"გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება, იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც"

გუდამაყრის და არხოტის ხეობებს, შატილს და მუცოს მალე ინტერნეტი ექნება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მუცოს მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

 

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ასევე იგეგმება მცირე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, რაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ელექტროენერგიის პრობლემას გადაუჭრის.


„ჩვენ დავიწყეთ ინტერნეტიზაციის პროექტი. ინტერნეტი მალე იქნება ყველგან - გუდამაყრის ხეობაში, ამავე დროს ინტერნეტი ძალიან მალე იქნება შატილის თემში, აქ, მუცოში. არხოტის ხეობაში.


ძალიან დიდი პრობლემა დგას აქ ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურიდამ, როგორც დიდმა ქართველმა მამულიშვილმა დაინახა ამ უნიკალური ადგილის მნიშვნელობა და სწორედ ის იყო პირველი, რომელმაც დაიწყო მცირე ჰესის მშენებლობა არხოტის ხეობაში და ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მისი საქმე. სულ მალე ხეობაში აშენდება მცირე ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიით უზრუნველყოფს ყველას. ამ კუთხეს აქვს უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ადგილობრივ მცხოვრებლებს ჰქონდეთ ყველანაირი წინაპირობა იმისთვის, რომ აქ განავითარონ თავიანთი საცხოვრებელი ადგილები. ყველას გარწმუნებთ, რომ აქ ჩამოვა უზარმაზარი რაოდენობის ტურისტი“, - განაცხადა ბახტაძემ.





მსგავსი სიახლეები
„არც მე და არც ხატიას არანაირი სურვილი არ გვქონდა, ივანიშვილის გაჩენის დღე ყოფილიყო ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი თარიღი - ასე დაიბადა ნიკოლოზ კუპრავა ერთი დღით ადრე“
„ხელისუფლება რომ შეცვალო, იმაზე უკეთესი უნდა იყო, ან ჯერ არაფერი გქონდეს ჩადენილი და დაპირებები მაინც შეგეძლოს - ვის დავუჯეროთ გუბაზა გაუმაძღარს? შალვა ათასჯერ მიყიდულს?“
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია იერუსალიმის პატრიარქის, თეოფილე მესამის მიერ ორგანიზებულ ეკლესიათა მეთაურების შეკრებას არ დაესწრება
რეჟისორი გიორგი შენგელაია გარდაიცვალა
ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 770-ს მიაღწია
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
ქუთაისში ჭავჭავაძის ქუჩაზე, ბაზრის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია
„როცა სოროსის მიერ დაფინანსებული ლიბერასტი დაგიძახებთ რასისტს, ფაშისტს და ნაცისტს, ეს ააფარეთ სახეზე“
„შენ ისეთი ხარ, ჩემო უწმიდესო, გოლგოთაც რომ გეტკბილება! მე ვერ გიმსუბუქებ, მხოლოდ, ისიც ჩემი ეგოიზმისთვის, ცრემლით მისველდება სახე!“
ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. კეჩის ბაზრობა იწვის
„დღეს ჩემთან ნათელა მოვიდა - ნათელა მოთხრობიდან “ ნუ გააღვიძებ” და მეც, როგორც მოთხრობაში, თაფლი მომიტანა“ - ქეთი დუმბაძე
„დღეს არის უძღები შვილის დღე, მეუფე პეტრე მივიდეს პატრიარქთან და პატრიარქი დაუბრუნებს ხარისხს და დაბრუნდეს აქ“
„გაჩნდა ახალი კატეგორიის ქართველი, აგრესიული პროვინციელი - ეს არის საშინელება, მით უმეტეს, პროვინციალიზმი პოლიტიკაში ხომ კატასტროფაა“
„თუ არ შეწყვეტთ პატრიარქის დისკრედიტაციის მიზნით ამ ამორალურ შეურაცხყოფებს, პასუხი ხალხისგან იქნება ადეკვატური!“
„ვიცი ერთი, რომ ლამპრობა, სანამ ვარ, სულ ასე ტბილად მემახსოვრება - ნეტა წელს თუ დაანთეს ლამპარი გურიაში..“
„როდესაც მაცხოვარი იერუსალიმში ვირზე ამხედრებული შედიოდა, გზად ხალხი "ოსანას" შესძახოდა, ვირი კი დარწმუნებული იყო, რომ მას ესალმებოდნენ - სწორედ ამ ვირს ჰგავს მარგველაშვილი“
გორთან, ავტოსაგზაო შემთხვევისას, ერთი ადამიანი გარდაიცვალა
გუდაურში სამაშველო სამსახური დაკარგულ რუს ტურისტს ეძებს
„ევროკავშირის კომისია რომ ჩამოვა, უგულავას საქმესთან ერთად, კასრებში აღმოჩენილი ფაილებიც აჩვენონ, ფრიად ისიამოვნებენ, ნაცჯალათების ჩადენილი ქმედებით“
„ეს ღვთის განგებაა და შემთხვევითი არ არის, რომ სენი, რომელიც მოედო მთელს მსოფლიოს, საქართველოში არ არის“