კომპანია „სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს - თბილისის მერი განცხადება

კომპანია „სვეტის“ სამ შეჩერებულ პროექტს m2 გადაიბარებს - ამის შესახებ კახა კალაძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

"სანამ გამოვაცხადებდე იმ მნიშვნელოვან შეთანხმებას და გადაწყვეტილებას, რომელიც იქნა მიღწეული კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მანამდე, მინდა ერთი პატარა ისტორია მოგიყვეთ. ისტორია, რომელიც რეალური ამბავია. ახალი არჩეული ვიყავი დედაქალაქის მერად და რამდენიმე თვეში მივიღე ეს შეტყობინება, რომელიც უკავშირდება ერთ კონკრეტულ ოჯახს, ერთ პატარა გოგონას, რომელიც გახლავთ სტუდენტი, ცხოვრობს თბილისში. მამა სამწუხაროდ გარდაეცვალა და მისი სურვილი, რომ ოჯახს ჰქონოდა საკუთარი ბინა, მის სიცოცხლეში შეუსრულებელი დარჩა. დედას მოუწია საზღვარგარეთ გამგზავრება, კონკრეტულად იტალიაში და იქ დაიწყო მუშაობა მომვლელად, იმისთვის, რომ ოჯახი ერჩინა. ეს ოჯახი ცხოვრობდა ნაქირავებში და როგორც ხდება ხოლმე, გარდაცვლილი მამის მეგობრებმა შეაგროვეს გარკვეული თანხა, დედასაც, რომელიც წლების განმავლობაში იტალიაში მუშაობდა, ჰქონდა ხელფასიდან დანაზოგი და ამ ოჯახმა შეიძინა ბინა. თუმცა, ეს ამბავი, სამწუხაროდ, ასე კეთილად არ მთავრდება, რადგან ამის მერე დაიწყო პრობლემები და ეს პრობლემა გახლდათ სამშენებლო კომპანია „სვეტი“. ამ ოჯახის მსგავსად, დაზარალებული არის 2500-მდე ოჯახი. ამ ოჯახის მსგავსად არიან დაზარალებული ადამიანები, რომლებიც აქ არიან წარმოდგენილნი და ელოდებიან გადაწყვეტილებას, რომელიც აქ იქნება გაჟღერებული.


ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთ ადამიანურ პრობლემაზე, რომელიც გულისხმობს, რომ წლების ნაგროვები დანაზოგით, შრომით, ყიდულობ ბინას და შემდეგ, ფულიც გეკარგება და ბინაც. ვფიქრობ, ყველას შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რამდენად მძიმეა ეს ამბავი.


ეს შესავალი იმისთვის გავაკეთე, რომ დღევანდელი ამბავი განვიხილოთ არა როგორც მიმდინარე ახალი ამბავი, არამედ ამ ადამიანების თვალით, თითოეული დაზარალებულის თვალით  დავინახოთ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეს პრობლემა.  


მოკლედ, თბილისის მერიის, კომპანია m2-ის და ასევე, საინიციატივო ჯგუფის აქტიური მუშაობით, პროცესში ასევე, იმედის დაკარგვით ხანდახან, მაგრამ ყოველთვის გაგრძელების და საქმის ბოლომდე მიყვანის სურვილით, დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია. 2500-მდე  დაზარალებული ოჯახის საკითხი გადაწყვეტილია. დიდი მადლობა ამ ოჯახების სახელით მინდა გადავუხადო პირველ რიგში, საინიციატივო ჯგუფს, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო სამშენებლო კომპანია m2-ს, ძალიან დიდი მადლობა პროკურატურას, ფინანსთა სამინისტროს, ფინანსურ პოლიციას. ეს არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფო უწყებების ერთობლივი მუშაობით, ადამიანების ჩართულობით პრობლემის გადაწყვეტა, რომელიც აწუხებდა ამ 2500-მდე ოჯახს. ერთი ანდაზის შთაგონება მაქვს, რომელიც ამას წინათ შემხვდა და მოვინიშნე. ამ კონტექსტში, ვფიქრობ, ზუსტად გამოხატავს ჩვენს და პირადად ჩემს განწყობას: „წარმატება არ არის საბოლოო, მარცხიც არ არის ტრაგედია, გაგრძელების სურვილია მთავარი“. შესაბამისად, ეს წარმატება არ არის საბოლოო, და ამ 2500 ოჯახის მსგავსად, არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან დაზარალებულები. ამის ერთ-ერთი მაგალითია „ცენტრ პოინტის“ საკითხი, რომელზეც აქტიურად ვმუშაობთ და მჯერა, რომ აუცილებლად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე და როგორც თქვენს შემთხვევაში დადებითად და წარმატებით განხორციელდა ეს მოლაპარაკებები, ანალოგიური მიდგომა იქნება „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების მიმართ.


მე მინდა, ჩემს თითოეულ თანამშრომელს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როცა ვუყურებ მათ საქმიანობას, შეიძლება თამამად ითქვას, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც შესაძლებლობებში ეძებენ პრობლემას, მაგრამ საბედნიეროდ, ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველა პრობლემაში ეძებენ შესაძლებლობას.


ჩვენ, როგორც გითხარით, დაწყებული გვაქვს მუშაობა იმისთვის, რომ „ცენტრ პოინტის“ პრობლემაც მოგვარდეს და დარწმუნებული ვარ, ერთიანი ძალისხმევით და იმ შემართებით, რაც მერიის თითოეულ თანამშრომელს აქვს, ეს პრობლემაც ანალოგიურად იქნება მოგვარებული, როგორც ეს იყო „სვეტის“ მიერ დაზარალებულების შემთხვევაში. ძალიან დიდი მადლობა ყველას და პირველ რიგში თქვენ, რადგან თქვენ იყავით ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში თანამშრომლობდნენ ჩვენთან და რომ არა თქვენ, მერწმუნეთ, რომ შეუძლებელი იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება, რადგან ძალიან ბევრი სირთულე იყო და რა სირთულეები იყო, თითოეულმა თქვენგანმა კარგად იცის.


მე ძალიან ბევრი შეტყობინება მომდის უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან, რომლებსაც ნაყიდი აქვთ ბინები ამ კომპანიაში. სამწუხაროდ, მათაც დაკარგეს ფული და უიმედოდ იყვნენ, თუმცა დღეს შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველას პრობლემა არის მოგვარებული,"-განაცადა კახა კალაძემ.

 





მსგავსი სიახლეები
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
ტელეკომპანია “რუსთავი-2“ განახლებული ბადით ხვალ გავა ეთერში
„ის საქართველო, ლაღი, ნიჭიერი, რომანტიული, გულუბრყვილო, ლამაზი, სულელი და თავგანწირული, კეთილი და თავზეხელაღებული, თავის უკანასკნელ ომში მოკვდა - ომში და არა ლოგინში!"
მე-7 სართულიდან გადმოვარდნილი 14 წლის მოზარდს „ნიუ ჰოსპიტალში“ ოპერაცია უტარდება
სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა საყოველთაო ნათლობა გაიმართა - პატრიარქის ნათლული 800-მდე ბავშვი გახდა
„თუ გამომიცეკვოს, შენ ეცეკვე ჩემ მაგივრად და თუ რამე გაქვს მოპარული, ყველაფერს გაპატიებო - ეგ იყო და ეგ, ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ზურასთვის, მერე დაპატიჟებაზეც გიჭერდა“
ცხვირის ოპერაციისას გარდაცვლილი გოგონას საქმრომ თვითმკვლელობა სცადა
„ბედიანის ფსიქიატრიული დაწესებულების არა დახურვა, არამედ, რეაბილიტაცია იგეგმება“
„ისედაც გაჭირვებულებს გულს ხომ არ გაუხეთქავდა და ეტყოდა, უარეს გაჭირვებაში ჩავარდებითო?! არ ეტყოდა. კეთილი კაცია და იმიტომ!“
ბახმაროში პირველი თოვლი მოვიდა
უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში გამოიდარებს
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები“ - ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს!
ბაბუშერას ტრაგედიიდან 26 წელი გავიდა - ირაკლი ღარიბაშვილი
„გამარჯვებული დასაჩუქრდება ბიძინას წმინდა ნაწილით მისი გარდაცვალების შემდეგ“
„ვეღარ ვუძლებ! ყველგან შენ ხარ, დეიდას ბიჭო!" - 14 წლის ლუკა ბასილაძის დეიდის მიმართვა მშობლებს
„ღმერთს მიანდე ყოველთვის ყველაფერი და შენს სულში სიხარული და სიმშვიდე დაისადგურებს“
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თბილისიდან და რუსთავიდან 230-მდე გამოძახება შევიდა
„ყველას მოვუწოდებ, რომ მესიობას თავი დავანებოთ, ერთმანეთის შეცდომები ცოტა ხანი არ გავახსენოთ ერთმანეთს“
ძლიერი ქარის გამო თბილისში, დოლიძის ქუჩაზე ორ მამაკაცს ხე დაეცა
პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს