შინაგან საქმეთა სამინისტრომ თემქაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1962 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 5 სექტემბერს თბილისში, თემქაზე,  თავის ძმის ცოლს - 1957 წელს დაბადებულ გ.პ.-ს,  ანგარების მოტივით,  ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით, თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.



სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.



ასევე, მიმდინარეობს აღნიშნულ დანაშაულის სხვა შესაძლო დანაშაულებრივი  გარემოებების დადგენა და ბრალის დაზუსტება.


ამ დროისთვის გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით,  რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.





მსგავსი სიახლეები
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე 4 პირი დააკავა
„საჯაროდ ვაცხადებ, რომ ელისო კილაძე მიზანმიმართულად აქეზებდა და აქეზებს მალხაზ მაჩალიკაშვილს იოსებ გოგაშვილის წინააღმდეგ - მივმართავ გენპროკურატურას, დაიწყოს გამოძიება და დამკითხოს“
სოსო გოგაშვილი მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის დაკითხვას ითხოვს
„ტელეფონი გამოუტანა განვადებით, თურმე ამას დაულომბარდებია - ამის გამო მამამ შენიშვნა მისცა, ეს არ აპატია და მძინარეს სანადირო თოფით ესროლა“
ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება - გასაღების ორი ფაქტი გამოავლინდა, რაზეც ორი კომპანიის ხელმძღვანელი დააკავეს
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ლიბერიის დროშის ქვეშ მცურავ გემზე მომხდარ თავდასხმას და საქართველოს მოქალაქეების გატაცებას ადასტურებენ
ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ნიკოლოზ ხადურს აღკვეთი ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა
„თუ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, უნდა გამოვიძიოთ - არასწორია არგუმენტი, რადგან საარჩევნო წელია, ჩადენილი დანაშაული არ გამოვიძიოთ“
გუდაურში მომხდარი მკვლელობის საქმის ექსკლუზიური დეტალები
პოლიციამ სამტრედიაში ცოლის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
სოფელ ყარაჯალართან, დამწვარ ავტომანქანაში ტაქსის მძღოლის ცხედარი იპოვეს
ვინ არის გუშინ სასტიკად მოკლული 22 წლის ბიჭი და რა გახდა სისხლიანი გარჩევის მიზეზი
გუდაურში მომხდარი მკვლელობის და დაჭრის ფაქტი გახსნილია - დაკავებულია ერთი პირი
„კატეგორიულად მოვითხოვ, გია კრიალაშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლოთ მერაბიშვილი - მას მთავარ დანაშაულზე ჯერ პასუხი არ უგია!“
„გიგილოს ამ 48 მილიონის გაფლანგვაზე რომ გაიგიჟეს თავი, ვინმეს გახსოვთ ე.წ ''სამართალდამცავ ორგანოების განვითარების'' და ''ქართული არმიის განვითარების'' ფონდების საქმიანობა?“
სოფელ ყარაჯალაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ახალგაზრდა კაცი დააკავა - მოკლულის ყოფილი მეუღლე
გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს - დაჭრილია კიდევ ერთი პირი
თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განცხადებას ავრცელებს
პოლიციამ არასრულწლოვანი გოგონასთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით მარნეულში 1 პირი დააკავა