ვაჟა-ფშაველას გამზირზე იონა ვაკელის ქუჩიდან მეტროსადგურ „დელისამდე“ მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ჯორჯიან თაიმსი" უცველედ გთავაზობთ:

 

"ჰოლივუდური ფილმის „Fast and Furious 9“ (ფორსაჟი 9) ეპიზოდის გადაღებების გამო, რომელიც 19 აგვისტოდან 20 სექტემბრამდე თბილისსა და რუსთავში იგეგმება, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე საგზაო მოძრაობის სქემები შეიცვლება. 


პირველ ეტაპზე, 18 აგვისტოს 07:00 საათიდან 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ვაჟა-ფშაველას გამზირი გადაიკეტება იონა ვაკელის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას ჩიხამდე, ანუ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკიდან (რესპუბლიკური საავადმყოფო) მეტროსადგურ „დელისამდე“. 


ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 24-საათიან რეჟიმში იმოქმედებს, ხოლო ქვეითთათვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება 21:00 საათიდან 07:00 საათამდე. 


შესაბამისად, მოძრაობა ცალმხრივად იქნება შესაძლებელი:  


- ნუცუბიძის ქუჩაზე ბუდაპეშტის ქუჩიდან თავაძის ქუჩამდე მონაკვეთში;


- თავაძის ქუჩაზე ნუცუბიძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით; 


დროებითი ცვლილებებიდან გამომდინარე, კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, მუნიციპალური ავტობუსები N21, N24, N34, N47, N49, N51, N54, N66, N87, N88 და N150 ვაჟა-ფშაველას გამზირიდან მეტროსადგურ „დელისთან“ იონა ვაკელის, ნუცუბიძისა და თავაძის ქუჩების გავლით მოხვდება. 


მიკროავტობუსები და ავტობუსები N63 და N99 მეტროსადგურ „დელისიდან“ ნუცუბიძის ქუჩას ვაჟა-ფშაველას გამზირისა და მარიჯანის ქუჩის მეშვეობით დაუკავშირდებიან, ხოლო ნუცუბიძის ქუჩიდან ბუდაპეშტის ქუჩაზე მისასვლელად, როგორც კერძო, ასევე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მათ შორის, ავტობუსები N6 და N89 იმოძრავებენ თავაძის ქუჩის, ყაზბეგის გამზირისა და იონა ვაკელის ქუჩის გავლით. 


საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელიც ცინცაძის ქუჩიდან ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით კარტოზიას ქუჩის გავლით მოძრაობდა, ვაჟა-ფშაველას გამზირს ვლადიმერ და არჩილ ასათიანების ქუჩისა და თამარაშვილის ქუჩის გავლით დაუკავშირდება, ხოლო ბერიტაშვილისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან კერძო ტრანსპორტი ვაჟა-ფშაველას გამზირზე ბუდაპეშტისა და ჭილაძის ქუჩების გავლით მოხვდება. 


კანდელაკისა და ბუდაპეშტის ქუჩებიდან იონა ვაკელის ქუჩისკენ მოძრაობა დაშვებული იქნება სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და სახანძრო-სამაშველო ბრიგადების სატრანსპორტო საშუალებებისთვის. 


თბილისის მერია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!"- ნათქვამია განცხადებაში.





მსგავსი სიახლეები
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ტელეკომპანია “რუსთავი-2“ განახლებული ბადით ხვალ გავა ეთერში
„ის საქართველო, ლაღი, ნიჭიერი, რომანტიული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზეხელაღებული, თავის უკანასკნელ ომში მოკვდა - ომში და არა ლოგინში!"
მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის მოზარდს „ნიუ ჰოსპიტალში“ ოპერაცია უტარდება
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა - პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა
„თუ გამომიცეკვოს, შენ ეცეკვე ჩემ მაგივრად და თუ რამე გაქვს მოპარული, ყველაფერს გაპატიებო - ეგ იყო და ეგ, ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ზურასთვის, მერე დაპატიჟებაზეც გიჭერდა“
ცხვირის ოპერაციისას გარდაცვლილი გოგონას საქმრომ თვითმკვლელობა სცადა
„ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების არა დახურვა, არამედ, რეაბილიტაცია იგეგმება“
„ისედაც გაჭირვებულებს გულს ხომ არ გაუხეთქავდა და ეტყოდა, უარეს გაჭირვებაში ჩავარდებითო?! არ ეტყოდა. კეთილი კაცია და იმიტომ!“
ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში გამოიდარებს
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები“ - ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს!
ბაბუშერას ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი
„გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ“
„ვეღარ ვუძლებ! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო!" - 14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდის მიმართვა მშობლებს
„ღმერთს მიანდე ყოველთვის ყველაფერი და შენს სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს“
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან და რუსთავიდან 230-მდე გამოძახება შევიდა
„ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს“
ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა
პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს