"დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, გუგუტიანთკარში მცხოვრებ მოქალაქეებს, აღმოვუჩინოთ დახმარება"

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყუილს და დეზინფორმაცაიას უწოდებს განცხადებებს, რომ სოფელ გუგუტიანთკარში ე.წ ბორდერიზაციის პროცესისი განახლების შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები არ ჩასულან.

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აბაშაში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, პრობლემის დაწყებისთანავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგემლები ადგილზე იყვნენ 24-საათიან რეჟიმში.

 

"ჩემი თხოვნით, იქ იმყოფებოდა როგორც ქეთი ციხელაშვილი, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი და სამწუხაროდ, ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ გრძელდება ე.წ ბორდერიზაციის პროცესი. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, იმ მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგეობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რათა როგორმე შევაჩეროთ ეს მტკივნეული პროცესი. რის საფუძველზე ამბობთ, რომ ეს საკითხი რომელიმე ფორმატში კრიტიკულად არ დავსვით?! რამდენიმე დღის წინ გაეროში ჩატარდა უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, რომელზეც იმსჯელეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე. გაეროს ტრიბუნა არის ყველაზე მაღალი ტრიბუნა, სადაც ეს პრობლემა შეიძლება დაისვას. თქვენ აგრძელებთ დეზინფორმაციის კამპანიას. ჩვენი უწყებები პირველივე დღიდან იყვნენ იქ და იმყოფებოდნენ ჩვენი მოქალაქეების გვერდით",- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.





მსგავსი სიახლეები
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
„მე პირადად ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს, არც მოსალაპარაკებელი - ახლა არის სასჯელმოხდილი მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისუფლება, აკეთოს ის, რაც მოუნდება”
„სხვა საქმეზე ვიყავი კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს“
„მე მგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს" - მამუკა მდინარაძე
"დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, როგორც გონიერი და გამოცდილი, არ აჰყვება ემოციებს"
"ეს არის თავყრილობა, სადაც ადამიანები შავი ჭირივოთ ვერ იტანენ ერთმანეთს"- გოგა ხაინდრავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე
კორონავირუსის გამო, საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
„ირანული სტატისტიკა 10-ზეა გასამრავლებელი, იქ მასშტაბური ეპიდემიაა - ჩვენ კი სამშენებლო ბიზნესს, რომლის უკანაც რუსულ-ირანული ინტერესებია, ქვეყანას ვწირავთ!“
ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი - სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი“
გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ურჩევს, გაზფხულს დაელოდონ
"ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა მორიგი აქცია გამართა - ისინი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ
„ივანიშვილს პრემიერად იმიტომ ვეპატიჟებოდი, რომ ფული დაეხარჯა, შემდეგ კი დავიჭერდი“
„მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე სუბიექტი მიშას დიპსამსახურიდან - მერე გადახედეთ ქაცარავას, იზორიას და დონდუას ბიოგრაფიებს და მერე „იცირკაჩეთ“ შალიკოს „შტაბკვარწირაში“
„წარმოიდგინეთ შავი სიის მაგიდა, რომელსაც ახლა მერაბიშვილი დაემატა“- ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან
"რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი იყო"
„მერე პროკურატურა სასამართლოში საქმეს გაგზავნის და ვანოს სასამართლოში გამოიძახებენ - მაგრამ, ვანო ფა-ფუ!.. არც დაბრუნდება!“
"მგონია, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი არ მოვა" - ნინო ბურჯანაძე
"დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის?" - გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე
"ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად"- გიორგი გახარია კიბერშეტევაზე