"მტრის მსტოვრებმა მოიგონეს ძმათამკვლელი ომის ტერმინი, რათა სამოქალაქო ომად გაესაღებინათ სამშობლოს ღალატი"

კახა სიხარულიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:


"ედიკას ამხანაგ ბანდის ყველა წევრს მივმართავ :


1.შევარდნაძე ხვრეტდა ქართველებს სამეურნეო დანაშაულისთვის ,გვერდში ედექით..

2.ჟურნალისტ ნაზი შამანაურს კლავდა გვერდში ედექით ..

3.თვითმფრინავის ბიჭებს ხვრეტდა გვერდში ედექით..

4. აღსარების საიდუმლოს შენახვისათვის უდანაშაულო მღვდელ თევდორეს ხვრეტდა, გვერდში ედექით ..

5.აფხაზეთში 1978 წელს გზებზე ქართულ წარწერებს შლიდა და აფხაზურ-რუსულ სკოლებს ქართულის ნაცვლად აარსებდა , გვერდში ედექით..

6.1978 წელს ქართული ენის კონსტიტუციიდან ამოღებას ცდილობდა ,გვერდში ედექით ..

7. 1977 წელს მწერალთა კავშირიდან ბატონ ზვიად გამსახურდიას რიცხავდა , მერაბ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას აპატიმრებდა გვერდში ედექით..

8. ბერ, სალოს გაბრიელს აწამებდა ,გვერდში ედექით ..


9.1989 წლის 9 აპრილს ქართველთა ტრაგედიას ხელმძღვანელობდა , გვერდში ედექით ..

10.1992-93 წწ.ელცინთან, ბურბულისთან, რუსული ჯარებთან და პარტნომენკლატურასთან ერთად სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდა ,გვერდში ედექით ..

11.1992 წლის 24 ივნისს დაგომისის გარიგებით სამაჩაბლოს რუს და სეპარატისტ ოსების "მშვიდობისმყოფელებისთვის " გადაცემისას გვერდში ედექით ..

12.1992 წლის 3 სექტემბერს ჯერ გაგრის(ქართული ჯარის და ტექნიკის გამოყვანისას) და შემდეგ 1993 წლის 27 ივლისის სოჭის ( ქართული ჯარის და ტექნიკის გამოყვანისას)გარიგებებით აფხაზეთის რუსეთისთვის გადაცემისას გვერდში ედექით ..

13.1993 წლის ნოემბერში ბალტინის რუსული ჯარებით აფხაზეთის შემდეგ სამეგრელოს ოკუპაციას ახდენდა (ფოთის მოსკოვისათვის სრული გადაცემით) , გვერდში ედექით ..

14.სამეგრელოს 7-გზის ეგზეკუციის და მშვიდობიანი მიტინგების დახვრეტების დროს გვერდში ედექით..

15.როდესაც გენერალურ პროკურორს კრიმინალი,"ქურდი "აპატიმრებდა ტაშს უკრავდით 

16. რუსული სპეცნაწილების "ალფას" , "ლეტუჩიე მიშის" და ქართველი კრიმინალების გამოყენებით პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას დევნას ახორციელებდა , გვერდში ედექით ..

17 . ეროვნული გმირი პრეზიდენტის ,ბ-ნ ზვიად გამსახურდიას მკვლელობისას გვერდში ედექით და თვითმკვლელობის ვერსიის პროპაგანდით საუკუნის დანაშაულის ნაკვალევს შლიდით ...

18.ისტორიის არნახულ გაყალბებას აწარმოებდით , შევარდნაძის ღალატს გმირობად ასაღებდით , ხოლო გმირი მამულიშვილის , ბ-ნ ზვიად გამსახურდიას თავდადებას ღალატად ასაღებდით,მოსახლეობას რუსეთის მონობისკენ უბიძგებდით და საქართველოს დამოუკიდებლობას ებრძოდით ....

ამ " დამსახურებებისათვის" რატომ იმსახურებთ პანთეონებს , ძეგლებს , ქუჩებისთვის თქვენი სახელის მიკუთვნებას ?!


თქვენი "ღვაწლი " დიდია ოკუპანტი რუსეთის წინაშე და ნამდვილად იმსახურებთ "პოკლონნაია გორაზე" დასაფლავებას ...


აშშ-მ 1978 წ. ზვიადი ნობელის პრემიაზე, რუსებმა კი ფსიქიატრულში გაამწესეს .


-ამერიკის კონგრესმენთა ჯგუფმა (მაკკეინმა და სხვ.) პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პატივისცემის ნიშნად აშშ-ს დროშა აღმართეს კონგრესის თავზე....


-1991 წლის 9 აპრილს აშშ-ს კონგრესმა დე-ფაქტო ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა....


-1991 წლის 25 დეკემბერს, აშშ-მ დე იურე სცნო საქართველოს დამოუკიდებლობა .

1991-93 წლებში რუსეთის ხელმძღვანელობით( გ.ბურბულისი) ეროვნული ხელისუფლება დაამხეს , მოკლეს ეროვნული გმირი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია .


-სენატორი მაკკეინი მიდის მავთულხლართებთან , ოკუპაციას აპროტესტებს ,, ბიბისი , სიენენი იღებს და შენ თბილისის დეპუტატი მას აგინებ .

-აშშ-ს კონგრესი, პრეზიდენტი აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპაციას აღიარებს და ითხოვს რუსული ჯარების გაყვანას , "ქართველი" პოლიტიკოსები ( არეშიძე, საყვარელიძე, სიკვდილამდე შევარდნაძე, ხიდირბეგაშვილი, ზაქარეიშვილი ) კი-ამ ტერიტორიების ოკუპაციას არ აღიარებენ და ითხოვენ მათი დე იურე დამოუკიდებლობის ცნობას .


ესაა ნამდვილი ისტორია და არა ის რასაც სახელმძღვანელოებში წერენ.


მე-20 ს შენი და ყველა პუტჩისტის შევარდნაძე პირველ ადგილზეა როგორც საქართვეოსთვის ყველაზე მეტი ბოროტების მომტანი.

2015 წლის რეპრეზენტატულმა კვლევამ საქართველოში აჩვენა , რომ ზვიად გამსახურდია პირველ ადგილზეა,როგორც მე-20 საუკუნეში საქართველოსთვის ყველაზე მეტი სიკეთის მომტანი, ხოლო შევარდნაძე კი პირველ ადგილზეა როგორც ყველაზე მეტი ბოროტების მომტანი გვ.64.


კვლევა ჩატარდა პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური

ქსელის” მხარდაჭერით. პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიური

ქსელის” მიზანია სამხრეთ კავკასიაში სოციალური და ჰუმანიტარული

მეცნიერებების განვითარების მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობების

და ღონისძიებების მეშვეობით, როგორებიცაა: კვლევითი პროექტების

დაფინანსება, ტრენინგების ჩატარება, სხვადასხვა სასწავლო და კვლევითი

გრანტების გაცემა. პროგრამა ხელს უწყობს ნიჭიერი მკვლევარების ახალი

თაობის წარმომადგენლებს და მათ საერთაშორისო აკადემიურ ქსელში

ინტეგრაციას.

პროგრამა ”კავკასიის შვეიცარიული აკადემიურ ქსელს” კოორდინაციას

უწევს და ახორციელებს შვეიცარიის ფრიბურგის უნივერსიტეტის

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ინტერფაკულტეტური ინსტი­

ტუტი. პროგრამას აფინანსებს ”გებერტ რიუფის ფონდი”, რომელიც

დაფუძნებულია ბაზელში.


როგორც ყორღანაშვილი და საჩინო ბარათაშვილი ,ორჯონიკიძე და ქაქუცა ჩოლოყაშვილი , ზვიად გამსახურდია და შევარდნაძე ვერ მოიხსენებიან ძმებად,ისე სამშობლოს თავისუფლების, ქართული სახელმწიფოს დამცველი და მტრის მსტოვრები , ბოროტების იმპერიის დავალებით ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლნი არასოდეს არ იქნებიან ძმები . არავითარი ძმათამკვლელი , არავითარი სამოქალაქო ომი არ ყოფილა...


არც სერგო ორჯონიკიძე,არც ფილიპე მახარაძე,არც ბორის ძნელაძე იყო ქართველი იუნკრებთან ბრძოლაში და არც შევარდნაძე-კიტოვან-სიგუა-იოსელიანი,ისინი ეროვნული ხელისუფლების, საქართველოს წინააღმდეგ რუსული ხიშტებით , ტანკებით მებრძოლნი, მტრის - რუსეთის მსახურნი არიან ყველა..


მტრის მსტოვრებმა მოიგონეს ძმათამკვლელი ომის ტერმინი , რათა სამოქალაქო ომად გაესაღებინათ სამშობლოს ღალატი და ორივე მხარე დაედანაშაულებინათ ამ ომში , პლიუს რუსეთის როლი საქართველოს უბედურებაში გამორიცხეს მოსკოვის შნირებმა. 


რატომაა რომ ყველა პუტჩისტსა,რუსეთის პოლიტელიტას(მიუხედავად ბურბულისის ,ბეპაევის,ბალტინის,დუმის ყოფილი დეპუტატ კოვალიოვის ...აღიარებისა) პუტჩის მხარდამჭერს 1992 წლის სახელმწიფო გადატრიალება სამოქალაქო ომად მიაჩნიათ? ...პასუხი მარტივია პასუხისმგებლობის თავიდან აცილების მიზნით.... სამოქალაქო ომში ხომ დამნაშავე არ ჩანს და ორივე მხარეა დამნაშავე? სახელმწიფო - სამხედრო გადატრიალების დროს საერთაშორისო სამართლით კი დამნაშავე -პუტჩისტია...ამ დროს პასუხისმგებელი რუსეთიცაა,საერთაშორისო თანამეგობრობაც,რასაც უნდა მოყოლოდა ჰააგის სასამართლოც (პუტჩი, 300 000 დევნილი ,30 000 მოკლული ,ეთნოწმენდა ,ეროვნული ნიშნით ადამიანების ფიზიკური ლიკვიდაცია,პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მკვლელობა...)....

მარტივი გამოსავალი ნახეს- 1991-93 წლების სახელმწიფო გადატრიალების სამოქალაქო ომად მონათვალა ,რაც ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დამოკლეს მახვილია-პრეცედენტის დაშვება და პერმანენტული გადატრიალებებისთვის ..

 

სინამდვილე კი ასეთია :

1991 წლის ნოემბერი - რუსეთის პრეზიდენტის - ბ. ელცინის ადმინისტრაციაში სპეციალური საიდუმლო კომიტეტის შექმნა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კოორდინაციის მიზნით (ხელმძღვანელი: სახელმწიფო მდივანი გ. ბურბულისი; წყარო - გ. ბურბულისის 1995 წლის ოფიციალური აღიარება).

1991 წლის 21 დეკემბერს, ეროვნულ ხელისუფლებას დსთ-ს ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად 22 დეკემბრის დილის 8 საათამდე მიეცა ვადა( ელცინმა საჯაროდ მიმართა ნემო ბურჭულაძეს და გურამ აფსნაძეს , რომ მეორე დილის - 22 დეკემბრის 8 საათამდე ელოდებოდა პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ზარს დსთ-ში შესასვლელად წინააღმდეგ შემთხვევაში რაც მოგივათ თქვენს თავს დააბრალეთო) , წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტს ხელისუფლების დამხობით დაემუქრა. ვადის ამოწურვისთანავე, 22 დეკემბერს, უთენია, რუსეთის სპეციალურმა სამხედრო შენაერთებმა და ქართველმა პუტჩისტებმა, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო ალყაში მოაქციეს და ზუსტად 08:00 საათზე ეროვნულ ხელისუფლებაზე შეიარაღებული შტურმი დაიწყეს.


2013 წელს თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის (და არა გადატრიალებისთვის?!) პუტჩის მესვეურებს სამუდამო პატიმრობა მისაჯეს , სხვებს დიდი ხნით პატიმრობა.


