11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე აღინიშნება

იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღე ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღინიშნება. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება. უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო ნათლობის მადლი, ნათლობა სინანულისა, ამიტომ ეწოდა მას “ნათლისმცემელი”. უდიდესი წინასწარმეტყველი, უფლის წინამორბედი, რომელმაც მაცხოვარს სამოღვაწეო ასპარეზი განუმზადა მოწამეობრივად აღესრულა. იოანე ნათლისმცემლის სიკვდილი უკავშირდება ჰეროდე ანტიპას, ჰეროდეადასა და სალომეას სახელებს. სწორედ მათი ხელით აღესრულა კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი.

 

ჰეროდე ანტიპამ (ჰეროდეს ძე, რომელმაც ბეთლემში ყრმათა ჟლეტა მოაწყო) ცოლად შეირთო თავისი ნახევარძმის ქალიშვილი, ავხორცობით განთქმული ჰეროდეადა, ის ამ დროს გათხოვილი იყო თავის ბიძაზე ჰეროდე ფილიპეზე. ერთხელ, როცა ჰეროდე ანტიპა ძმას ეწვია, ჰეროდეადამ მასთან დანაშაულებრივი კავშირი გააბა და დაითანხმა, ცოლს გაყროდა და იგი შეერთო. მათ ქორწინებას რჯული კრძალავდა და “უწმინდურად” მიიჩნევდა, ამიტომ ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას შეუღლებამ იუდეველები ძლიერ აღაშფოთა. მიუხედავად ამისა, ავხორცი და პატივმოყვარე ქალი თავის ქალიშვილთან ერთად ახალი ქმრის სასახლეში გადაბარგდა. ანტიპამ თავისი რეზიდენცია მკვდარი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ციხე-დარბაზ მახერუნში გადაიტანა. აქვე ქადაგებდა და ნათელს სცემდა წინამორბედი. ის რამდენიმეჯერ მიუწვევიათ სასახლეში. ანტიპა იოანეს ქადაგებებს ერთხანს ინტერესით ისმენდა, სანამ წინასწარმეტყველმა იგი ულმობლად არ ამხილა და არ უთხრა: “არა ჯერ არს შენდა, ვითარმცა ცოლად გესუა ძმის-ცოლი შენი” (მარკ. 6:17). ანტიპამ იოანე საპყრობილში სწორედ ჰეროდეადას დაჟინებული მოთხოვნით ჩააგდო.

 

ჰეროდე ანტიპამ იცოდა, რომ ნათლისმცემელს დიდი გავლენა ჰქონდა ხალხზე. ეშინოდა, მის სიკვდილით დასჯას აჯანყება არ მოჰყოლოდა. ჰეროდეადამ კი მზაკვრული ჩანაფიქრი ერთ-ერთ თავაშვებულ ნადიმზე აღასრულა. ამ დღეს ჰეროდე ანტიპა ტახტზე ასვლისა თუ დაბადების დღეს ზეიმობდა. ღრეობა, სადაც ჰეროდიადას ასულს, სალომეას ცეკვის სანაცვლოდ ნებისმიერი სურვილის ასრულება აღუთქვეს, საპყრობილეში ჯალათის წარგზავნითა და იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთით დაგვირგვინდა. სალომეა დედას გაფრთხილებული ჰყავდა, ცეკვის სანაცვლოდ ჰეროდესგან იოანე ნათლისმცემლის თავი მოეთხოვა. ჰრქუა ჰეროდე მეფემან ქალსა მას: “მთხოვე, რაჲცა გნებავს, და მიგცე შენ. და ეფუცა მას, ვითარმედ: რაჲცა ითხოო, მიგცე შენ, ვიდრე ზოგადმდე მეფობისა ჩემისა. ხოლო იგი გამოვიდა და ჰკითხა დედასა თჳსსა, ვითარმედ: რაჲ ვითხოო? ხოლო მან ჰრქუა მას: თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ. და შევიდა ქალი იგი მსრწაფლ მეფისა და ჰრქუა: მნებავს, რაჲთა აწვე მომცე მე ლაკნითა თავი იოვანე ნათლის-მცემელისაჲ.” ჰეროდეს მართალია ეშინოდა, რომ წინასწარმეტყველის მოკვლისთვის ღვთისგან ძალიან დაისჯებოდა, მაგრამ არ ისურვა დაერღვია სტუმრების წინაშე დაუფიქრებლად დადებული ფიცი და ბრძანა, ნათლისმცემლის მოკვეთილი თავი სალომეასთვის მიერთმიათ. მართლაც, უფლის წინამორბედის მოკვეთილი თავი სალომეას მიართვეს. “მეყსეულად წარავლინა მეჴრმლე მისი და უბრძანა მოღებად თავი მისი. ხოლო იგი წარვიდა და მოჰკუეთა თავი საპყრობილესა შინა და მოიღო თავი მისი ფეშხუენითა და მისცა ქალსა მას, და ქალმან მან მიართუა დედასა თჳსსა.”


ამ ამბიდან ძალიან მალე, იესო ქრისტეს უკანასკნელ პასექზე, ანტიპას კიდევ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა, გაეკეთებინა უდიდესი სიკეთე – იესო ჯვარცმისგან ეხსნა. მაგრამ ჰეროდეს მსგავსიც არაფერი ჩაუდენია. ამის შემდეგ ჰეროდეს მეფობა დაღმა დაეშვა. ღვთის რისხვა მას, ჰეროდიადასა და სალომეას სიცოცხლეშივე მიეწია. ზამთარში, გაყინულ მდინარეზე როკვისას სალომეას ყინული ჩაუტყდა, წყალში ისე ჩავარდა, რომ ყინულმა თავი მოაჭრა. გვამი მდინარეში ჩაიძირა, თავი კი ანტიპასა და ჰეროდეადას მიუტანეს. არაბეთის მეფემ თავისი ასულის შერცხვენისთვის ჰეროდეს წინააღმდეგ გაილაშქრა. ჰეროდე დამარცხდა, რის გამოც განრისხებულმა იმპერატორმა იგი თავის ცოლთან ერთად ჯერ გალიაში, შემდეგ კი ესპანეთში გადაასახლა. ერთ ღამეს მოულოდნელად მიწა გაიპო და ჰეროდე ჰეროდიადასთან ერთად, უფსკრულმა შთანთქა.

 

იოანე ნათლისმცემლის თემა აისახა მხატვრობასა და ქანდაკებაში. შუა საუკუნეების ხატწერაში იოანე ნათლისმცემელი ვედრების კომპოზიციის ერთ-ერთი აუცილებელი ფიგურაა. მართლმადიდებელი ეკლესია წმიდანის შობის დღეს 7 ივლისს აღნიშნავს.





მსგავსი სიახლეები
„საქართველო სიცოცხლით გავსებს“- რას ამბობენ უცხოელი ტურისტები საქართველოზე
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
"მიმდინარეობს მსჯელობა, კორონავირუსის გამო გადაიხედება თუ არა იტალიასთან საჰაერო მიმოსვლის საკითხი"
რაგბის კავშირის მოქმედმა პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ ხვალინდელ არჩევნებში შესაძლოა, საკუთარი კანდიდატურა მოხსნას - სანაცვლოდ იგი გარანტიებს ითხოვს
ხვალიდან დიდი მარხვის წინა კვირა, ანუ ყველიერის შვიდეული იწყება, რომელიც შენდობის კვირადღით დასრულდება
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტებზე დასაქმებულ ჩინურ კომპანიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამატებითი სამუშაო ძალის შემოყვანაზე დროებით თავის შეკავება მოსთხოვა
„ეს არის პროვოკატორი, საქართველოს მტერი - "ჟურნალისტი", ანტიქართული პროვოკაციების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი - ნელ-ნელა დაიდება მისი პროვოკაციების სრული ნუსხა“
„მე, თქვენს მასწავლებელს და უფროსს, ეჭვი არ მეპარება, რომ ზუსტად შეასრულებთ მხედრულ მოვალეობას და პირნათლად წარსდგებით ქართული ისტორიის სამსჯავროს წინაშე“
"სიტყვით ევროპელები, საქმით ოკუპანტები" - სამოქალაქო აქტივისტების პერფორმანსი “ევროპული საქართველოს” ოფისთან
„ნაკრების გმირებს კვების ფულს რომ მოპარავ და რაგბის სტადიონის ადგილზე 8-სართულიან კორპუსს ააშენებ - სინდისი არ გაქვს?!“ - სანდრო ბრეგაძე გოჩა სვანიძეს მიმართავს
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე ირანიდან საქართველოში მგზავრების შემოყვანა შეჩერდა
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ირანის მოქალაქეებს კორონავირუსი არ აღმოაჩნდათ
სოფელ საქასრიას ავტომაგისტრალზე დასაქმებულებმა მუშაობა შეწყვიტეს, რადგან ობიექტზე ჩინეთიდან ჩამოსული მუშები ისე შეიყვანეს, რომ უსაფრთხოების ზომები დაცული არ ყოფილა
„ეკლესიას ებრძვიან, ეს ხომ ცხადია?! 60 წელზე მეტია, პატრიარქი სასულიერო პირია და სხვადასხვა სახით, სხვადასხვა ფორმით, სხვადასხვა ადამიანის ხელით ეს ბრძოლა არის მუდმივი“
„ქართული მარში“ კატეგორიულად მოითხოვს ირანის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას - საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, ჩაკეტოს საზღვარი, თორემ ხვალ გვიან იქნება!“
თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში ოთხი პაციენტი შეიყვანეს, რომლებიც თეირანი-თბილისის პირდაპირი რეისით ჩამოვიდნენ და აეროპორტშივე დაუდგინდათ ტემპერატურის მატება
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, კორონავირუსის გავრცელების გამო, თავი შეიკავონ ირანში მოგზაურობისგან“
ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში, საავტომობილო მოძრაობის გრაფიკი იცვლება
„გუშინ ნაციონალებმა იტალიაში კონცერტი ჩამიშალეს – დააშინეს ემიგრანტები, რომ დაასმენდნენ და დეპორტაციით დაემუქრნენ“
„42 წელია, მე ვარ სამიზნედ - ხალხის თანადგომა რომ არა, ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს"