მილიონებად შეფასებული ფერწერული ტილოები, ბინები ისრაელსა და რუსეთში - რა ქონებას ფლობს უმდიდრესი დეპუტატი, რომელიც პარლამენტს ტოვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი დეპუტატის მანდატს ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია დეპუტატმა „ინტერპრესნიუსს“ თავად დაუდასტურა. პარლამენტის თავმჯდომარის აპარატში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ დეპუტატი შოთა შალელაშვილი პარლამენტის დატოვების მიზეზად ასახელებს იმას, რომ ბიზნესსაქმიანობას უბრუნდება. შოთა შალელაშვილი პარლამენტში "ქართული ოცნების" პროპორციული სიით არის არჩეული და მანდატის დატოვების შემდეგ მას "ქართული ოცნებიდან" სიით მომდევნო კანდიდატი სავარაუდოდ, ლევან მგალობლიშვილი ჩაანაცვლებს.

 

შეგახსენებთ, რომ შალელაშვილი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც პარლამენტში სწორედ ბიზნესიდან მივიდა. იგი 2014-2015 წლებში შპს „სავინიონის“ დირექტორი იყო; 2009 – 2014 წლებში შპს „სანტრეას“, 2005 – 2009 წლებში „ტრანსსერვისის“ , 2002 – 2005 წელში შპს „ოპალლის“, 2000 – 2002 წლებში „დაგრეგოს“, 1995 – 1999 წლებში „ინტერის“, 1993 – 1995 წლებში კი მრავალდარგობრივი კომპანია „სოფას“ გენერალური დირექტორი.

 

რაც შეეხება მის ქონებასა და ფინანსურ მდგომარეობას, 2018 წლის 25 დეკემბერს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შალელაშვილი ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს, 4 000 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთსა და 165 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას; ასევე მის საკუთრებაშია 155 კვადრატული მეტრი ფართობის ბინა რუსეთში; 259.12 კვ. მეტრი ფართობის ბინა თბილისში და დაბა კულაში მდებარე 600 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილები MERCEDES S-500, NISSAN TEANA, MERCEDES GL-450, AUDI S8, ასევე Mercedes-Maybach S 560, რომელიც 2017 წელს 153 ათას ევროდ შეიძინა. მის საკუთრებაშია 3 მილიონ დოლარად შეძენილი 4 ფერწერული ტილო და 270 000 ევროდ შეძენილი 3 მაჯის საათი.

 

რაც შეეხება შალელაშვილის ფინანსურ მდგომარეობას, დეკლარაციის შევსების მომენტში საბანკო ანგარიშებზე ჯამში, 6 257 285,61 დოლარი; 40 043,34 ევრო, 2 092,67 ლარი და 17 346,97 შეკელი, ხოლო ნაღდი ფულადი თანხის სახით 10 000 დოლარი და 1 000 შვეიცარული ფრანკი ჰქონდა. ამასთან, მისმა შემოსავალმა 2017 წლის განმავლობაში პარლამენტის წევრობისას 48 158 ლარი შეადგინა. რაც შეეხება დეპუტატის ოჯახის წევრების საკუთრებას, შოთა შალელაშვილის მეუღლე ფლობს ისრაელში მდებარე 650 კვადრატული მეტრი ფართობის ბინის 50%-იან წილს; მიწის ნაკვეთებს ქობულეთში, რომელთა საერთო ფართი - 21 005 კვადრატული მეტრია; მის საკუთრებაშია ასევე ქობულეთში მდებარე - 4 428 კვადრატული მეტრი ფართობის, 8 739 კვ. მეტრისა და 221,9 კვ. მეტრი ფართობის არასაცხოვრებელი ფართები. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი FORD EXPLORER-ი; 120 000 ევროდ შეძენილი 3 ბეჭედი; 160 ათას ევროდ შეძენილი 2 საყურე; 3 სამაჯური, რომელიც 150 000 დოლარად აქვს შეძენილი; 250 ათას გირვანქა სტერლინგად ნაყიდი 2 ყელსაბამი და 120 000 ევროდ შეძენილი 3 საათი.

 

ამასთან, ქონებრივი დეკლარაციის შევსების მომენტში დეპუტატის მეუღლეს ნაღდი ფულადი თანხის სახით 6 000 დოლარი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ შოთა შალელაშვილის შესახებ სტატია მიმდინარე წლის გაზაფხულზე Bloomberg-მაც გამოაქვეყნა. გამოცემის ცნობით, 2014 წელს შალელაშვილს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისგან 270 მილიონ დოლარად ქართუ ბანკის ყიდვა სურდა, თუმცა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გარიგებაზე უარი თქვა. „შოთა შალელაშვილი საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში დაიბადა და ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში საცხოვრებლად ისრაელში გადავიდა. მას ახლა აქვს საქართველოს, რუსეთისა და ისრაელის მოქალაქეობა. და როგორც წინა ინტერვიუში განაცხადა, თავისი ქონების დიდი ნაწილი რუსეთსა და აფრიკაში ბიზნესის კეთებისას შეიძინა. 2014 წელს შალელაშვილს მილიარდერი ბიძინა ივანიშვილისგან 270 მილიონ დოლარად ქართუ ბანკის ყიდვა სურდა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გარიგებაზე უარი განაცხადა,“- ნათქვამი იყო Bloomberg-ის სტატიაში.

 

 

 

 


„კვირის პალიტრა“

 

 





მსგავსი სიახლეები
"თავი შენ თვითონ გააკონტროლე"- ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს
"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით"
„მიუხედავად პოლიტიკაში გამოუცდელობისა, მას საკმაოდ დიდი უნარი აღმოაჩნდა, რომ წარმატებული ყოფილიყო - კალაძე საკმაოდ სერიოზულ ფიგურად ყალიბდება“
„ბლოკების მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის ალბათ ერთ მიზანს ემსახურება - პარლამენტში ერთკაციანი პარტიები შეტენონ“
არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
„არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში“
ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას
„20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს“
მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აქციაზე მივიდნენ
"დროა გავაცნობიეროთ, რომ კედლები და მავთულხლართები ვერ შეძლებს დააკავოს ადამიანის სწრაფვა განვითარებისკენ" - ქეთევან ციხელაშვილი
"მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ" - გიორგი გახარია
„მიშა რომ არ მოგაჯდეთ, უნდა იხელთოთ დრო, თავად მოაჯდეთ და გააჭენოთ! - აქეთ მიშა დაგთვლით, იქით ბიძინა და ბოლოს სალომე შეგიწყალებთ“
„თქვენ კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით - თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი“
აფხაზური დიპლომატია
„ახსოვს თბილისის ქუჩებს რობერტი - მიხვდა დონალდი, როგორი კაცი უნდა ჰყავდეს თანაშემწედ“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
დგას თუ არა მსოფლიო ახალი დიდი ომის წინაშე?!
"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და მასთან გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება პირი იყოს შეწყალებული"
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება" - გიორგი გახარია