„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები“ - ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს!

სოფელ შინდისის მაცხოვრებლები ჰყვებიან:


„ასეთი რამ ფილმებშიც არ გვინახავს, ჩვიდმეტიდან ერთადერთი საღ-სალამათი ჯარისკაცი, რომელსაც შეუძლია გაქცევა, მუხლებზე დასვენებული დაჭრილი თანამებრძოლის თავს გულში იხუტებს, ჯიბიდან მობილურ ტელეფონს იღებს და სადღაც რეკავს..
„მიპასუხე, მამაო, ღმერთო, არ გადის ეს დალოცვილი ზარი" - ისმის ტკივილით ნათქვამი სიტყვები. მერე მობილურს მოისვრის და დაჭრილ ბიჭებს გასძახებს, ჩემკენ მოიწიეთ, მტერს ცოცხალი არ უნდა ჩავბარდეთ, „ლიმონკა" მაქვს და თავს ავიფეთქებთ. ეს თვითმკვლელობა არ იქნება.
მე ვილოცებ, თქვენ თუნდაც გულში გაიმეორეთო და... ბრძოლის ველზე ანგელოზის გალობასავით გაისმის „მამაო ჩვენო". ლოცვის დასრულების შემდეგ მცირე პაუზა იყო და უცებ ყველაფერი წამებში მოხდა, აფეთქებამ ანგელოზის ხმაც წაშალა და ისიც, ვისი ყელიდანაც ის ხმა ამოდიოდა.
აღარც ის დაჭრილი ჩანდა, მეგობრის მუხლებზე რომ ედო თავი. ჯარისკაცმა ალეკო ონიანმა თავი აიფეთქა და მასთან ერთად დაიღუპა გულში ჩახუტებული ნათლულიც - რომან ზოიძე. გამუდმებით ეხვეწებოდა ნათლული ნათლიას, ეს არ ქნა, წადი, მე მაინც არაფერი მეშველება და ჩემი სულისთვის ილოცეო. „არა" - უპასუხა ალეკომ..
ალეკო მობილური ტელეფონით მოძღვართან დარეკვას ცდილობდა, სურდა, საკუთარი თავისა და თანამებრძოლების შენდობა ეთხოვა...
ასე გალობითა და ლოცვით გადავიდნენ იმიერ საქართველოში ეს ბიჭები, ჩვენ კი ვაჟკაცობის საოცარი მაგალითი დაგვიტოვეს"..
შინდისელები იხსენებენ, რომ მოწინააღმდეგის ვაჟკაცობით გაოგნებულმა მტერმა, დახოცილების ნივთებს ხელი არ ახლო..
ახლა ეს ნივთები მემორიალის საკუთრებაა..
ერთ-ერთი გმირის, მიშიკო დვალიშვილის ცხედარი შინ რომ მიასვენეს, მას ყველაფერი თან ჰქონდა - იარაღიც, ჯავშანჟილეტიც და მობილური ტელეფონიც...
და ჯიბეში, ქაღალდის ნაგლეჯზე დაწერილი ლექსი, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე რომ დაწერა -
„ჩვენ ვართ კაცები, არ ვართ ლაჩრები, გულისკაცები და ვაჟკაცები..
ერთი ყუმბარა გვერდით თან გვიდევს, სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს.
ბევრი ვიყავით, ერთი სამარე თხილის გულივით გავინაწილეთ"..
ის ლექსებს წერდა და სიგიჟემდე უყვარდა საქართველო..

დაე, მსოფლიომ გაიგოს მათი გმირობის ამბავი და თავდადება.





მსგავსი სიახლეები
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
როგორ უნდა დავიცვათ თავი მომაკვდინებელი კორონავირუსისგან
„როცა მოახლოვდება ის საშინელი დღეები, წინასწარ გაგაფრთხილებთ და გზას გიჩვენებთ - საშინელი დღეები იქნება და უნდა დავძლიოთ, შვილებო, ერთმანეთის დახმარებითა და სიყვარულით”
„ახლა კი დადგა დუმილის დარღვევის დრო - ვიწყებ ამ საქმის შესახებ ყველა არსებული მტკიცებულების და ფაქტის, რომელიც გამაჩნია, თარგმნას და მომზადებას უცხოელი პარტნიორებისთვის“
„რაგბის კავშირის პრეზიდენტის, სვანიძის წინააღმდეგ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო! - პრეზიდენტის არჩევნები, რომელიც ზეგ უნდა გამართულიყო, ერთი თვით გადაიდო!“
„მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ მიიღო გადაწყვეტილება საავადმყოფოში მყოფი ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ - ამის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია“
პროფკავშირები და უფლებამდაცველები მთავრობას მიმართავენ
22 წლის გოგონას, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა კორონავირუსი არ დაუდასტურდა
თავდასხმის ორი შემთხვევა თანამშრომლებზე ბოლო ერთ თვეში - რა ხდება „სპარის“ სუპერმარკეტებში
კორონავირუსი - როგორ მოვიქცეთ? - დავით ნანობაშვილის ვიდეომიმართვა
"ალბათ ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება მოგვიწევს"- ნათია თურნავა
„ნიკუტას 96%-ით გაეპარა! - ადრეც არაერთხელ შემინიშნავს გვარამიას ,,ყალბი სოციოლოგია'', მაგრამ გადაცემიდან გადაცემამდე ერთიდაიგივე 96%-იანი შედეგი, ამ უბადრუკისთვისაც კი ნამეტანია!“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება ნინოობის დღესასწაულზე
ანიტა რაჭველიშვილმა და მისმა ოჯახმა დავით ქაცარავას აღკვეთის ღონისძიების გირაოს თანხა დაფარა
„ამათ ადარდებთ ქვეყანაში უმუშევრობა და დამლაგებლების ბედი ხომ? ან გაძეძგილი საფულე სულ ხელფასი იქნებოდა, ალალი შრომით მოპოვებული“
ბრიტანელი ტურისტი, რომელსაც თბილისში ველოსიპედი მოპარეს, მოქალაქეებმა და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა დაასაჩუქრეს
საქართველოს საკონსულოს, ამ დროისთვის, ჩინეთში მყოფმა 100-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა
საქართველოს ტერიტორიაზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა
ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
კათარზისიდან მილიონამდე - ვალიკო ბაბუს დაუჯერებელი ისტორია