ბაკურიანში დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი ახალი საბაგირო აშენდება

დღეს ხელი მოეწერება უმნიშვნელოვანეს კონტრაქტს, რომლის მიხედვითაც ამ ულამაზეს ადგილზე ჩვენ ავაშენებთ სამ ახალ საბაგიროს", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში განაცხადა.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სამი ახალი საბაგირო ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე, თხილამურით და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის აშენდება. 

 

„როგორც რიგითი ქართველი ვარ ძალიან ამაყი, რომ საქართველო 2023 წელს უმასპინძლებს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში. ეს არის დიდი გამარჯვება და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობა. ამავე დროს, ეს ნიშნავს ძალიან დიდ ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ. მინდა მათ ამ ნდობისთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ამავე დროს, ეს ნდობა აჩვენებს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ, რომ საქართველოს აქვს სწორი, ეფექტური და მიზანმიმართული სტრატეგია ჩვენი ზამთრის კურორტების განვითარებისთვის. რა თქმა უნდა, მხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარება არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქართველო გახდეს წარმატებული ზამთრის კურორტების ქვეყანა. ამისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ გავზარდოთ ცნობადობა. მე ძალიან მიხარია, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და ორჯერ გავზარდეთ ტურისტების რაოდენობა ჩვენს ზამთრის კურორტებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი მთავრობისთვის მთის და ზამთრის კურორტების განვითარება არის ჩვენი მთავრობის უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა განვახორციელოთ მასშტაბური ინვესტიციები, რომ ჩვენი კურორტები იყოს მაღალი სტანდარტის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, კონტრაქტს ხელი ეწერება მსოფლიოს წამყვან კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან".

 

„ჩვენ კონტრაქტს ხელს ვაწერთ მსოფლიოს წამყვან კომპანიასთან ამ ინდუსტრიაში - ეს არის ავსტრიულ-შვეიცარიული კომპანია „დოპელმაიერი". ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი ჩვენი მხრიდან, რადგან, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენი კურორტების განვითარებაზე საქართველოში, ჩვენ აუცილებლად გვექნება უმაღლესი თამასა და ჩვენ ვითანამშრომლებთ მხოლოდ მსგავსი რანგისა და ხარისხის კომპანიებთან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

პრემიერის თქმით, აღნიშნული ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს მეტ ტურისტს და მეტ სამუშაო ადგილს ბაკურიანში.

 

„ჩვენი ტერიტორიის ორი მესამედი არის მთა და ეს არის უდიდესი სიმდიდრე, რომელიც გვაქვს და მას განსაკუთრებით უნდა გავუფრთხილდეთ. რამდენიმე დღის წინ მე საზოგადოებას მივაწოდე ინფორმაცია, რომ ჩვენ გვაქვს უფრო ამბიციური ამოცანა და საქართველოს ოლიმპიურმა კომიტეტმა გააკეთა განაცხადი, რომ ჩვენ ვუმასპინძლოთ 2025 წლის ოლიმპიადას ახალგაზრდებში. ეს არის ძალიან ამბიციური განაცხადი, რაც ნიშნავს, რომ ეს იქნება უდიდესი პასუხისმგებლობა ჩვენთვის, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიზანს მივაღწიოთ. საბოლოო ჯამში, 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში და 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიადა ემსახურება მთავარ მიზანს, რომ ჩვენ დავაგროვოთ გამოცდილება და ვუმასპინძლოთ ზამთრის ოლიმპიადას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. საქართველო ამას იმსახურებს და ქართველი ერი ამას იმსახურებს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ტურნირების მასპინძლობის შედეგად საქართველოს კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ, როგორც საუკეთესო ზამთრის კურორტების მქონე ქვეყანას. კიდევ ერთხელ მსურს მოგილოცოთ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის სტატუსი და გისურვოთ წარმატებები", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 





მსგავსი სიახლეები
„არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ!“
„თუ გსურთ ჩემი ბედნიერება‚ საქართველოში დაბრუნების ნება მიშოვნეთ‚ სხვა არა გამხდის-რა ბედნიერად“
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა
თბილისის საშიში უბნები - სიცოცხლისთვის სახიფათო „თამაშები“
„მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა - მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი“
„მილის დაზიანების გამო, ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივსა“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა - საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა“
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ - ამ იდიოტებმა კიდევ კანაფის ფესტივალიო“
როგორ „ერთობიან“ 13 -16 წლის ბავშვები დღეს - დაუყონვნებლივ მიმართეთ ნარკოლოგს ან ფსიქიატრს, რათა გამოირიცხოს სამომავლოდ მძიმე შედეგები
თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებული საპროტესტო აქცია ეროვნული ჰიმნით დასრულდა
ბარსელონას აეროპორტში ამ დროისათვის დარჩენილია საქართველოს 7 მოქალაქე - ისინი დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით
„თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა - ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას“
„ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წერილზე ასევე, აღმოჩნდეს მაკედონელის, ნაპოლეონის, სტალინის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკანორ მელიას და სხვა დიდი ადამიანების თითის ანაბეჭდები“
"გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს - უწმინდესი და უნეტარესი იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე და ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე“
ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომლის მიღებაც დაუშვებელია
„რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ - დიდია უფლის რწმენა, მე გადავრჩი”
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს