მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან

მსხვილი ნიდერლანდური გემთმშენებელი კომპანიის DAMEN წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში საქართველოს ეწვევიან. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, ვიზიტის დროს ისინი ადგილზე შეისწავლიან გემთსაშენი საწარმოსთვის შერჩეულ ინფრასტრუქტურას, რის შემდეგაც ქართულ მხარესთან თანამშრომლობის ფორმატს შეარჩევენ. აღნიშნული გადაწყვეტილება იქნა მიღებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და ნიდერლანდური კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე, რომელიც DAMEN - ის შტაბბინაში გაიმართა. ქართულ მხარეს წარმოადგენდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი თამარ იოსელიანი და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ვასილ ვაშაკიძე.

 

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქართული მხარის მიერ სპეციალურად კომპანია DAMEN-ისთვის მომზადებული საინვესტიციო შეთავაზება, რომელიც საქართველოში გემთმშენებელი საწარმოს მშენებლობას და შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებას ითვალისწინებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველო, როგორც საზღვაო ქვეყანა, დიდ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის განვითარებას, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტულია გემთმშენებელი წარმოებისა და საზღვაო ხომალდების სარემონტო სერვისების შექმნა. „ჩვენ მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ ისეთ მსხვილ გემთმშენებელ კომპანიასთან, როგორიცაა “DAMEN“-ი და ერთად ავაღორძინოთ საქართველოს გემთმშენებლობა, რისი დიდი ტრადიციაც გაგვაჩნია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, საქართველოში ასეთი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს საზღვაო პოტენციალის გაძლიერებასა და ქვეყნის სატრანსპორტო ჰაბად გარდაქმნის პროცესს.

 

აღსანიშნავია, რომ გემთმშენებელ კომპანიასთან პირველი შეხვედრა 2019 წლის იანვარში დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შედგა.





მსგავსი სიახლეები
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 24 თებერვლის 17:00 საათისთვის
ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი თამბაქოს გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას უარყოფს
„2022 წლამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება სიგარეტზე - იმის განიუსება, რომ აქციზის განაკვეთი ოდესღაც შეიძლება 5 ლარი გახდეს, მთლად ჯანმრთელად არ გამოიყურება“
ერთი აშშ დოლარის ღირებულება ამ დროისათვის
"აზარტული თამაშებით გამოწვეული რისკების შესამცირებლად ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივებზე მუშაობს"
„დარწმუნებული ვარ, აქაური ცალკეული საექსპერტო ჯგუფები და არასამთავროები დაიწყებენ იმის ტირაჟირებას, რომ წელს, პირველ კვარტალში, ეკონომიკური და ბიზნეს კლიმატი გაურესდება“
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 19 თებერვლის 17:00 საათისთვის
"ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს, როგორც ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალით"
საქართველოში უმუშევრობა შემცირდა - საქსტატი
"უმუშევრობის დონის შემცირება არის შედეგი ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმებისა"- გიორგი ცუცქირიძე
ქართული ავტო-ლიფტი - პარკირების პრობლემის ახლებური გადაწყვეტა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 18 თებერვლის 17:00 საათისთვის
Forbes: საქართველო 2020 წლის 20 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის
ვითიბი ბანკის ავტომბილით უზრუნველყოფილი სესხის პირობები გაუმჯობესდა
ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 17 თებერვლის 17:00 საათისთვის
2022 წელს საქართველო, ბერლინში, ტურიზმის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გამოფენა – ბაზრობის ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა იქნება
"ტურიზმის დარგში სწორი პოლიტიკის გატარებამ ხელი შეუწყო ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყნის შესარჩევ კონკურსში საქართველოს გამარჯვებას"
"იანვარი შთამბეჭდავი ზრდის ტემპით დაიწყო" - მარიამ ქვრივიშვილი
„ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის TOP 10 ნეგატიური შედეგი
ბერლინში გამოფენაზე Weinmesee Berlin, რომელსაც 32 000 ვიზიტორი ჰყავს, პირველად იმერული ღვინოებია წარმოდგენილი