საქართველოში რუსული სამხედრო გადატრიალების შედეგად მრავალი ადამიანი დაიღუპა , რუსეთმა ამ გადატრიალებით ტერიტორიები მიითვისა ქართველ პუტჩისტების დახმარებით და ამ სახელმწიფო დამნაშავეებს ჩვენ დღეს პანთეონებში ვმარხავთ , ვაარსებთ მათ სახელობის საწავლებლებს, ქუჩებს,მოედნებს , უკვდავყოფთ მათ სახელებს , სამხედრო პატივით ვკრძალავთ .

ბ. აფრასიძე "- წერს კახა სიხარულიძე.





მსგავსი სიახლეები
"საოცარ სტანდარტს ამკვიდრებს "ევროპული საქართველო" და მისი ვარსკვლავი, ქალბატონი ირმა ნადირაშვილი"
"როდესაც შენი დისკრეციული უფლების გამოყენების გამო გამოძიება იწყება, გამოძიებას კი არ უნდა მიესალმო, უნდა დაგვემშვიდობო..."
" სპექტაკლი რომელიც პირდაპირი რეპორტაჟებით გადაიცემა რუსთაველის გამზირიდან ზუსტად ასახავს ქართული სახელმწიფოს აგონიურ ყოფას"
"უნდა ჰქონდეს თუ არა პრეზიდენტს ასეთი უფლება?"
"ს ი მ ბ ო ლ უ რ ი ც არის "მთავარი" რომ გქვიათ, ქვეყნის მთავარო ნ ა ძ ი რ ლ ე ბ ო!"
"სად დაიკარგა ვენესუელელი ხუან გუაიდო, რომელიც საქართველომ, ზოგიერთების წამხედვარედ, ქვეყნის პრეზიდენტად აღიარა?"
"ბიძინა საქართველოს დაქცევისა და ქართველი ხალხის გაღატაკების ხარჯზე არ გამდიდრებულა"
"წარმატებული ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებმაც საკუთარ შიშებზე გაიმარჯვეს"
"NDI-ის გამოკითხვებითაც კი კატასტროფული მაჩვენებლები აქვს ოპოზიციას..."
"პრეზიდენტისთვის რაიმე ბრალის წაყენების იოტისოდენა საფუძველი ნამდვილად არ არსებობს"
„ოქუაშვილი არავის არ აინტერესებს, არავინ არაფრად აგდებს, იყენებენ მის ქონებას და ბოლოს ისე მოსვრიან, როგორც თავად მოგვისროლა“
"ყველა ის ადამიანი, ვინც სალომე ზურაბიშვილი დაარწმუნეთ ზურაბ ნადირაძის უდანაშაულობაში, უბრალოდ ხართ უნამუსოები" - მანჩო გიორგობიანი
"რას გვერჩოდი ქალბატონო პრეზიდენტო რას? თქვენი გულისთვის შემოვიხიეთ ტანზე, ავიტანეთ ბულინგი ,ცილისწამება"
"თურქეთის მოქალაქეობა 40 ათასმა „ახისკა თურქმა“ მიიღო"
"პრეზიდენტს იმასაც კი ვერ ვეტყვით, რომ ანგარიშვალდებული ხარო, ვინაიდან, საკუთარი სახელმწიფოსგან ხელფასსაც კი არ იღებს"
"თეირანის, მოსკოვის და ანკარის ურთიერთობა მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალ დონეზე იმყოფება"
"ის ფაქტები, რაც სალომე ზურაბიშვილმა იკადრა პატიმრების შეწყალების ნაწილში, სრული საფუძველია მისი პასუხისგებაში მისაცემად და იმპიჩმენტისთვის!"
რატომ დარჩა მიშა ანდღულაძე "ივანიშვილის ოკუპირებულ ტელევიზიაში"
"ეს იყო სააკაშვილისა და ოქრუაშვლის ნამდვილი სახე, დაჩმორებული და დაბეჩავებული ქართველი"
"გოგი ოთხმეზური ეტყობა იმიტომ იჯდა ყველა გადაცემაში და იგერიებდა ნაცების ცილისწამებას სალომეს არჩევნების დროს, რომ მისი შვილის მკვლელი შეეწყალებინა მის არჩეულ პრეზიდენტს!"