"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა"

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურად იზრდება ადგილობრივი ინვესტიციის მოცულობა, რაც 2018 წლის წლიური სტატისტიკის შედეგმაც დაადასტურა. ჩემთვის, როგორც საქართველოს ეკონომიკის მინისტრისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მეწარმემ, ქართველმა ინვესტორმა, მიუხედავად გარკვეული შიდაპოლიტიკური გამოწვევებისა, ირწმუნა, რომ საქართველოს ეკონომიკა მიმზიდველია და დებს ფულს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში. პირველ რიგში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

 

2019 წლის პირველ ნახევარში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის კომენტირებისას, მინისტრმა განაცხადა, რომ განახლებული საინვესტიციო პოლიტიკის წყალობით შესაძლებელი გახდა, 2019 წელს ძალიან მიმზიდველი საინვესტიციო პორტფელის მომზადება.

 

„საუბარია 3,5 მლრდ. ლარის ინვესტიციაზე ენერგეტიკაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში და სხვ. ეს არის რეალური პროექტები, რომელთა განხორციელებაც წელს მალე დაიწყება ან უკვე დაწყებულია და აისახება მომავალი წლის სტატისტიკაში. მათ შორის, ისეთი მსხვილი პროექტები, როგორიცაა ენერგეტიკაში „ნამახვანიჰესი", რომლის მშენებლობაც წლის ბოლომდე დაიწყება და დაახლოებით 1 მლრდ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. ასეთი პროექტია ქუთაისში, სადაც რეგიონში პირველი ელექტრომობილების ქარხნის მშენებლობაც დაწყებულია და ა.შ. აღნიშნული ინვესტიცია 2020 წლის სტატისტიკაში აისახება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 თებერვლის 17:00 საათისთვის
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს
„2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე - იმის განიუსება, რომ აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება“
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს"
„დარწმუნებული ვარ, აქაური ცალკეული საექსპერტო ჯგუფები და არასამთავროები დაიწყებენ იმის ტირაჟირებას, რომ წელს, პირველ კვარტალში, ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატი გაურესდება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით"
საქართველოში უმუშევრობა შემცირდა - საქსტატი
"უმუშევრობის დონის შემცირება არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა"- გიორგი ცუცქირიძე
ქართული ავტო-ლიფტი - პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 თებერვლის 17:00 საათისთვის
Forbes: საქართველო 2020 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის
ვითიბი ბანკის ავტომბილით უზრუნველყოფილი სესხის პირობები გაუმჯობესდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 თებერვლის 17:00 საათისთვის
2022 წელს საქართველო, ბერლინში, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა – ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება
"ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას"
"იანვარი შთამბეჭდავი ზრდის ტემპით დაიწყო" - მარიამ ქვრივიშვილი
„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის TOP 10 ნეგატიური შედეგი
ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოებია წარმოდგენილი