პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს

პარლამენტის წინ, ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების მხარდამჭერებმა კარავი გაშალეს. ადგილზე იმყოფებიან 20-21 ივნისს დაკავებული 4 პირის უფლებადამცველი ვახტანგ იაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ხელმძღვანელი ირაკლი კიკიანი, "გამარჯვებული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი და 20-21 ივნისის დაკავებული მორის მაჩალიკაშვილის ბიძა მალხაზ მაჩალიკაშვილი. როგორც გურამ ჩალაგაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რითაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პოლიტპატიმრების მხარდაჭერას გამოხატავენ. მისივე თქმით, კარავი პარლამენტთან იქამდე იქნება, ვიდრე 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული პირები არ გათავისუფლდებიან.

 

"კარვის გაშლა არის პროტესტის ფორმა, რომელიც დაიდგა როგორც "გამარჯვებული საქართველოს", ასევე არასამთავრობო ორგანიზაცია ამერიკის მხარდამჭერთა ლიგის ინიცატივით. ეს კარავი არ დაიდგა ირაკლი ოქრუაშვილისთვის, ეს დაიდგა ყველა პოლიტპატიმრისთვის და ყველა ოპოზიციური პარტიის ვალდებულებაა მოვიდნენ აქ და გამოხატონ პროტესტი. აქ ვიქნებით ჩვენ, ყველანი. ჩემი პარტიის წევრები, გვექნება ყოველდღიური შეხვედრები სხვადასხვა ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რათა ამ სისხლიან ხელისუფლებას შევაგნებინოთ, რომ 21-ე საუკუნეში პოლიტპატიმრები და ადამიანები, რომლებსაც ეს ქვეყანა უყვართ, არ უნდა ისჯებოდნენ", - განაცხადა ჩალაგაშვილმა. მან იმედი გამოთქვა, რომ მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული იქნება.

 

„იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოვახერხებთ, თუ არადა მთელი საქართველო გამოვა", - აღნიშნა ჩალაგაშვილმა.





მსგავსი სიახლეები
„არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ!“
„თუ გსურთ ჩემი ბედნიერება‚ საქართველოში დაბრუნების ნება მიშოვნეთ‚ სხვა არა გამხდის-რა ბედნიერად“
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა
თბილისის საშიში უბნები - სიცოცხლისთვის სახიფათო „თამაშები“
„მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა - მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი“
„მილის დაზიანების გამო, ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივსა“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა - საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა“
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ - ამ იდიოტებმა კიდევ კანაფის ფესტივალიო“
როგორ „ერთობიან“ 13 -16 წლის ბავშვები დღეს - დაუყონვნებლივ მიმართეთ ნარკოლოგს ან ფსიქიატრს, რათა გამოირიცხოს სამომავლოდ მძიმე შედეგები
თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებული საპროტესტო აქცია ეროვნული ჰიმნით დასრულდა
ბარსელონას აეროპორტში ამ დროისათვის დარჩენილია საქართველოს 7 მოქალაქე - ისინი დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით
„თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა - ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას“
„ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წერილზე ასევე, აღმოჩნდეს მაკედონელის, ნაპოლეონის, სტალინის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკანორ მელიას და სხვა დიდი ადამიანების თითის ანაბეჭდები“
"გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს - უწმინდესი და უნეტარესი იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე და ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე“
ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომლის მიღებაც დაუშვებელია
„რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ - დიდია უფლის რწმენა, მე გადავრჩი”
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს