"საქართველოსგან განსხვავებით გერმანიაში ეთნიკური სეპარატიზმი არ არსებობდა!“ - ჯუმბერ კირვალიძე

საქართველო, 16 სექტემბერი, საქინფორმი. ნატოს წევრი სახელმწიფოს - ლიტვის თავდაცვის მინისტრი იუზას ოლეკასის მიერ გახმოვანებულ "რეკომენდაციას": „გერმანიისთვის ნატო-ში გაწევრიანება პრობლემა არ ყოფილა, როცა ისიც საქართველოს მსგავსად ორად იყო გაყოფილი", -  მისი ქართველი კოლეგა თინათინ ხიდაშელი "აღფრთოვანებით შეხვდა"?!

 

ჩემი აზრით, ნატოს წევრობის რა გითხრათ, მაგრამ, საქართველოს შემთხვევაში "გერმანული მაგალითის მიხედვით" ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ვერ აღვადგენთ!.. მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ „გერმანული მაგალითი" საქართველოს გამთლიანებისათვის არ გამოდგება და იგი გამორიცხავს ამის შესაძლებლობას! რატომ? იმიტომ, რომ გერმანიის შემთხვევაში საქმე გვაქვს სხვა პოლიტიკურ, ეთნიკურ, ისტორიულ–ფსიქოლოგიურ კონტექსტთან.

 

დიახ, მეორე მსოფლიო ომში დამარცხების შემდეგ, ეთნიკურად ერთიანი გერმანელი ერი ორად იყო გაყოფილი გარეშე ძალების მიერ, რომლის მთავარი საფუძველი "იდეოლოგია" გახლდათ (გფრ - დემოკრატიული, თავისუფალი სამყარო და გდრ - საბჭოთა, კომუნისტური ბლოკი), და რაც უმთავრესია, – არანაირი ეთნიკური სეპარატიზმი გერმანიაში არ არსებობდა! ქართველ პოლიტიკოსებს "ხშირად ავიწყდებათ", რომ საქართველოში არსებობს ოსური და აფხაზური სეპარატიზმი და ეს ეთნიკური სეპარატიზმი ჩრდილოეთ მეზობელმა მოხერხებულად გამოიყენა საქართველოს მთლიანობის დასარღვევად. სწორედ, ამ ხალხების ეთნიკურ სეპარატისტულ განწყობებზე "დგას" დღეს რუსული ოკუპაცია საქართველოს ორივე რეგიონში, რასაც ადგილი არ ჰქონდა გერმანიის ტერიტორიაზე, არც დემოკრატიულ გფრ–ში და არც სოციალისტურ გდრ–ში!..

 

მინისტრ ხიდაშელის და მისი თანამოაზრეების პოზიცია ზუსტად ემთხვევა "ნაცმოძრაობის" ხედვას, როცა ისინი იყვნენ ხელისუფლებაში. ‘ნაციონალები“ არც მალავდნენ და შესაძლებლად მიაჩნდათ ის ვარიანტი, რომ საქართველოს ტერიტორია, რომელსაც აკონტროლებდა ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება "გაწევრიანებულიყო" ნატო–ში, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, – რუსეთის "დაშლის შემდეგ"! დიახ, ამ "ვარიანტთან" დაკავშირებით ერთ–ერთმა მათგანმა (თუ არ ვცდები, დ. ბაქრაძემ) განაცხადა, რომ  – "გერმანიაც ასე იყო გაყოფილი და "მერე გაერთიანდაო" (სსრკ რომ დაიშალაო, ანუ საქართველოს შემთხვევაში რუსეთის "დაშლას" უნდა ველოდოთო!)!?..

 

საქმე ის არის, რომ გერმანელები ერთი ერია და მათ გაუადვილდათ (როცა შანსი მიეცათ) გაერთიანების პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ გფრ–ც და გდრ–იც გაეროს წევრი სახელმწიფოები იყვნენ და "ერთმანეთის დამოუკიდებლობასაც აღიარებდნენ" და მაინც, საუკუნეც რომ გასულიყო, ერთიანი გერმანელი ერი მაინც გააერთიანებდა გერმანიას!.. ჩვენს შემთხვევაში კი, ეს გამორიცხულია, რადგანაც მავანს "ავიწყდება", რომ სეპარატისტ აფხაზებს და ოსებს არანაირი სურვილი არა აქვთ, რომ "შემოგვიერთდნენ ერთიან საქართველოში" და მათი "აზრით", ჩვენთვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისინი – "თავის დამოუკიდებელ ეროვნულ სახელმწიფოებს აშენებენ"?!..

 

მოკლედ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ნატოში ამდაგვარი "რეკომენდაციით" გაწევრიანება, საქართველოს ხელისუფლებას (ქართველ ხალხს!) სამუდამოდ დააკარგვინებს ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობას, ანუ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების შანსს!..





მსგავსი სიახლეები
"თავი შენ თვითონ გააკონტროლე"- ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს
"ძალიან გაბრაზებული ვარ, რადგან მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა იწყება უპასუხისმგებლო დამოკიდებულებით"
„მიუხედავად პოლიტიკაში გამოუცდელობისა, მას საკმაოდ დიდი უნარი აღმოაჩნდა, რომ წარმატებული ყოფილიყო - კალაძე საკმაოდ სერიოზულ ფიგურად ყალიბდება“
„ბლოკების მოთხოვნა 2020 წლის არჩევნებისთვის ალბათ ერთ მიზანს ემსახურება - პარლამენტში ერთკაციანი პარტიები შეტენონ“
არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
„არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში“
ვინ წარუდგენს ზურაბიშვილს შესაწყალებელი მსჯავრდებულების სიას
„20 ივნისი იყო ის წყალგამყოფი, რომელმაც მე მიმაღებინა გადაწყვეტილება, რომ გამოვსულიყავი და შევერთებოდი ამ არაჩვეულებრივ ხალხს“
მამუკა ხაზარაძე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები აქციაზე მივიდნენ
"დროა გავაცნობიეროთ, რომ კედლები და მავთულხლართები ვერ შეძლებს დააკავოს ადამიანის სწრაფვა განვითარებისკენ" - ქეთევან ციხელაშვილი
"მორალურ პასუხისმგებლობას ვგრძნობ იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ამ აქციის შეწყვეტის პერიოდში დაზიანდნენ" - გიორგი გახარია
„მიშა რომ არ მოგაჯდეთ, უნდა იხელთოთ დრო, თავად მოაჯდეთ და გააჭენოთ! - აქეთ მიშა დაგთვლით, იქით ბიძინა და ბოლოს სალომე შეგიწყალებთ“
„თქვენ კეთილსინდისიერად მუშაობთ, მაგრამ ჩვენთვის ძალიან გაუგებარი მსოფლმხედველობის მატარებელი ადამიანი ბრძანდებით - თქვენ არ უნდა ყოფილიყავით ომბუდსმენი“
აფხაზური დიპლომატია
„ახსოვს თბილისის ქუჩებს რობერტი - მიხვდა დონალდი, როგორი კაცი უნდა ჰყავდეს თანაშემწედ“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
„საქართველოს მთავრობა აფასებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივ მხარდაჭერას“
დგას თუ არა მსოფლიო ახალი დიდი ომის წინაშე?!
"ჩვენი წყაროს ინფორმაციით, დაინტერესებული ადამიანები დიმიტრი გაბუნიას უკავშირდებიან და მასთან გადიან საკითხებს, რა ფასად შეიძლება პირი იყოს შეწყალებული"
"ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია მკვლელის და მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების შეწყალება" - გიორგი გახარია