„იერუსალიმი ხელს აიღებს მომგებიან თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან და მას არასტაბილური და ეკონომიკურად შეუმდგარი სომხეთით ჩაანაცვლებს?"

სიმონ კილაძის ბლოგი „კავკასიური დიპლომატია ახლო აღმოსავლეთში“:

 

სომხეთი ისრაელში საელჩოს გასახსნელად ემზადება. რატომ არ ჰყავდა დღემდე დიპლომატიური წარმომადგენლობა? არ ჰყავდა ირანის ხათრით (თუ მორიდებით). თავის მხრივ, ისრაელს ერევანში საელჩო 2007 წლიდან აქვს.

ისე, ნახეთ, როგორი ჩაგვირისტებული დიპლომატიური ხალიჩაა:

ა) ირანი ისრაელს ნომერ მეორე მტრად მიიჩნევს აშშ-ის შემდეგ;
ბ) ირანი სომხეთისთვის უდიდეს საკომუნიკაციო როლს ასრულებს გარესამყაროსთან (მეორე გასასვლელი საზღვარგარეთ საქართველოს შემდეგ).
გ) ისრაელს აზერბაიჯანთან მჭიდრო ურთიერთობა აქვს;
დ) აზერბაიჯანი სომხეთის მტერია;

 

როგორც ისრაელელი პოლიტოლოგები ამბობენ, ისრაელში სომხეთის საელჩოს გახსნა აზერბაიჯანისათვის საწყენი არ უნდა იყოს. "განა ჩვენ რაიმეს ვსაყვედურობთ ჩვენს მეგობარ აზერბაიჯანს, რომელსაც საელჩო აქვს გახსნილი ჩვენს მტერ ირანში?, - აღნიშნავენ ისინი. რასაკვირველია, სომხეთის გადაწყვეტილებით ყველაზე მეტად აზერბაიჯანია დაინტერესებული. ბაქოელ პოლიტოლოგებს იმედი აქვთ, საელჩოს გახსნით იერუსალიმის კავშირები ერევანთან მაინცდამაინც დიდად არ განვითარდება. ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი: აზერბაიჯანი ისრაელის სამხედრო იარაღის აქტიური შემსყიდველია. "შესაბამისად, განა იერუსალიმი ხელს აიღებს ასეთ მომგებიან თანამშრომლობაზე აზერბაიჯანთან და მას არასტაბილურ და ეკონომიკურად შეუმდგარი სომხეთით ჩაანაცვლებს?". 





მსგავსი სიახლეები
თურქეთის აღმოსავლეთში 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ 4 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
8 იანვარს, ირანის მიერ ერაყის სამხედრო ბაზების დაბომბვის შედეგად, 34 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაშავდა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა
ბერძნული სამხედრო გემის "ფემისტოკლეს" კაპიტანმა 1999 წელს NATO-სერბეთის ომის დროს უარი განაცხადა, გამოსულიყო მართლმადიდებელი სერბების წინააღმდეგ
დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში პირველი პრეზიდენტი იქნება, რომელიც აბორტის წინააღმდეგ მარშში მიიღებს მონაწილეობას
"ნატო-ს ისეთი მოკავშირე სჭირდება, როგორიც საქართველოა -საქართველო უნდა გახდეს ალიანსის წევრი"
ჩინეთის ქალაქ უხანში საზოგადოებრივი ტრანსპორტი მუშაობას წყვეტს
„რომელ სამხედრო პარიტეტზეა საუბარი, როდესაც ამერიკის კოსმოსური სააგენტო, იგივე NASA, მარსის კოლონიალიზაციისათვის ემზადება, რუსეთს კი ჩინეთი უკვე უყენებს პრეტენზიებს ციმბირზე?“
ირანი უკრაინული თვითმფრინავის ჩამოგდების შესახებ მეორე წინასწარ მოხსენებას აქვეყნებს
ევროკავშირი თურქეთს დახმარებას 75 პროცენტით უმცირებს
"ირანის ე.წ. უმაღლესი ლიდერი სიტყვების შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოს"
სენატმა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო
ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის მეთაურის თანამდებობაზე სახელმწიფო დუმას საგადასახადო სამსახურის ხელმძღვანელის, მიხეილ მიშუსტინის კანდიდატურა წარუდგინა
რუსეთის მთავრობა გადადგა - ვლადიმერ პუტინმა პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა შესთავაზა
"რუსეთი მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით უდიდეს არქივს შექმნის და მსოფლიოს სიმართლეს დაუმტკიცებს"
ირანში "უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების" თვითმფრინავის ჩამოგდების ბრალდებით რამდენიმე პირი დააკავეს
ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის 92-ე ცერემონიის ნომინანტები დაასახელა
ირანის მთავრობის პრესსპიკერი - ტრამპი ირანელ ხალხზე საუბრისას „ნიანგის ცრემლებს“ ღვრის
ერაყში, ბაღდადის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე სამხედრო ბაზაზე საჰაერო თავდასხმა განხორციელდა
„ირანის ლიდერებს - არ დახოცოთ აქციის მონაწილეები - თქვენ უკვე ათასობით ადამიანი მოკალით - მსოფლიო გაკვირდებათ“