„თუ გამომიცეკვოს, შენ ეცეკვე ჩემ მაგივრად და თუ რამე გაქვს მოპარული, ყველაფერს გაპატიებო - ეგ იყო და ეგ, ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ზურასთვის, მერე დაპატიჟებაზეც გიჭერდა“

სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი მინისტრი კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში ძველ ამბავს იხსენებს და წერს:

 

“ვალერი ცერცვაძემ დამპატიჟა ქორწილში და ადეიშვილის გვერდზე გამამწესა რატომღაც. ვზივარ, ლუკმა არ გადამდის. თან შიგადაშიგ ზურა რაღაცეებს მეკაიფება – ჰა, ასფალტს როგორ იპარავთ ახლა და ეგეთებს მეუბნება სიცილ სიცილით. კი, ვიცი, რო ხუმრობს, მარა მაინც რა იცი რა ხდება. ხო და უცებ აჭარული შემოსცხეს და ვიღაცა მკლავებგაშლილი ტიპი საეჭვო ტრაექტორიით წამოვიდა ჩვენსკენ ცეკვაცეკვით. ზურას გულმა უგრძნო, რომ მის გამოცეკვებას აპირებდა, თუ რა იყო, არ ვიცი, მომიცუცქდა და ყურში მეუბნება – იმან თუ გამომიცეკვოს, შენ ეცეკვე ჩემ მაგივრად და თუ რამე გაქვს მოპარული, ყველაფერს გაპატიებო. ზურა, ცეკვა არ ვიცი რანაირად ვიცეკვო, მეთქი (მართლა არ ვიცი). კი მარა მართლა არაფერი მოგიპარიაო? არ ვიცი ცეკვა, ზურა, სერიოზულად გეუბნები, მეთქი. აბა რო მღერიხარო?! (ჯერ ერთი რას ვმღერი, მარა მაინც) მერე რა, სად ცეკვა და სად სიმღერა – ახსნა დავუწყე რა შუაშია, ცეკვა სიმღერას რა საერთო აქვს ერთმანეთთან მეთქი. აუ, ჩემი, ეს მართლა სვანიაო ჩაილაპარაკა. სანამ ჩვენ ამ გარჩევებში ვიყავით, კი უსვა იმ მოცეკვავემ ერთიდაიგივე ადგილას ფეხი ჰაერში გაჩერებული და ერთადგილას გამოკიდებული ,,ვერტალიოტივით” გადაალაპლაპა პარკეტი. რო გადაეწურა იმედი, გაგვცილდა ცეკვაცეკვით და გაწბილებული სახით. ეგ იყო და ეგ, ბოლო და უკანასკნელი ქორწილი ზურასთვის. მერე დაპატიჟებაზეც გიჭერდა ”





მსგავსი სიახლეები
„არ მინდა დავიჯერო, რომ განწირულები ვართ!“
„თუ გსურთ ჩემი ბედნიერება‚ საქართველოში დაბრუნების ნება მიშოვნეთ‚ სხვა არა გამხდის-რა ბედნიერად“
ემიგრაციაში მყოფი ქართველი მომღერალი ზურა დოიჯაშვილი ისრაელის კლინიკაში მოათავსეს
ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამი ორგანიზაციის მმართველთა საბჭოს წევრად აირჩიეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა საქართველოს მოქალაქე ლაშა ხეთერელი გაათავისუფლა
თბილისის საშიში უბნები - სიცოცხლისთვის სახიფათო „თამაშები“
„მამუკა ხაზარაძე 1989 წლის 18 თებერვლის დარბევაში მონაწილეობდა - მაშინ არ ვიცოდი, ვინ იყო ეს აწოწილი, შავტუხა ზონდერ-კომკავშირელი“
„მილის დაზიანების გამო, ვენტილაციის არხებით გაზი კაზინო „ბეთლაივსა“ და აფთიაქ „ფარმადეპოში“ შევიდა - საპატრულო პოლიციამ ხალხის ევაკუაცია მოახდინა“
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია იწყება
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
„გუშინ, თანამენემსეებმა "ღუდუშაურშიც" მიიყვანეს ნარკოკომით ახალგაზრდა და გაიქცნენ - ამ იდიოტებმა კიდევ კანაფის ფესტივალიო“
როგორ „ერთობიან“ 13 -16 წლის ბავშვები დღეს - დაუყონვნებლივ მიმართეთ ნარკოლოგს ან ფსიქიატრს, რათა გამოირიცხოს სამომავლოდ მძიმე შედეგები
თელავში, ერეკლე მეფის მოედანზე მოძრაობის “ქვეყნის სამსახურში” ორგანიზებული საპროტესტო აქცია ეროვნული ჰიმნით დასრულდა
ბარსელონას აეროპორტში ამ დროისათვის დარჩენილია საქართველოს 7 მოქალაქე - ისინი დღესვე შეძლებენ გამგზავრებას დანიშნულების მიხედვით
„თქვენ ხართ სახე ჩვენი ქვეყნისა - ამიტომაც, თქვენი კარგი, თუ ცუდი ქმედება საქართველოს სახელზე ახდენს გავლენას“
„ბრიტანელი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა წერილზე ასევე, აღმოჩნდეს მაკედონელის, ნაპოლეონის, სტალინის, ბადრი ჯაფარიძის, ნიკანორ მელიას და სხვა დიდი ადამიანების თითის ანაბეჭდები“
"გილოცავთ ამბროსი ხელაიას ხსენების დღეს - უწმინდესი და უნეტარესი იყო დიდი მოღვაწე, თავდადებული მოღვაწე და ჩვენ თავსა და ქედს ვიხრით მის წინაშე“
ადესა – მომაკვდინებელი ღვინო, რომლის მიღებაც დაუშვებელია
„რომ გამოვეწერე, მას მერე ყოველ დილას 3 სანთელს ვანთებ - დიდია უფლის რწმენა, მე გადავრჩი”
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებასთან, მთაში, ქართველმა მესაზღვრეებმა მამაკაცი გარდაცვლილი, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი კი დახოცილი იპოვეს