საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ზაზა ფაჩულიას მიერ კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ზაზა ფაჩულიას მიერ კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს:

 

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია თავისი დაარსების დღიდან ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად მიიჩნევს ვეტერან კალათბურთელებზე ზრუნვას და მათ მიერ ეროვნულ ნაკრებსა თუ საზოგადოებრივ ასპარეზზე ქვეყნისა და კალათბურთის პოპულარიზაციისათვის გაწეული დიდი შრომის ღირსეულ დაფასებას. ფედერაციის სტრუქტურებში შექმნილია სპეციალური ვეტერანთა დახმარების ფონდი. ვეტერანი კალათბურთელები მათი სურვილიდან გამომდინარე იღებენ მონაწილეობას ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში. ჩვენი საერთო მიზანია, მათ მიერ ქვეყნისათვის გაწეული სამსახურის მომავალი თაობებისათვის მართებულად მიწოდება, რამეთუ ისინი აღიზარდონ იმ ფასეულობების ერთგულ ადამიანებად, რაც დაამკვიდრეს და არაერთხელ დაანახეს ჩვენმა კალათბურთელებმა საერთაშორისო თუ საქართველოს საზოგადოებას.

 

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში დაამთავრეს თამაში ქართული კალათბურთის ოქროს თაობის ბიჭებმა. მათი და ფედერაციის თანამშრომლების უდიდესი შრომისა და თავგანწირვის შედეგია ის, რომ ქართული კალათბურთი უკვე ზედიზედ მეხუთედ არის წარმოდგენილი ჩვენი კონტინენტის უმთავრეს ღონისძიებაზე, ევროპის ჩემპიონატზე. საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ მოიპოვა უფლება, უმასპინძლოს ევროპის 2021 წლის ჩემპიონატს თბილისში. ტარდება მრავალი საერთაშორისო ტურნირი და ქართული კალათბურთი გახდა ანგარიშგასაწევი ძალა როგორც საერთაშორისო ჩემპიონატებზე, ასევე FIBA-ს სტრუქტურებში. ეს ჩვენი საერთო წარმატებაა!

 

რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ორგზის ჩემპიონმა ზაზა ფაჩულიამ დაასრულა მოთამაშის საკალთბურთო კარიერა, რაც ერთმნიშვნელოვნად გულდასაწყვეტი ინფორმაციაა ქართული სპორტის ქომაგებისა და მთელი საზოგადოებისთვის. ზაზა წლების განმავლობაში იყო იმ ფორმაციის ნაკრების კაპიტანი, რომელმაც ამდენი სიხარული და წარმატება მოუტანა ქართულ კალათბურთსა და ქართველ ხალხს. ფასდაუდებელია მისი, ვიქტორ სანიკიძის, მანუჩარ მარკოიშვილისა და სხვათა ღვაწლი (სამწუხაროდ მათაც დაუდგათ აქტიურ კალათბურთთან განშორების დრო) ჩვენი ქვეყნისა და სპორტული სამყაროს წინაშე. სწორედ მათ მაგალითზე, თავდადებულ შრომისმოყვარეობაზე, ქვეყნის სიყვარულსა და პროფესიონალიზმზე დაყრდნობით უნდა აღვზარდოთ ჩვენი მომავალი თაობა. საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია გეგმავს და განახორციელებს მთელ რიგ ღონისძიებებს, რათა მთელმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახოს მათ მიერ განვლილი სპორტული გზა. დავაფასოთ და მომავალ თაობებს დავანახოთ, თუ რამხელა შრომისა და თავდადების ხარჯზე არის შესაძლებელი წარმატებების მიღწევა, რომ მხოლოდ თავიანთი პირადი სურვილების მეორე პლანზე გადაწევით, თავმდაბლობითა და სამშობლოს დიდი სიყვარულით არის შესაძლებელი მაღალი მწვერვალების დაპყრობა და ხალხის სიყვარულის მოპოვება!

 

ჩვენო ზაზა, ჩვენთვის დიდი პატივია შენი ღვაწლის დაფასება ქართული კალათბურთის წინაშე და მიგვაჩნია, რომ აუცილებელია სათანადო ღონისძიებების მოწყობა, რომლის ფორმატისა და თარიღების შესახებ უახლოეს მომავალში ყველა ერთად უნდა ჩამოვყალიბდეთ და ვაცნობოთ საზოგადოებას. დიდი მადლობა ზაზა! დიდი მადლობა, ბიჭებო!“ - აღნიშნულია მიმართვაში.





მსგავსი სიახლეები
„საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბებს, რომ ჩემთვის მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოეცათ“
ბექა ლომთაძემ ფინალში რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა
გენო პეტრიაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა
პარიზის მსოფლიო ველორბოლის გამარჯვებული ქართველი ალექსანდრე გეგეჭკორი გახდა
ბევრ მწვრთნელს მაგალითად მოუყვანია შენგელიას საგოლე ალღო, მაგრამ იმასაც დასძენდნენ, ეს არ ისწავლება, გოლს შენგელიასავით უნდა გრძნობდეო.''
ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონია! ოქროს მედალი 12 წლის შემდეგ
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში ევროპის ჩემპიონატზე 6 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა
ქალაქ თბილისის საკრებულომ საქართველოს “ახალგაზრდული ბიზნეს თასის” პრეზენტაციას უმასპინძლა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ზაზა ფაჩულიას მიერ კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს
საქართველოს ნაკრები რაგბიში შოტლანდიასთან ანგარიშით 10:44 დამარცხდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით, მამუკა გორგოძე რაგბის 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას
რისთვის სჯიან „დინამოს“ - ბანერი, რომელიც ადრე უეფას არ გაუპროტესტებია
თბილისის „დინამოს“ სანქციები დაეკისრა - საპასუხო შეხვედრას თბილისში ცარიელ სტადიონზე ჩაატარებს
თბილისის „საბურთალომ“ ერევანში „არარატ-არმენია“ 2:1 დაამარცხა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფინალში რუსი ანდრეი რუბლიოვი დაამარცხა და ჰამბურგის ტურნირის ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა
ამხანაგურ მატჩზე რაგბიში, რომელიც 27 აგვისტოს თბილისში უნდა გამართულიყო, რუსეთის ნაკრებმა უარი განაცხადა
საქართველო იქნება ერთ-ერთი ქვეყანა, სადაც 2021 წელს კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება
ევროპის თამაშებზე ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა ფინალი რუსეთის წარმომადგენელს ინალ ტასოევს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა
ევროპულ თამაშებზე სამბისტმა ლევან ნახუცრიშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა
რუსმა დეპუტატმა იგორ ლებედევმა ფიფას მოუწოდა, ქართველი ფეხბურთელების მიმართ შესაბამისი ზომები გაატაროს