამასთან ანალიტიკოსებს, როგორც გამოკვლევაშია ნათქვამი, განსახვავებული აზრი აქვთ საქართველოს მშპ-ის ზრდასთან მიმართებით 2019-2020 წლებში. საერთაშორისიო სავალუტო ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს მშპ-ის ზრდის მაჩვენებელი 0,1%-ით დაიკლებს, ანუ 4,6%-მდე, მაგრამ მოიმატებს 5%-მდე 2020 წელს. მსოფლიო ბანკში საქართველოს ეკონომიური ზრდის დაჩქარებას მიმდინარე წელს 4,6%-მდე პროგნოზირებენ, ხოლო 2019-2020 წლებში, შესაბამისად, 4,8% - 5%-მდე.

 

მოამზადა სიმონ კილაძემ





მსგავსი სიახლეები
განახლებული ბორდერიზაცია და ეკლესიიდან გატაცებული მოქალაქეები - რატომ დაიწყეს ოკუპანტებმა სიტუაციის დაძაბვა
ვინ აღვივებს კონფლიქტს საქართველოსა და სომხეთს შორის
რა ხდება გუგუტიანთკარში - ბოლო მოვლენები, ქრონოლოგია და მთავარი განცხადებები
ვის არ უშვებენ ქუთაისის აეროპორტიდან ევროპაში
სასიკვდილო ნაკბენი – რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს?
"ოცნება“ ახალ სიას წერს - ვის დატოვებენ პარლამენტის გარეთ
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ინვესტიციების მეშვეობით გაიზარდა
რა მასშტაბის აქციები გველის სექტემბრიდან
ბირთვული კატასტროფა რუსეთში, კრემლი ინფორმაციას მალავს - “ რუსეთს საკუთარი ფუკუსიმა გაუჩნდა”
კახა კალაძეს პრემიერობაზე გაუჩნდა პრეტენზია
აშშ საერთაშორისო დახმარებას დროებით ყინავს - როგორ აისახება ეს საქართველოზე
“გამორიცხულია ივანიშვილი პრემიერის თანამდებობაზე დაბრუნდეს”
რას უპირებდნენ თბილისს 2008-ში - “რამდენადაც მე ვიცი, თბილისი ათ კომენდატურად იყო გაყოფილი” - მაისაია
“არ მოგაგუდინებთ...” - რა უნდა პროკურატურას “ტვ პირველისაგან”
რა შემთხვევაში დაუწესდება სანქციები მედიას - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მთავარი ცვლილებები
შეცვლის თუ არა ივანიშვილი სექტემბერში მთავრობას და ვის დანიშნავს პრემიერად
“ხელისუფლებას დიდი რეორგანიზაცია სჭირდება” - ვახტანგ ძაბირაძე
"ივანიშვილმა 100 საწარმო ვერ შექმნა, მაგრამ პროკურატურას ბოლი გამოაშვებინა" - გია ხუხაშვილი
რატომ ვერ ლახავენ აბიტურიენტები ბარიერს გამოცდებზე
რუსებმა შავი ზღვის მეოთხედზე მეტი გადაკეტეს, საზღვაო მიმოსვლა პარალიზებულია