ვლადიმერ ჟირინოვსკი საქართველოსთან ეკონომიკური ურთიერთობის გაწყვეტის მომხრეა

 

გაზეთ «Петербургский дневник»-ის კორესპონდენტმა ინტერვიუ ჩამოართვა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატს, ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ვლადიმერ ჟირინოვსკის, რომელიც სანკტ-პეტერბურგზე და მის დამაარსებელზე - პეტრე პირველზე საუბრობს, იხსენებს იმდროინდელ ისტორიულ მოვლენებს და ა.შ. ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა რუსეთიდან საქართველოში პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შესაძლებლობას ეხებოდა.

 

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საჭიროდ თვლით თუ არა პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლებას ჩვენს მეზობელ საქართველოსთან?

- საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენები ეროვნულ საკითხში ჩვენი საკუთარი შეცდომების შედეგს წარმოადგენს თითქმის 102 წლის განმავლობაში. ვლადიმერ ლენინი უპირატესობას ხალხთა თვითგამორკვევის უფლებას ანიჭებდა. იგი ყოველთვის წერდა, რომ „საბჭოთა კავშირში მყოფ ყოველ ხალხს საკუთარი სახელმწიფოს შექმნის უფლება უნდა ჰქონდესო“ და მუდამ ხაზს უსვამდა - „მეფე ჟანდარმია“ და „რუსეთი ხალხების საპყრობილეს“ წარმოადგენს. ესე იგი, გამოდის, რომ ჩვენ სხვა ხალხებს ვჩაგრავდით! თუმცა იგივე საქართველოს ჯერ კიდევ ივანე მრისხანე იცავდა ირანისა და თურქეთისაგან! 1783 წელს მეფე ერეკლე თურქებისაგან დაცვას ეკატერინეს სთხოვდა, მაგრამ შემდეგ თვითონ გაიქცა ოსმალებთან - ამგვარად, მან ქართველი მაზეპას როლი შეასრულა. 1801 წელს ალექსანდრე პირველმა საქართველო თავის ქვეშევრდომობაში მიიღო და სპარსეთისაგან გადაარჩინა. საქართველო რუსეთის იმპერიის ნაწილი გახდა ტიფლისისა და ქუთაისის გუბერნიების სახით. იქ ცხოვრობდნენ ქართველები, რუსები, აფხაზები და ათობით სხვა ხალხი... და რა მივიღეთ ჩვენ ქართველების გადარჩენის სანაცვლოდ? ისინი ყოველთვის ბუნტს აწყობენ! 1917 წელს საქართველომ პირველმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, 1956 წელს სტალინის კულტის კრიტიკის გამო ბუნტი მოაწყეს... 1989 წელსაც... ამჯერად ქართველები მხოლოდ ავიამიმოსვლის და „ბორჯომის“ აკრძალვას არ უნდა დასჯერდნენ. საჭიროა ეკონომიკური ურთიერთობების შეწყვეტა საქართველოსთან, უნდა შეჩერდეს [ელექტრო]ენერგიის მიწოდება, აიკრძალოს ფულადი გადარიცხვები რუსეთიდან, ტოტალურად უნდა შემოწმდეს რუსეთში მყოფი ქართველ მეწარმეთა საქმიანობა და გაძევდეს ყველა ქართველი, ვინც კი ჩვენთან არალეგალურად იმყოფება.

 

 

 

spbdnevnik.ru-ს მიხედვით მოამზადა სიმონ კილაძემ …





მსგავსი სიახლეები
კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ერდოღანისგან ანკარის გეგმების შესახებ დამატებითი ინფორმაცია სჭირდება
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ და რუსეთში შვეიცარიის ელჩმა ქართულ-რუსულ ურთიერთობებზე ისაუბრეს
უკრაინაში ავიაკატასტროფას აგრარული მრეწველობის ყოფილი მინისტრი ტარას კუტოვოი ემსხვერპლა
"თუ ქურთები 35 საათის განმავლობაში არ გავლენ, თურქეთი სამხედრო ოპერაციას განაახლებს"
"არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება" - ერდოღანი დონალდ ტრამპს
თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთთა „თავდაცვის სახალხო რაზმებმა, 120 საათის განმავლობაში, უსაფრთხო ზონაში გადაინაცვლონ
ერდოღანი უცხოურ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან დღემდე თურქეთმა ხუთასზე მეტი ტერორისტი გაანეიტრალა
„დემოკრატებთან“ ერთად, ვმუშაობთ იმაზე, რომ თურქეთის წინააღმდეგ ძლიერი სანქციები შემოვიღოთ“
„პრეზიდენტ ერდოღანის იმპულსურმა ქმედებამ, რომელიც ჩრდილოეთ სირიის დაპყრობას ისახავდა მიზად, შეერთებული შტატები რთულ მდგომარეობაში ჩააგდო“
რუსეთში წლის საუკეთესო მასწავლებელი ქართველია
თავის დროზე ინგლისში ცოლების გაყიდვა გავრცელებულ პრაქტიკას წარმოადგენდა
„შეუძლებელია სირიის მოქმედ ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყება - რაზე შეიძლება ვესაუბროთ ადამიანებს, რომლებმაც სირიის მილიონობით მოქალაქე დახოცეს“
"თუ ევროპა გააგრძელებს სირიაში ოპერაციისთვის ოკუპაციის იარლიყის მიკერებას, ანკარა 3,6 მილიონ სირიელ ლტოლვილს ევროპისკენ მიმართავს"
"თუ ომის დასრულება გვსურს, პუტინთან შეხვედრა საჭიროა"- ვლადიმირ ზელენსკი
"საქართველოს პრეზიდენტმა ბოდიში უნდა მოიხადოს და მისი სიტყვები უკან წაიღოს" - რუსეთის დუმის სპიკერი
რუსეთის საგარეო უწყება ამერიკაში რუსეთის დუმის დეპუტატის ინგა იუმაშევას დაკავების ფაქტს აპროტესტებს
"გამოძიებას მივცემ შესაძლებლობას საგამოძიებო არეალი გაშალოს" - ეკა ბესელია
„დემოკრატების“ წარმომადგენლები დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრის სტენოგრამის გამოქვეყნებას ითხოვენ
რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიისთვის საწვავის მიწოდების პასუხად, აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა