ტურიზმის პოლიციური უსაფრთხოება - აბსტრაქტი

ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორი თამარ მესხიშვილი აცხადებს, რომ ტურიზმის უსაფრთხოება დღეს მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს. ტურიზმი ეხმარება სახელმწიფოში ეკონომიკის განვითარებას. მაგრამ ამისათვის საჭიროა არა მხოლოდ დასვენებისა და გართობის ადგილების მოწყობა, რამედ აქ დამსვენებელთა უსაფრთხოების უზრუნველყოფაც.

 

უსაფრთხოება - ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც გარკვეული ობიექტი არ ექვემდებარება ნეგატიურ ზეგავლენას, ანდა წარმატებით ეწინააღმდეგება მას. ტურზიმში ასეთ ქმედებას განეკუთნება კომერციული, ინფორმაციული, ტექნიკური, იურიდიული, ეკოლოგიური და პიროვნების ფიზიკური უსაფრთხოება. სამედიცინო სერვისული საერთაშორისო კომპანიის International SOS მიერ შედგენილი რეიტინგის მიხედვით დადგენილია 2017 წელს ამოგზაუროდ ყველაზე სახიფათო ქვეყნების ნუსხა. ასე, ჯანმრთელობისათვის ყველაზე სახიფათო ქვეყნების რიცხვს მიკუთნებულია ლიბია, მალი, სამხრეთ სუდანი, იემენი, სირია, ავღანეთი და ვენესუელა. ამას გარდა მიმოხილვაში განსაკუთრებით არის ხაზგასმული ქვეყნები, სადაც „სწრაფად ვითარდება ვარიაციული რისკები“ - ბრაზილია, ჩინეთი, ნდოეთი, ყაზახეთი და რუსეთი. გარდა ამ ქვეყნებისა, რეიტინგში მოხვდა ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორებიც არიანსაფრანგეთი, ბელგია და თურქეთი, სადაც 2016-2017 წლებში მოხდა ტერორისტული აქტები.

 

რა თქმა უნდა, ასეთ რეიტინგებზე დაყრდნობა შეიძლება, მაგრამ ამ ინფორმაციის საკუთარი მოგზაურობისათვის საფუძვლად დადება ნამდვილად არ ღირს, ვინაიდან დღეს ყველაზე უფრო სახიფათოთა რიგში ხშირად ხვდებიან მასიური ტურისტული ნაკადების მქონე ქვეყნები, მაგალითად, ტაილანდი და ბულგარეთი. მოცემულ შემთხვევაში მუშაობს შემდეგი დამოკიდებულება: რაც უფრო მეტი ადამიანი ისვენებს ამა თუ იმ კურორტზე, მით მეტია სახიფათო შემთხვევების რიცხვი. რეიტინგების შედგენის პროცესში ამ პრინციპით ხშირად უსარგებლიათ სადაზღვევო კომპანიებს. მაგრამ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ყველასგან მივიწყებული კურორტი უხიფათო გამოვა დამსვენებლების არყოლის გამო.

 

საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების გარდა, სახიფათო ქვეყნების საკუთარ სიებს თვით სახელმწიფოს ქმნის, რათა უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხისგან. ამ დროს სახელმწიფო განსხვავებულ კრიტერიუმებს იყენებს, რომლებიც, როგორც წესი, დამოკიდებულია სახელმწიფოს მიერ გატარებულ საგარეო და შიდა პოლიტიკაზე. ასე მაგალითად, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა იმ ქვეყნების სია, სადაც, მისი დიპლომატების აზრით, არ არსებობს ტერორიზმის საფრთხე. ამ სიის პირველ ათეულში შევიდნენ: ირლანდია, უნგრეთი, მალტა, ისლანდია, ახალი ზელანდია, ფიჯი, ტუვალუ, ბუტანი, შვეიცარია და ჩილე. ამავე ბრიტანელი დიპლომატების მიერ შედგენილ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების  სიაში შევიდნენ: საფრანგეთი, ესპანეთი, ბელგია, ტუნისი და თურქეთი. თურქეთში გამგზავრების მსურველ თანამემამულეებს ბრიტანელი დიპლომატები ურჩევენ, არ მიუახლოვდნენ სირიის საზღვარს 10 კმ მანძილზე უფრო ახლოს და, შეძლებისდაგვარად, შეიკავონ თავი ანკარასა და სტამბულში ჩასვლისაგან. 

 

ტერორიზმის მზარდ საფრთხესთან ერთად საერთაშორისო ტურიზმის უსაფრთხოების კრიტერიუმებად შესაძლოა მოგვევლინონ: სამედიცინო მომსახურების ხარისხი, ეკოლოგიური მდგომარეობა, სეისმური აქტივობა ანდა სხვა სტიქიური ხასიათის მქონე საფრთხე, ტრანსპორტის ავარიულობა და ქუჩის კრიმინალიზაციის დონე. უკანასკნელი კრიტერიუმის აქტუალურობა საერთაშორისო ტურიზმის სფეროში კარგად გამოვლინდა 2016 წელს ბრაზილიაში ჩატარებული ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილია ითვლება ტურიზმისათვის ამ მხრივ უსაფრთხო ქვეყნად, 2016 წლის ზაფხულში ქუჩაში გასეირნება სახიფათო გახდა არა მარტო ჩასული ტურისტების, არამედ თვით ბრაზილიელებისთვისაც. მეტიც, საფრთხე არა ერთხელ დამუქრებია თვით სპორტსმენების სიცოცხლეს. შეჯიბრებების დროს არაერთხელ დაფიქსირებულა ადგილობრივი მოსახლეობის ყაჩაღური თავდასხმები ტურისტებსა და სპროტსმენებზე ფულის, ძვირფასეულობისა და სხვა ქონების წართმევის მიზნით. უნდა აღინიშნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არ განხორციელებულა არც ერთი პრევენციული ზომა, მათი მონაწილეობა მხოლოდ უსიტყვო დაკვირვებით შემოიფარგლა ტურისტებისა და სპორტსმენების მასიური თავშეყრის ადგილებში. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ მასშტაბური სპორტული ღონისძიებების ჩატარების პროცესში არც ერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი შემთვევები არ დაფიქსირებულა, მათ შორის სოჭის ოლომპიადაზეც, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ამ მხრივ სახიფათო ქვეყნების სიაშია შეყვანილი. არც ტურისტებს და, მით უმეტეს, არც სპორტსმენებს არ შექმნიათ საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. 

 

დღეს ესპანეთში, რუსეთში, ლატვიაში, თურქეთში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, ეგვიპტეში, ტაილანდში და შრი-ლანკაზე მუშაობს ტურისტული პოლიცია - რომელიც ცალკე ქვედაჯგუფებას წარმოადგენს. ტურისტული პოლიციის ძირითად ამოცანებს მიეკუთნება:

 

სხვა ქვეყნის მოქალაქეებისათვის კომფორტული და უსაფრთხო პირობებების შექმნა;

საფეხმავლო ზონების პატრულირება ტურისტების მასობრივი თავშეყრის ადგილებში;

ტურსიტების კონსულტაცია სხვადასხვა ისტორიული და კულტურული საკითხის გარშემო;

ტურისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და გახსნა;

დაკარგული ანდა დაზიანებული დოკუმნეტაციის, დაბლოკილი კარტების  ძებნასა და აღდგენაში ტურისტებისათვის ქმედითი დახმარების აღმოჩენა;

თარჯიმნის ფუნქციის შესრულება უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სახელმწიფო, საგამოძიები ორგანოებში თუ  პროკურატურაში მიმართვის შემთხვევაში.

ამდენად, მოცემული სტრუქტურა წარმოადგენს შუამავალს ტურისტებსა და კანონის წარმომადგენლებს შორის. 

 

თუ დავეყრდნობით საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო შემთხვევების დადგომის სიხშირის მიხედვით შედგენილ რეიტინგს უკანასკნელი სამი წლისათვის (2015, 2016, 2017 წწ), ყველაზე ხშირად ტურისტებს უსიამოვნება შეიძლება შეემთხვათ ხუთ ქვეყანაში: ბულგარეთი, ესპანეთი, ტაილანდი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები და თურქეთი. ამ ქვეყნებში დასვენების საფრთხე დაყვანილია ტურისტების ჯანმრთელობის შენარჩუნების პირობების უქონლობამდე. ჩამოთვლილ ქვეყნებში ხშირია ქრონიკულ დაავადებათა წარმოქმნისა და ტრავმატიზმის შემთხვევები. 

 

ტურიზმის უსაფრთხოების პრობლემები „დიდი ვაშლსაც“ არ ასცდა. ქალაქ ნიუ-იორკში, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ითვლებოდა მსოფლიოს კრიმინალურ დედაქალაქად,  კრიმინალთან ბრძოლის ერთერთ მეთოდად ტურისტების მიერ ზოგიერთი პოპულარული ადგილის დათვალიერებაზე უარის თქმა ითვლება. საკუთრი უსაფრთხოების გამო ტურისტებს რეკომენდაციას აძლევენ, არ ისარგებლონ მეტროპოლიტენის მომსახურებით ღამის საათებში და არ ისეირნონ ქალაქის განაპირა რაიონების - სამხრეთ ბრონქსის, ჰარლემისა და ბოუერის ქუჩებში. აირჩიონ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი - ყვითელი ტაქსი და წინასწარ შეამოწმონ, ემთხვევა თუ არა მძღოლის გამოსახულება პირადობის მოწმობაზე გამოხატულს. ჟენევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილს წარმოადგენს ქალაქის ცენტრი, მაგრამ აქაც უნდა იქნას გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები (ნაღდი ფულის კუპიურების დემონსტრირება, უცნობებთან აუბარი და სხვა). ზუსტადაა ცნობილი დიდ ქალაქების საფრთხეების შემცველი უბნები და ადგილები: ბერლინში ეს არის კროიცბერგი, სადაც განლაგებულია უამრავი ტერორისტული ისლამური და ანტიისლამური ორგანიზაციის შტაბ-ბინა, მეხიკოში - ტეპიტოს ბაზარი და ჩაპულტეპეკის პარკი, კოპენჰაგენში - ჰიპპების დამოუკიდებელი „სახელმწიფო“, ქრისტიანია და ა. შ. ამ ქალაქებში უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფა იწყება ტურაგენტების მიერ მათი გაფრთხილებითა და ინსტრუქტაჟით იმის შესახებ, სად და რის გაკეთებაა სახიფათო. 

 

ტურიზმისათვის ადაპტირებული ქვეყნების რიცხვის გაზრდის მიზნით  ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებისა და კომფორტული პირობების უზრუნველსაყოფად აუცილებლად მიგვაჩნია შემდეგი ზომების გატარება:

 

ქვეყნებში, რომელთაც გააჩნია ტურისტული მომსახურების ბაზარი, ტურისტული პოლიციის შექმნა და განვითარება;

ტურისტებისათვის აერო, სამდინარო და საზღვაო პორტებში, სარკინიგზო სადგურებსა და სხვა სასაზღვრო გამშვებ პუნქტებში  საინფორმაციო პუნქტების შექმნა ტურისტებისათვის კონსულტაციებისა და სხვა დახმარების გაწევის მიზნით;

ბუკლეტების, ბროშურებისა და სხვა ბეჭდური პროდუქციის გამოშვება არა მხოლოდ მიმზიდველი ტურისტული ობიექტებისა და ადგილების აღწერილობით, არამედ  ინფორმაციით სახელმწიფოს ტრადიციებისა და ისტორიის, ქცევის წესებისა და ადგილობრივ მოსაახლეობასთან შესაძლო კონფლიქტის მაპროვოცირებელი ქცევებისა და სტრესული სიტუაციების  შესახებ;

კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მიღება ტაქსის ძღოლების, სასტუმროს, რესტორანის, მაღაზიის მოსამსახურე პერსონალის მიერ ტურისტების მოტყუების შემთხვევაში მათთვის სასჯელის გამკაცრების შესახებ;

მოთხოვნების გამკაცრება ტურისტული ფირმების მიერ ადამიანების ორგანიზებული გადაყვანისათვის გამოყენებული ავტოტრანსპორტის სანდოობისა და უსაფრთხოების მიმართ. 

 

სამოგზაუროდ წასვლის წინ ყველა ტურისტმა უნდა შეისწავლოს მოსალოდნელი დასვენების ქვეყანაში არსებული კანონების, ადათ-წესებისა და ქცევის ნორმების თავისებურებანი, რაც მოამზადებს მას მოსალოდნელი აკრძალვებისათვის და მისცემს საშუალებას, თავი აარიდოს უსიამოვნო სიტუაციებს. ყოველივე ეს, ტაქტიან საქციელთან ერთად, საშუალებას აძლევს ტურისტს, შეერწყას გარემოს და არ გამოიწვიოს კანონის ადგილობრივი დამრღვევების განსაკუთრებული ინტერესი.

 

 

 

 





მსგავსი სიახლეები
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ტელეკომპანია “რუსთავი-2“ განახლებული ბადით ხვალ გავა ეთერში
„ის საქართველო, ლაღი, ნიჭიერი, რომანტიული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზეხელაღებული, თავის უკანასკნელ ომში მოკვდა - ომში და არა ლოგინში!"
მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის მოზარდს „ნიუ ჰოსპიტალში“ ოპერაცია უტარდება
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა - პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა
„თუ გამომიცეკვოს, შენ ეცეკვე ჩემ მაგივრად და თუ რამე გაქვს მოპარული, ყველაფერს გაპატიებო - ეგ იყო და ეგ, ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ზურასთვის, მერე დაპატიჟებაზეც გიჭერდა“
ცხვირის ოპერაციისას გარდაცვლილი გოგონას საქმრომ თვითმკვლელობა სცადა
„ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების არა დახურვა, არამედ, რეაბილიტაცია იგეგმება“
„ისედაც გაჭირვებულებს გულს ხომ არ გაუხეთქავდა და ეტყოდა, უარეს გაჭირვებაში ჩავარდებითო?! არ ეტყოდა. კეთილი კაცია და იმიტომ!“
ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში გამოიდარებს
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები“ - ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს!
ბაბუშერას ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი
„გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ“
„ვეღარ ვუძლებ! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო!" - 14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდის მიმართვა მშობლებს
„ღმერთს მიანდე ყოველთვის ყველაფერი და შენს სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს“
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან და რუსთავიდან 230-მდე გამოძახება შევიდა
„ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს“
ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა
პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს