„ეს გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის - თუ მისი ხელისუფლება არ დათანხმდება, ამას აშშ–ში ნაციონალების მხარდამჭერი ჯგუფი „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანის შემდეგ გააკეთებს“

ვაჟა ბერიძის ბლოგი „ნატოში აფხაზეთის და ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე?“

 

მაკკეინის ფონდმა ერთ–ერთი საკმაოდ უჩინარი და უზარმაზარი დაფინანსების მქონე არასამთავრობოს მეშვეობით თბილისში ფორუმი გამართა. რომ არ იყვნენ ფორუმზე ქვეყნის ახალი პოლიტიკური ლიდერი და პრემიერი გახარია, თავდაცვის ახალი მინისტრი ღარიბაშვილი, ნიშანდობლივია – ფორუმის ორგანიზატორებისთვის ისინი მიუღებლები არიან. მაგრამ, რატომ ესწრებოდნენ ფორუმს მხოლოდ „ნაციონალების“ მართვადი და მართული (წარსულში და დღეს ინერციით) NGO-ების წარმომადგენლები, გაუგებარია. მათი ნაწილი უდაოდ კვალიფიციური ანალიტიკოსია, მაგრამ რატომ მხოლოდ ისინი? და რატომ არა – რამაზ საყვარელიძე, გია ხუხაშვილი, ხათუნა ლაგაზიძე, ვახტანგ ძაბირაძე, სოსო ცინცაძე, ზაზა ფირალიშვილი, ალექსანდრე თვალჭრელიძე, ვახტანგ მაისაია და კიდევ ბევრი სხვა, აბსოლუტურად გაუგებარია და ერთი ვიწრო ჯგუფის მიერ ჭეშმარიტებაზე მონოპოლიის ყოვლად უსუსურ და უშედეგო მცდელობად აღიქმება. ვინმეს არ ეგონოს, ამას იმიტომ ვამბობ, აქაოდა მე რატომ არ მიმიწვიესო. არა. მე არ მაქვს ისეთი მჟღერი რეგალიები და, რაც მთავარია, პრეტენზია, ვიყო მიწვეული მასშტაბურ საერთაშორისო ფორუმებზე. ამას გულწრფელად ვამბობ. მაგრამ საქმეს წაადგებოდა ამ ფორუმზე ქართული საზოგადოების ის ნაწილიც ყოფილიყო წარმოდგენილი, რომელსაც მეტ–ნაკლებად აქვს უფლება მსგავს დისკუსიებში ქართველი ხალხის სახელით მიიღოს მონაწილეობა. თუ თქვენ არ ელაპარაკებით რამაზ საყვარელიძეს, ზაზა ფირალიშვილს, გია ხუხაშვილს, იძულებული გახდებით დაელაპარაკოთ ქართველ ხალხს, რომლის უმრავლესობა ისე არ ფიქრობს, როგორც ნაცმოძრაობის ხელისუფლების დაკარგვის მერე „ენჯიო“ სექტორში გადაბარგებული აქტივი, მსუყე გრანტებით ნაკვები. ღმერთმა შეარგოთ! მაგრამ „არა პრორუსულ ნარატივს“ არ ნიშნავს არას ქართველი ხალხის ინტერესებისა და შეხედულებების გამომხატველი ქართული საზოგადოების უმრავლესობისთვის. მათ მიერ იარლიყების მიწებებას და, ამავე დროს, რუსული საქმის კეთებას ყავლი გაუვიდა.

 

ახლა მთავარი – გავლენიანმა დასავლეთელმა თანამდებობის პირებმა და ინტელექტუალებმა ამჯერად პირუთვნელად და პირდაპირ გვითხრეს – თუ გინდათ ნატოში შესვლა, ეს რეალურია მხოლოდ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის გარეშე. დავუშვათ გვინდა. მაშინ, ამ ეტაპზე აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე უარი უნდა ვთქვათ. აქ გერმანიის მაგალითის მოტანა, რასაც ფორუმის უცხოელი მონაწილეები ხაზს უსვამდნენ, უადგილო ჩანს. დიდი განსხვავებაა ამ ორ ქეისს შორის. გერმანია და გერმანელი ხალხი ქვეყნის გაერთიანებას 45 წელი ელოდა, ოკუპირებულ აღმოსავლეთ გერმანიაში გერმანული სახელმწიფო ჩამოყალიბდა (გდრ) და მისი მოსახლეობაც გერმანული იყო. ხოლო თუ ჩვენ იგივეს დაველოდებით აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ მიმართ, სადაც ფაქტობრივად ეთნოწმენდაა ჩატარებული, 45–50 წლის შემდეგ რაღას დავიბრუნებთ? ამას, გაითვალისწინეთ, ქართველი ხალხი (მისი უმრავლესობა) მხარს არ უჭერს და არც დაუჭერს. პირადად მე ასეთი ვარიანტის განხილვა შესაძლებლად მიმაჩნია და გარკვეული, მკაფიო დათქმით, მხარს დავუჭერდი საქართველოს გაწევრიანებას ნატოში აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ გარეშე, შესაბამის დოკუმენტში მკაფიო დათქმით, რომ ალიანსი (ნატო და მისი ყველა წევრი) აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და „მეხუთე პუნქტს“ აჩერებს საქართველოს დროებით ოკუპირებულ ორ რეგიონთან (აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“) მიმართებაში. მაგრამ ამას, ასეთ მიდგომას ქართველი ხალხის, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა სჭირდება, რაც სადღეისოდ არ არსებობს.

 

რაც შეეხება ამ საკითხზე საერთო ეროვნულ დისკუსიას, რომელიც უოლკერმა, რასმუსენმა, და სხვებმა შემოგვთავაზეს, დასაფიქრებელი იდეაა, მაგრამ ყველა ვარიანტში დავა ორ მტრულ ბანაკად („პრორუსები“ და „პროდასავლელები“) ჩვენი საზოგადოების გახლეჩამდე და ახალ კონფრონტაციამდე მივა. ამდენად, ასეთ საკითხებზე ღია და საყოველთაო დისკუსიამდე სჯობს პრობლემის არსი და შესაძლო შედეგები პოლიტიკურმა სპექტრმა და ანალიტიკოსებმა მშვიდ და სამუშაო ვითარებაში გაარკვიონ. ასე რომ, მაღალი რანგის სტუმრები ამჯერად საქართველოში საკმაოდ საინტერესო და ამავე დროს მოულოდნელი შემოთავაზებით ჩამოვიდნენ. ფაქტობრივად, ეს გზავნილია ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ თუ მისი ხელისუფლება ამ გზავნილს არ დათანხმდება, ამას აშშ–ში ნაციონალების ცალსახად მხარდამჭერი ჯგუფი სწორედ „ნაციონალების“ ხელისუფლებაში მოყვანის შემდეგ, მათი მეშვეობით გააკეთებს. ამ გზავნილზე კი, ვფიქრობ, ყველამ უნდა ვიფიქროთ და კარგად გავიაზროთ საკეთებელი საქმე.





მსგავსი სიახლეები
დავით ზალკალიანი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა
„მე პირადად ვანო მერაბიშვილთან არც სალაპარაკო მაქვს, არც მოსალაპარაკებელი - ახლა არის სასჯელმოხდილი მოქალაქე, რომელსაც აქვს თავისუფლება, აკეთოს ის, რაც მოუნდება”
„სხვა საქმეზე ვიყავი კიევში ჩასული და მსოფლიოში ცნობილ რეფორმატორს და მაღალი დონის პოლიტიკოსს რომ შევხვდებოდი, ამაში ორი აზრი არ არსებობს“
„მე მგონი ხალხი დავაბნიეთ, ვის მოედანზეა ბურთი ბოლოს და ბოლოს" - მამუკა მდინარაძე
"დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოება, როგორც გონიერი და გამოცდილი, არ აჰყვება ემოციებს"
"ეს არის თავყრილობა, სადაც ადამიანები შავი ჭირივოთ ვერ იტანენ ერთმანეთს"- გოგა ხაინდრავა გაერთიანებულ ოპოზიციაზე
კორონავირუსის გამო, საელჩო კორეის რესპუბლიკაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს
„ირანული სტატისტიკა 10-ზეა გასამრავლებელი, იქ მასშტაბური ეპიდემიაა - ჩვენ კი სამშენებლო ბიზნესს, რომლის უკანაც რუსულ-ირანული ინტერესებია, ქვეყანას ვწირავთ!“
ელჩი კელი დეგნანი NDI-ს პრეზიდენტს, დერეკ მიტჩელს შეხვდა საქართველოს პოლიტიკურ და წინასაარჩევნო გარემოზე სასაუბროდ
„ძალიან ვწუხვარ, რომ დღეს აქ ყველა პოლიტიკური ძალა და საზოგადოება არ არის შეკრებილი - სამწუხაროდ, ამას წინ უძღოდა ის, რომ ვიღაცამ გაბედა და გააჟღერა საბჭოთა ჰიმნი“
გიორგი გახარია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს ურჩევს, გაზფხულს დაელოდონ
"ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა მორიგი აქცია გამართა - ისინი საქართველოს პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნის ჩართვას აპროტესტებენ
„ივანიშვილს პრემიერად იმიტომ ვეპატიჟებოდი, რომ ფული დაეხარჯა, შემდეგ კი დავიჭერდი“
„მოდით, გავიხსენოთ რამდენიმე სუბიექტი მიშას დიპსამსახურიდან - მერე გადახედეთ ქაცარავას, იზორიას და დონდუას ბიოგრაფიებს და მერე „იცირკაჩეთ“ შალიკოს „შტაბკვარწირაში“
„წარმოიდგინეთ შავი სიის მაგიდა, რომელსაც ახლა მერაბიშვილი დაემატა“- ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა ხაინდრავასთან
"რაც არჩილ ტატუნაშვილმა ჩაიდინა, ბოლო წლების განმავლობაში გმირობის უდიდესი მაგალითი იყო"
„მერე პროკურატურა სასამართლოში საქმეს გაგზავნის და ვანოს სასამართლოში გამოიძახებენ - მაგრამ, ვანო ფა-ფუ!.. არც დაბრუნდება!“
"მგონია, მოლაპარაკების მაგიდასთან ვანო მერაბიშვილი არ მოვა" - ნინო ბურჯანაძე
"დამტკიცებულია, რომ ეს მთელი ბოროტება რუსეთიდან მოდის?" - გრიგორი კარასინი კიბერშეტევაზე
"ეს არის ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად"- გიორგი გახარია კიბერშეტევაზე